ფორუმელი Moor Posted 31 დეკემბერი, 2020 Posted 31 დეკემბერი, 2020 მიხეილ ჩხენკელი ბრძანებით, ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა. ბრძანების მიხედვით ეს წესი ადგენს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესსა და პროცედურას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისთვის. დოკუმენტით დადგინდა ფორმალური განათლების აღიარების ეტაპები და ვადა, რომლის ადმინისტრაციული წარმოების ვადა შეადგენს 1 თვეს განცხადების წარმოებაში მიღებიდან, ხოლო ფორმალური განათლების აღიარების პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: დაწესებულებისთვის განცხადების წარდგენა, კომისიის მიერ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა და შეფასება, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება, დაწესებულების მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. განმცხადებლმა დაწესებულებისთვის წერილობითი განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს, რომ განცხადება უნდა შეიცავდეს დაწესებულების დასახელებას, განმცხადებლის სახელსა და გვარს, ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართს, განმცხადებლის ელექტრონული ფოსტის მისამართს, განმცხადებლის ტელეფონის ნომერს, განცხადების შევსების ადგილსა და თარიღს, მოთხოვნას, კერძოდ, მითითებას იმ სწავლის შედეგებზე, რომლის აღიარებასაც ითხოვს განმცხადებელი, განმცხადებლის ხელმოწერას, განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას. „ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა ერთოდეს: ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) თუ აღიარების მსურველი წარმოდგენილია წარმომადგენლით, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ფორმალური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი და მისი დანართი (ასეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში)/უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და მისი დანართი/ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი) ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ან ცნობა, რომელიც ადასტურებს ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეულ კონკრეტულ სწავლის შედეგებს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“, – ვკითხულობთ ბრძანებაში. ამ ბრძანებითვე განისაზღვრა კომისიის მიერ განცხადებისა და დოკუმენტაციის განხილვა/შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შედეგები აისახება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ წარმოებულ შესაბამის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. ბრძანების თანახმად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას დაევალა უზრუნველყოს ფორმალური განათლების აღიარების შედეგების ასახვისთვის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი პროგრამული მოდულის შექმნა, არაუგვიანეს 2021 წლის 1-ელი ივლისისა. იხილეთ ვრცლად დოკუმენტი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა