ფორუმელი Moor Posted 31 დეკემბერი, 2020 Posted 31 დეკემბერი, 2020 ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანა რეფერენდუმს ჩაატარებს, კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით. ლუკაშენკოს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად რა საკითხს შეეხება რეფერენდუმი. ქვეყანაში ოპოზიცია და მოსახლეობა უკვე ხუთი თვეა, არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. რუსეთის ახლო მოკავშირე ქვეყანაში მასობრივი პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა, რომლის ოფიციალური შედეგებითაც, ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას სათავეში უკვე თითქმის 30 წელია უდგას, კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია მას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და მას შემდეგ რამდენიმე თვეა პროტესტი არ წყდება. დაკავებული და დაშავებულია ათასობით ადამიანი. ოპოზიცია ლუკაშენკოს გადადგომისკენ მოუწოდებს. ლუკაშენკოს, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, დეტალებზე არ უსაბრია, თუმცა გაანცხადა, რომ შეთანხმება პრეზიდენტის ძალაუფლების გადანაწილებას უკავშირდება და ეროვნული ასამბლეის შეხვედრაზე იქნება განხილული. ასამბლეას ფორმალური უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მას ეს ძალაუფლება მიენიჭება. ლუკაშენკოს მთავრობას, არჩევნების გაყალბების და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები დაუწესა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 11 მაისი, 2021 Posted 11 მაისი, 2021 ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა