ფორუმელი Moor Posted 1 იანვარი, 2021 Posted 1 იანვარი, 2021 2020 წლის 10 ნოემბერს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ხელმძღვანელების მიერ ხელმოწერილმა სამმხრივმა განცხადებამ ყარაბაღის ომი შეაჩერა და სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ზოგადი კონტურები გამოკვეთა. თუმცა, მხარეებმა მაშინვე სათავისოდ დაიწყეს განცხადების განმარტება. მოსაზრება: ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ყარაბაღის მეორე ომის პრიზმაში სომხური ოპოზიცია ქვეყანაში ახალი რუსული ბაზის აშენების ინიციატივით გამოდის მთავარი დავა გაჩაღდა კითხვის გარშემო: სად გადის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარი? ამ კითხვის პასუხზეა დამოკიდებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა – სადამდე უნდა გაიყვანოს სომხეთმა ახლა საკუთარი ჯარები? აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფო საზღვრის პრობლემა საკმაოდ რთული გამოდგა, რამდენიმე საკითხის გამო, რომელიც, პირველ რიგში, დაკავშირებულია ისტორიასთან. მოდი, გავარჩიოთ სათითაოდ. ყარაბაღის კონფლიქტის ისტორია ყარაბაღის პირველი ომის (1989-1994) შემდეგ, მთიანი ყარაბაღის მიმდებარე შვიდი რაიონი სომხური ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა. შემდეგი, თითქმის 30 წლის განმავლობაში, სომხეთსა და არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას შორის პირობითი საზღვარი იყო და საკონტროლო-გამშვები პუნქტები საკმაოდ თვითნებურად მოეწყო. საბჭოთა კავშირის პერიოდში რესპუბლიკებს შორის საზღვრები რუსეთის იმპერიის საზღვრების საფუძველზე იყო შედგენილი საბჭოთა კავშირში, ადმინისტრაციული საზღვრები არასოდეს იყო მუდმივი. სსრკ-ის სუბიექტთა საზღვრები ანუ მოკავშირე რესპუბლიკების, ძირითადად განსაზღვრული იყო რუსეთის იმპერიის გუბერნიებისა და ქვეყნების საზღვრების საფუძველზე. და როგორ იყო ის შედგენილი – როგორც ჩანს, ცნობილი იყო მხოლოდ ღმერთისა და რუსეთის მეფისთვის. იმპერიის დაშლის შემდეგ, მის ნანგრევებზე რამდენიმე სახელმწიფო ჩამოყალიბდა, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, მათ შორის, საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა. 1980-იანი წლების რუკა პირველივე დღეებიდან, ამ სამმა ქვეყანამ ერთმანეთს ტერიტორიებთან დაკავშირებით პრეტენზიები წაუყენა, რადგან მე-19 საუკუნის იმპერიის სახელმწიფოთა საზღვრები, არ ითვალისწინებდა მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობას. კერძოდ, აზერბაიჯანი და სომხეთი დაობდნენ სამი რეგიონის გამო – ნახიჩევანის, ზანგეზურისა და ყარაბაღის. წითელი არმიის ინტერვენციის შემდეგ, 1920-1921 წლებში, სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა ისევ რუსეთის წიაღში დაბრუნდა, მაგრამ უკვე ახალი „ბრენდის“ ქვეშ – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის. და ტერიტორიული დავები მალევე თავისებურად გადაწყვიტეს „ბოლშევიკებმა“. ნახიჩევანი და ყარაბაღი აზერბაიჯანს დარჩა ავტონომიების სახით. ყოფილი ელიზავეტპოლის (განჯის) გუბერნიის ზანგეზურის მაზრა გაიყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. აღმოსავლეთ ნაწილი, რომელიც ძირითადად თურქებით იყო დასახლებული, აზერბაიჯანის შემადგენლობაში შევიდა. დასავლეთ ზანგეზური – ძირითადად სომხებით დასახლებული, სასტიკი შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ – სომხეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. მაგრამ ამით პრობლემები არ ამოიწურა. სსრკ-ის ფორმალური და არამუდმივი ადმინისტრაციული საზღვრები საბჭოთა კავშირის სუბიექტებს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრები დიდწილად ფორმალური იყო. არცთუ იშვიათად, მოსკოვი გარკვეული პოლიტიკური ან ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, თავისებურად ქმნიდა ახალ მოკავშირე რესპუბლიკებს ან აუქმებდა ძველებს, ცვლიდა მათ შორის საზღვრებს, ამცირებდა ან ზრდიდა ავტონომიის სტატუსს. ასე მოხდა აფხაზეთთან დაკავშირებით, რომელმაც თავიდან მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი მიიღო, შემდეგ კი ის საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ავტონომიის სტატუსით შეცვალეს. ყირიმი კი რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობიდან უკრაინის შემადგენლობაში გადავიდა. მეზობელ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის ტერიტორიების გაცვლა ხდებოდა ჩვეულებრივად, რადგან მოსკოვში მიაჩნდათ: „რა მნიშვნელობა აქვს, თუკი ერთი და იგივე ქვეყანაა?“. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ადმინისტრაციული საზღვრების ასეთი კორექცია სამჯერ მოხდა: 1929, 1935 და 1984 წლებში. ეს გამართლებული იყო სოფლის მეურნეობის მართვის „ოპტიმიზაციის“ სურვილით. სსრკ-ში კოლმეურნეობების შექმნის შემდეგ, ხანდახან ისე ხდებოდა, რომ სოფელი მდებარეობდა სომხეთის ტერიტორიაზე, მიწები კი, რომელსაც გლეხები ამუშავებდნენ – აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და პირიქით. ასე გაჩნდა არწვაშენდი/ბაშქენდი, ვოსკეპარი/ასკიპარი, ქარქი/ტიგრანაშენი. სომხეთის ყაზახის რაიონის ტერიტორია გადაეცა სომხეთს, გორისის რაიონის ტერიტორია – აზერბაიჯანს. როგორ სთავაზობენ აზერბაიჯანი და სომხეთი ამ მრავალდონიანი პრობლემიდან გამოსავალს? აზერბაიჯანელი და სომეხი ჯარისკაცები ახალ პოზიციებზე ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ. მათ შორის, რამდენიმე ათეული მეტრია ბაქო – დავუბრუნდეთ საბჭოთა პერიოდის რუკებს ახლა, მას შემდეგ, რაც ომის შედეგებისა და სამმხრივი განცხადების შედეგად, აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა ამ რაიონებზე, ბაქო მოითხოვს, რომ სომხურმა ჯარებმა დაიხიონ 1988 წლის საზღვრებზე – ანუ დაბრუნდნენ საბჭოთა კავშირის პერიოდში, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებზე. ერევანი – გავითვალისწინოთ ახალი რეალობა და ამ რაიონების განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები სომხეთი ამტკიცებს, რომ გასული წლების განმავლობაში, ზოგიერთი სოფელი გაფართოვდა, გაკეთდა ახალი გზები, დაიწყო სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება. ერევანი ამ ახალი რეალობის გათვალისწინების ინიციატივით გამოდის. მესამე მხარე – რუსეთი – ჯერჯერობით გამოსავალს არ სთავაზობს მხარეებს ჯერჯერობით ჩანს, რომ მესამე მხარე – რუსეთი გარკვეულწილად არ იყო მზად მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარისთვის. 10 ნოემბრის განცხადებაში, არაფერია ნათქვამი სახელმწიფო საზღვრის შესახებ. ორივე მხარე რუსი სამშვიდობოების დახმარებით, ძველი საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკებისა და GPS აღჭურვილობის გამოყენებით, ცდილობს მონიშნოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის „ძველი“ წერტილები რუკაზე, რომელიც მომავალში „ახალი“ უნდა გახდეს და ოფიციალურად აღიაროს ორმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. ეს პროცესი მოითხოვს დაზუსტებებსა და ცვლილებებს და თან ახლავს არაერთი ექსცესი. კერძოდ, ერთ-ერთი სომხური სოფელი ფაქტობრივად შუაზე უნდა გაიყოს. ანალოგიური სიტუაციებია აზერბაიჯან-რუსეთისა და აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრებზე მსგავსი პრობლემები იყო, რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯან-რუსეთის საზღვარზე. ორი სოფელი ადმინისტრაციულად საზღვრის აზერბაიჯანულ მხარეს მდებარეობდა, მაგრამ ემორჩილებოდა დაღესტანის სახელმწიფო მეურნეობას. 2010 წელს, აზერბაიჯანმა და რუსეთმა დაასრულეს საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, ორივე სოფელი აზერბაიჯანს დარჩა. აი, საქართველომ და აზერბაიჯანმა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს დელიმიტაციის პროცესის დასრულება. მთავარი დავა დავით გარეჯის/ქეშიქჩიდაღის სამონასტრო კომპლექსს უკავშირდება. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა