ფორუმელი Moor Posted 31 დეკემბერი, 2020 Posted 31 დეკემბერი, 2020 „ამერიკელებმა და ქართველებმა აჩვენეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და ერთად ვიდგებით, მიუხედავად გამოწვევებისა“ - ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოსახლეობას ამ სიტყვებით მიმართავს და ახალ წელს ულოცავს. „ეს წელი მთელ მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვის რთული იყო, გაურკვევლობის, ცვლილებებისა და ძალიან დიდი დანაკარგის გამო. ასეთ დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად ძვირფასია ჩვენი ოჯახი, მეგობრები და კოლეგები და რამდენად ვაფასებთ ერთად გატარებულ დროს. 2020 წლის გამოწვევებმა ხელი ვერ შეგვიშალა, გვეპოვა ახალი გზები საქართველოში ჩვენი მნიშვნელოვანი საქმის გასაგრძელებლად. ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რამდენი რამის წარმატებით შესრულება შეგვიძლია ერთად მუშაობით. კოვიდი ვერ შეგვიშლის ხელს! პანდემიის დაწყებისთანავე მთელი ჩვენი გუნდი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად გაერთიანდა. თქვენმა საქმემ, პირდაპირი მნიშვნელობით, გადაარჩინა ადამიანების სიცოცხლე. ამერიკელებმა და ქართველებმა აჩვენეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და ერთად ვიდგებით, მიუხედავად გამოწვევებისა“- ამბობს, საელჩოს მიერ გავრცელებულ მისალოც ვიდეოში, კელი დეგნანი. მოქმედი ელჩის მილოცვას უერთდებიან, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩები და საელჩოს თანამშრომლები. დიპლომატები ქართველ ხალხს წარმატებულ 2021 წელს უსურვებენ. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა