Jump to content
×
×
  • Create New...

გაანალიზეთ საკუთარი ღირებულებები


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

გაანალიზეთ საკუთარი ღირებულებები


 

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/work%20value_0.jpgპროფესიული გადაწყვეტილების მიღებისა და პროფესიული არჩევანის გაკეთების მესამე, მთავარი საფეხური არის საკუთარ შრომით ღირებულებებში გარკვევა. რა არის ჩემთვის ღირებული? - ეს არის შეკითხვა, რომელიც პროფესიულ არჩევანზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მხოლოდ შემოსავალი და ორგანიზაციისგან მხოლოდ მატერიალურ მოგებას ელიან, თუმცა, ამის პარალელურად, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული ღირებულებები აქვთ. ზოგს მოსწონს სხვებისთვის დახმარების გაწევა და ეს მათთვის ღირებულია, ზოგისთვის მნიშვნელოვანია ცხოველებისა და მცენარეების მოვლა და ზრუნვა, გარემოს მოვლა, მანქანა-დანადგარებთან მუშაობა, კომპიუტერული პროგრამების შექმნა და სხვა.

იმისათვის, რომ თქვენთვის იდეალური პროფესია იპოვოთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა არის თქვენთვის ღირებული, რათა მომავალში ის საქმე შეასრულოთ, რომელიც გაინტერესებთ და რომელსაც მნიშვნელოვნად მიიჩნევთ. 

იმისათვის, რომ გამოარკვიოთ, რა არის თქვენთვის ღირებული, საჭიროა გაეცნოთ შრომითი ღირებულებების ჩამონათვალს და შეარჩიოთ ის ღირებულებები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთვის. 

http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/work%20values_0.jpgგაითვალისწინეთ, რომ პროფესიის არჩევისთვის არ გამოგადგებათ შრომით ღირებულებათა მთელი არსენალის წინა პლანზე წამოწევა, რადგან ასეთ შემთხვევაში ძალიან ძნელად მოძებნით ისეთ პროფესიას, რომელიც თქვენთვის ყველა აქტუალური ღირებულების გაერთიანებას შეძლებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, შერჩეული ღირებულებებიდან კიდევ ამოარჩიოთ მხოლოდ ის 5 მათგანი, რომლებიც ყველაზე მეტად ფასეულია თქვენთვის და რომელთა გათვალისწინებაც გინდათ სამომავლოდ; შერჩეული 5 შრომითი ღირებულება დაალაგეთ ყველაზე ღირებულიდან ნაკლებად ღირებულის მიმართულებით და, შედეგად, თქვენთვის ფუნდამენტურ იმ ღირებულებას მიაგნებთ, რომელიც პროფესიული გადაწყვეტილების მიღების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

თქვენთვის წამყვანი ღირებულების გამოყოფა იმ პროფესიის მოძიების საშუალებას მოგცემთ, რომელიც ამ ღირებულებების დაკმაყოფილებას შეძლებს. ასეთ შემთხვევაში უფრო დიდი შანსია, თქვენი პროფესიით კმაყოფილი იყოთ და პროფესიულ განვითარებაზე იზრუნოთ.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   790 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 790 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(1)