Jump to content
×
×
  • Create New...

ტექნიკური სურვილების და ხარვეზების შესახებ


Mulan

Recommended Posts

  • ფორუმელი
4 minutes წინ, ბანჯო said:

@Moor

ჩემთვის ფორუმი უმთავრესად არის ის ადგილი, სადაც ერთმანეთში აზრთა გაცვლა-გამოცვლა ხდება და ვისმენ განსხვავებულ მოსაზრებებსა და შეხედულებებს ერთი საკითხის გარშემო. 

ძალიან ძვირფასი პიემები მაქვს მიღებული ფორუმ.ჯიზე, ძალიან ძვირფასი იუზერებისგან. ჰამერფესტმა მაგალითად აუდიოჩანაწერი გამომიგზავნა ნახევარ საათიანი 2016-ში ჯერ კიდევ და ახლაც შენახული მაქვს. 

სადაც ქრისტიანობაზე საუბრობდა. 

და ნუ მოკლედ კიდევ ძალიან ბევრია რაღაცაა. 

აღარ განმეორდება ეგ. 

აქ მსგავს პოსტებს ვერ ვნახავ და არც პიემები მომივა. 

 

და ნოტიფიკაციები ხელს შეგიშლის ბადეზე აზრთა გაცვლა-გამოცვლაში?  იმ ქვის ხანის ფორუმზე თუ მოგდიოდა პმში აუდიოები, აქ უფრო მარტივი არ იქნება? რატო დრამაქვინობ არ მესმის. 

ხალხი ბიბლიოთეკაშიც ფლირტაობს, ფლეიმში თუ ვინმემ იუწიპუწა, მაგას რად უნდა ნოტიფიკაციების ქონა ან არ ქონა. ფორუმზე რომ არ გქონდა ეს ფუნქციები, ვინმეს ხელი ეშლებოდა?

ბადე არის ჩაფიქრებული თემატურ თავისუფალ და ანონიმურ ფორუმად, რომელიც საშუალებას მოგცემს აზრებიც ცვალო და ერთმანეთთიც გაიცნოთ სურვილის შემთხვევაში. მთავარია წესები დაიცვას

ახლა ყველას აზრს ვერ გავითვალისწინებთ, ზოგჯერ აზრები გაიყოფა და ა.შ., მარა ბადე ყოველთვის იქნება user friendly და ყოველთვის ეცდება გაუმჯობესებას და მოგისმენთ.  მე ადმინი ვარ და შენ არავინ სიტუაცია არ იქნება არასდროს. 

რავიციცი, ბანჯული, არ მოგერიდოს ჯუჯღუნი, ყოველთვის მართალი ვერ იქნები, მარა ყოველთვის მოგისმენთ :*

 

 

 

 

 
ონლაინ, Katutu said:

@ბანჯო

ნუ გაქვს პროგრესის მიუღებლობა, ხომ იცი რომ ადრე თუ გვიან მოგიწევს :old:

მეც არ მიყვარს ბევრი რამ სოციუმში მაგრამ ფეხი უნდა აუწყო, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგჭამენ, ხოდა პირველი იყავი :boli:

მირჩევნია შემჭამონ, ვიდრე მიუღებელი მივიღო. 

ძალიან მკაცრი პრინციპები მაქვს მე.

2 minutes წინ, ბანჯო said:

ძალიან მკაცრი პრინციპები მაქვს მე.

მახსოვს ეს ასაკი :(

ეჰ, ბანჯული..

 

პ.ს. არის პრინციპები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე თან გდევს, მაგრამ ასევე ბევრი პრინციპია, რომელზე უარის თქმაც მოგიწევს სიტუაციიდან გამომდინარე, იდეალური ვერ იქნები და არც უნდა იყო 

 

ულტიმეტჩოფერი

ასევე მინდა აღვნიშნო რომ ლაიქების ფუნქცია არც მე მომწონს, რადგან ერთგვარი სოციალური სტატუსის ქონასთან ასოცირდება და აკნინებს ახლად დარეგისტრირებულ იუზერებს 0 ლაიქით. დედავშინას ჰგავს. ეს ფუნქცის ამოსაღებია მართლაც.

პ.ს. ჩემი აზრის დასაცავად ვახსენებ რომ ფბ-ს აქვს გეგმებში ამოძირკვოს ლაიქების რაოდენობის დანახვის ფუნქცია, რადგან ძალიან მოქმედებს თვითშეფასებაზე

ულტიმეტჩოფერი

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Katutu said:

ასევე მინდა აღვნიშნო რომ ლაიქების ფუნქცია არც მე მომწონს, რადგან ერთგვარი სოციალური სტატუსის ქონასთან ასოცირდება და აკნინებს ახლად დარეგისტრირებულ იუზერებს 0 ლაიქით. დედავშინას ჰგავს. ეს ფუნქცის ამოსაღებია მართლაც.

პ.ს. ჩემი აზრის დასაცავად ვახსენებ რომ ფბ-ს აქვს გეგმებში ამოძირკვოს ლაიქების რაოდენობის დანახვის ფუნქცია, რადგან ძალიან მოქმედებს თვითშეფასებაზე

ფბ მა რომ ეგ გააკეთოს რეკლამის ანაბანა უნდა გადააკეთოს თავიდან ბოლომდე, ეგ დეკლარირებული განცხადებებია რომელიც რეალურ ცვლილებებზე არასდროს გადის ფბ ის შემთხვევაში. ბოლოს ეგეთი ხმაუიანი და შთამბეჭდავი რომელი განცხადება მოიყვანა სისრულეში ფბ მა?  შეიძლება ავიღოთ სტატუსები რომელიც აგროვებს ამ ლაიქებს მაგრამ ლაიქების ფუნქცია პოზიტიური და ნეგატიური ორთქლის გამოშვების როლს ასრულებს და კლიკ უკვე = საქმეს ვირტ სივრცეში ...

რა მნიშვნელობა აქვს მე ტექსტუალურად გეტყვი აუ რა ღლეობა დამიწერეო თუ სიმბოლოთი აღგინიშნავ ჩემ დამოკიდებულებას? რომელი უფრო მარტივია? რეალურად ჩვენ ახლა არხებს ვწმენდთ რომ სისხლმა უკეთ იმოძრაოს და გულმა ცემა დაიწყოს ამიტომ ხალხნო დააფიქსირეთ თქვენი აზრი არგუმენტებით ოღონდ რა რატომ გირჩევნიათ...

 

 

19 minutes წინ, mulan said:

ლაიქების ფუნქცია პოზიტიური და ნეგატიური ორთქლის გამოშვების როლს ასრულებს

ლაიქი მხოლოდ პოზიტიურის დაფიქსირების როლს ასრულებს, დისლაიქიც აქვს ფორუმს? 

ფბს უკვე გაშვებული ჰქონდა სატესტოდ და თუ არ ვცდები ავსტრალიის ნაწილს გაეთიშა ლაიქების დანახვის ფუნქცია. ზოგადად ახალს როცა ტესტავს ფბ, მთელს მსოფლიოში არ გვეცვლება, მაგრამ ნელ-ნელა ინერგება, შეიძლება წლების განმავლობაშიც კი. აზიანებს ფსიქიკას, თვითშეფასებას და ამიტომ. 

19 minutes წინ, mulan said:

რა მნიშვნელობა აქვს მე ტექსტუალურად გეტყვი აუ რა ღლეობა დამიწერეო თუ სიმბოლოთი აღგინიშნავ ჩემ დამოკიდებულებას?

ის მნიშვნელობა აქვს რომ დაღად გესმევა მომავალში მინუსებში გადასული სტატუსი.

მოკლედ რომ ვთქვა, თანასწორობის მომხრე ვარ. ლაიქები თუ დისლაიქები არ უნდა წყვეტდეს ჩვენს დამოკიდებულებას იუზერისადმი. მით უფრო რომ ვიცით ზოგი ბოროტად და პირადი ინტერესების გამო შეიძლება დაუწიოს ან აუწიოს ვინმეს რეიტინგი. მოკლედ საზოგადოება არ უნდა წყვეტდეს ვინ არის კარგი და ვინ ცუდი. შეიქმნება შემდეგ ძველი მაღალრეიტინგიანი იუზერების კასტა და დაბალრეიტინგიანი გარიყული იუზერების, არ არის ეს ჯანსაღი ფორუმისთვის. 

ულტიმეტჩოფერი

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა