Jump to content
×
×
  • Create New...

ბრიტანეთი 2021 წელს ერთიანი ევროპის გარეთ შეხვდა


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-046daaaa02d2b114e23f4bb60b12eb79.jpeg

თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი ერთიან ევროპას გამოეყო და 2021 წელს ცხოვრებას დამოუკიდებლად, ცალკე იწყებს. ბრექსიტი წარმატებით დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ტოვებს ევროპის ერთიანი ბაზრის სავაჭრო წესებს.  ბრექსიტის პროცესი დიდმა ბრიტანეთმა 2016 წელს დაიწყო და დასრულდა 31 დეკემბერს ღამის 11 საათზე. შესაბამისად, ბრიტანეთი 48 წლის შემდეგ, იხსნის ვალდებულებას, დაიცვას ბრიუსელის მიერ დაწესებული კანონები. 2021 წლიდან, 500 მილიონზე მეტ ადამიანს თავისუფალი უვიზო გადაადგილება ბრიტანეთსა და ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის შეუწყდა. ათწლეულების შემდეგ, საზღვრებზე მკაცრი საბაჟო შემოწმება ბრუნდება.  "ჩვენი მომავალი; ჩვენი ბრიტანეთი; ჩვენი ბედი; თავისუფლება"- ამ სიტყვებით იწყება ათობით ბრიტანული გამოცემის ტექსტი და სათაური. საახალწლო გამოცემების მთავარი თემა გაერთიანებულ სამეფოში სწორედ ბრექსიტია. 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   25 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 24 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(4)
    • Chrome(15)