ფორუმელი Moor Posted 1 იანვარი, 2021 Posted 1 იანვარი, 2021 რატომ არის მნიშვნელოვანი კარიერული შეფასება? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/shutterstock_57915325.jpgპროფესიის არჩევისა და ნებისმიერი კარიერული გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის მახასიათებლების შესაფასებელი სხვადასხვა ფსიქოლოგიური ინსტრუმენტის გამოყენება. ასეთი ინსტრუმენტები გვეხმარება უკეთ შევისწავლოთ საკუთარი თავი, რაც მოიაზრებს საკუთარი პიროვნული მახასიათებლების, უნარების, ინტერესების, შესაძლებლობების, გამოცდილების და ღირებულებების შეფასებას. როგორც წესი, ადამიანებს ძალიან უჭირთ გამოყონ ის რამდენიმე უნარი, რომლებიც ყველაზე უკეთ აქვთ განვითარებული. როგორც საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, დამქირავებლები ხშირად ჩივიან იმის შესახებ, რომ აპლიკანტები შესარჩევ გასაუბრებებზე ვერ ახერხებენ გამოყონ ის რამდენიმე უნარი ან პიროვნული მახასიათებელი, რომელიც ყველაზე უკეთ აქვთ განვითარებული და რომელთა გამოყენებითაც სამუშაოს წარმატებით ასრულებენ. სინამდვილეში ჩვენი უნიკალური მახასიათებლები ყველაზე დიდი უპირატესობაა პროფესიული წარმატების მისაღწევად, თუ მოვახერხებთ და სწორად გამოყოფთ საკუთარ ძლიერ მხარეებს და მოვახერხებთ მათ სწორად, საჭირო დროს და საჭირო ადგილას გამოყენებას. როგორ ეხმარება კარიერული შეფასება ადამიანს პროფესიის არჩევაში? - მაიას შემთხვევა http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/3%20dec_0.jpgკარიერულ კონსულტანტებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია უნარების, ინტერესების, პიროვნული მახასიათებლების, გამოცდილების და ღირებულებების შეფასება სხვადასხვა ასაკის კლიენტებთან. მათთვის არ არის უჩვეულო კლიენტების პიროვნების შესაფასებლად ერთდროულად რამდენიმე შესაფასებელი ინსტრუმენტის გამოყენება. ასეთი შესაფასებელი ინსტრუმენტები, რომლებსაც ტესტების ბატარეებსაც უწოდებენ, როგორც პროფესიული კონსულტანტისთვის, ისე კლიენტისთვის ღირებულ ინფორმაციას იძლევა კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესის დასაგეგმად. რა მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ შეფასებას ჩვენ კარიერულ განვითარებაში? - ნიკოლოზის შემთხვევა როგორც ნიკოლოზის შემთხვევის ანლიზიდან ჩანს, საკუთარი პროფესიული ინტერესები არ არის ჩვენი პიროვნების ერთადერთი ასპექტი, რაც დროთა განმავლობაში იცვლება. სამუშაოსთან დაკავშირებული ჩვენი შესაძლებლობები და გამოცდილებები მუდმივად იცვლება, ასევე იცვლება შრომითი ღირებულებებიც. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი საკუთარი უნიკალური მახასიათებლების - პიროვნული მახასიათებლები, უნარები, შესაძლებლობები, ინტერესები, გამოცდილება და ღირებულებები - დროთა განმავლობაში შეფასება, როდესაც მოგვიწევს კარიერული გადაწყვეტილებების მიღება, რაც არ მოიაზრებს მხოლოდ და მხოლოდ პროფესიის არჩევას. კარიერული ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩვენ გვიწევს სხვადასხვა პროფესიული გადაწყვეტილებების მიღება. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/test_-_multiple_choice_0.jpgროდესაც გიწევთ მუშაობა კარიერულ კონსულტანტთან, საგანმანათლებლო კურსის ხელმძღვანელთან და საკუთარ თავთან, გახსოვდეთ, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ კარიერული შესაფასებელი ინსტრუმენტები. პროფესიული შესაფასებელი ინსტრუმენტები საუკეთესო ვარიანტია ინფორმაციის შესაგროვებლად, თუმცა მნიშვნელოვანია შეგროვებულ ინფორმაციას შეხედოთ კრიტიკული თვალით და გააანალიზოთ, რამდენად შეგესაბამებათ მიღებული ინფორმაცია. მაგალითად, ბევრი პროფესიული შესაფასებელი ინსტრუმენტი განსაზღვრულია ნორმების ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ტესტური შედეგები უნდა შეადაროთ სხვა ჯგუფის ტესტურ შედეგებს იგივე კითხვარში. თუ თქვენთვის საინტერესოა, რამდენად ემსგავსებით ან რამდენად განსხვავდებით ამ ჯგუფისგან, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, შედგება თუ არა ეს ჯგუფი ისეთი ადამიანებისგან, როგორიც თქვენ ხართ. მაგალითად, თუ თქვენ ხართ უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი გოგონა, რომელსაც არასდროს უმუშავია და ამასთანავე, კონკრეტული ტესტის გამოყენება შეუძლიათ მამაკაცებსაც, რომლებსაც დიდი სამუშაო გამოცდილება აქვთ; მოგეთხოვებათ ტესტური შედეგების კრიტიკულად განხილვა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ნორმირებული შესაფასებელი ინსტრუმენტების გამოყენება არ არის ეფექტური; სინამდვილეში, ასეთი ტესტები მნიშვნელოვნად გეხმარებათ იფიქროთ საკუთარ თავზე და საკუთარი მოთხოვნილებები სხვადასხვა კუთხით შეისწავლოთ. მაგრამ, ნორმირებული ტესტების შემთხვევაში მეტი დაფიქრება გმართებთ, რათა ტესტური შედეგები არ განიხილოთ როგორც მხოლოდ „ტესტის პასუხები“. ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება, თუ მიმართავთ კარიერულ კონსულტანტს ან/და ფსიქოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ ტესტის სწორად გამოყენებაში და მოგცემთ კვალიფიციურ რჩევებს. ბევრ ადამიანს სურვილი აქვს შეავსოს ტესტი, რომელიც პირდაპირ უკარნახებს, რა გააკეთოს, როგორ იმოქმედოს, როგორ დაგეგმოს საკუთარი კარიერა. უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ტესტი, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით შეძლებს პიროვნების ყველა ასპექტის შეფასებას. კარიერის სწორად დაგეგმვა დამოკიდებულია არა მხოლოდ ტესტზე, არამედ საკუთარ თავზე. ტესტი გვეხმარება ინფორმაციის მოძიებასა და შეგროვებაში, ხოლო ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ტესტური შედეგები და მიღებული ინფორმაცია კეთილგონივრულად და სწორად გამოვიყენოთ. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა