Jump to content
×
×
  • Create New...

მოსწავლეების ახალი წლის ზეიმი ონლაინ და საახალწლო სურვილები დისტანციურად – „მინდა დამთავრდეს პანდემია“


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და უჩვეულო იყო სკოლის მოსწავლეებისთვის. ბევრმა მათგანმა 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ისე დაასრულა, რომ საკლასო ოთახში ვერ შევიდა. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სპეციალისტების რეკომენდაცია ჯერ-ჯერობით იგივეა, სოციალური დისტანცია და მაქსიმალური იზოლაცია. ბავშვებს კი, ახალი წელი ყველაზე მეტად უყვართ, ამიტომ ბევრმა მათგანმა მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად, იზოლაციის და ონლაინ პირობების ფონზეც მოიფიქრა როგორ გაეხადათ ახალი წელი, უფრო მხიარული და სიკეთით სავსე.

აღმოჩნდა, რომ იძულებითმა ონლაინ ყოფამ ბავშვების თეატრალური და სახელოვნებო უნარების განვითარებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა.

EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ იზოლაციის პირობებში მყოფი მოსწავლეების საახალწლო სურვილებს, რომლებმაც მასწავლებლებთნ და უფროსებან ერთად შეძლეს ახალი წელი სახლის პირობებში გაელამაზებინათ.

ანა ტოჩილაშვილი მე-2 კლასის მოსწავლე – მასწავლებელიც და დედაც ხშირად მეუბნებიან, რომ ადამიანმა სიკეთე უნდა აკეთოს. ჩვენ ქვეყანაში გაჩნდა ძალიან ცუდი კორონავირუსი და ბევრი ადამიანი აღმოჩნდა გაჭირვებაში. ჩემმა დედიკომ გადაწყვიტა ასეთ ადამიანებს დაეხმაროს, მეც მქონდა მოგროვებული თანხა და ჩემ თანატოლ ბავშვებს საჩუქრები ვუყიდე. დედა, როდესაც ერთ-ერთ ოჯახში წავიდა წამიყვანა და ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა საჩუქრებით გახარებული ბავშვები ვნახე და ეს ახალი წელი ჩემთვის კარგი გასახსენებელი იქნება.

ნიკა ნიკოლეიშვილი მე-5 კლასის მოსწავლე – დავუწერე თოვლის დედას და თოვლის მამას სურვილები. თუთიყუში მინდა, თევზები, „როლიკები“ და კიდევ ჰუდი. სკოლა მომენატრა, მაგრამ ისე ძაანაც არა, რომ დაიწყოს, თან მაგ სურვილს თოვლის დედა ვერ აასრულებს თუ გახარიამ არ გამოაცხადა, მაგრამ ჩემი აზრით, ამ წელს სწავლა არ დაიწყება. კორონავირუსის გამო ძირითადად სახლში ვარ, მე და დედამ გადავწყვიტეთ გაგველამაზებინა დღე და სახის მოხატვა გადავწყვიტეთ, დედა გრინჩი იყო ძალიან სახალისო იყო ყველაფერი.

4196156417.jpg2252145005.jpg481862003.jpg2224370795.jpg

ელენე რობაქიძე მე-3 კლასის მოსწავლე – ვერ ვიტყვი, რომ სახლში ყოფნა ძალიან ცუდია, მე და დედას ძალიან გვიყვარს ხელნაკეთი ნივთების მომზადება. წიგნებშიც ვნახულობთ და ინტერნეტშიც ვპოულობ ვიდეოებს. დედა მუშაობს, მაგრამ როდესაც თავისუფალი დრო აქვს, რაღაცებს ვამზადებთ. ჩვენი ნაძვის ხის სათამაშოებიდან ბევრი რამ ჩვენ თავად გავაკეთეთ. გამოვიყენეთ მაგალითად ჯვალოს ნაჭერი, ნემსი და ძაფი. იმედი მაქვს, რომ ახალი წლის შემდეგ სკოლაში წავალთ და იქ ხელოვნების გაკვეთილები მექნება, სადაც უფრო მეტ და ახალ რამეს ვისწავლი.

ელენე სუთიძე მე-3 კლასის მოსწავლე – მე მინდა, რომ პირველ რიგში სკოლაში დავბრუნდე, რადგან კლასელები და მასწავლებელი ძალიან მომენატრნენ. გაკვეთილები ხომ ონლაინ გვაქვს, საახალწლო ზეიმიც კომპიუტერში გვქონდა. მინდა რომ, ისევ ჩვეულებრივად ტარდებოდეს გაკვეთილები, დამთავრდეს პანდემია და ჩვენი ლურჯი დედამიწა წითელი კორონას წერტილებით აღარ იყოს აჭრელებული.

ანიტა მეფარიძე პირველი კლასის მოსწავლე – ძალიან მიყვარს ახალი წელი, ყოველთვის კარგად ვერთობი. თოვლის პაპას მინდა ვთხოვო რომ გააქროს ეს კორონავირუსი, რადგან სკოლაში რომ წავიდეთ შეიძლება სიცხე მოგვცეს და ცუდი იქნება. იქ რომ დავდიოდით კარგი იყო და მინდა ისევ ვიარო და ბავშვები ვნახო. ზოგს ვცნობ გაკვეთილებიდან, ზოგს ვერა, რადგან ხანდახან კამერა გამორთული აქვთ, მეც ვთიშავ ხოლმე. მიყვარს თამუნა მასწავებლის ხმა, დილით მაღვიძებს ხოლმე. ხელოვნების გაკვეთილზე ჩარჩოების დამზადება გვასწავლა, მერე გვთხოვა ნახატი დახატეთ და მუყაოზე დააწებეთო და ასეთი ჩარჩო გაუკეთეთო. გავაკეთე, არავინ არ დამხმარებია და მგონი კარგია.

ელენე აღაპიშვილი მე-8 კლასის მოსწავლე – ძალიან უცნაური წელიწადი იყო, თითქმის მთელი დრო სახლში გავატარე, ძალიან თბილად დამამახსოვრდა, როდესაც ნინო დეიდამ წამიყვანა ერთ-ერთ ოჯახში, მათ პროდუქტები და სხვადასხვა ნივთები გადავეცით. ქველმოქმედება და სხვისი დახმარება ადამიანის სამოქალაქო ცხოვრების ერთ ერთი შემადგენელი ნაწილია, ამას ვსწავლობთ მოქალაქეობის გაკვეთილზე და რეალურადაც ვნახე რა კარგია როცა ვინმეს ახარებ. სახლში ვცდილობ სხვადასხვა რამეებით გავერთო, ვსწავლობ ქარგვას, ძალიან მომწონს, მაგრამ ჯერ დასრულებული არ მაქვს. ასევე ძალან მომწონს სამაგიდო თამაშები. ვისურვებდი რომ მომავალი წელი იყოს ისეთი, როგორიც ადრე, კორონამდე და ყველა ბედნიერი იყოს.

1522603268.jpg2450770971.jpg1750431985.jpg689118051.jpg

მარიამ რობაქიძე მე-3 კლასის მოსწავლე – არ მომწონს სახლში, სკოლაში მინდა რომ წავიდე, მაგრამ ვიცი, რომ ეს ადამიანებზე არაა დამოკიდებული და კორონავირუსი უნდა დამარცხდეს. ონლაინ გაკვეთილზე მასწავლებელი ჯერ იმას არკვევს ვინ ესწრება და ვინ არა და ბევრი დრო მიდის. ისე საინტერესო და სახალისო დავალებებს გვაძლევენ და მომწონსხოლმე. საახალწლოდ ბარათი და თოჯინა გავაკეთე, კიდევ სახლში 3 დ კალამი მიყიდეს და ნაძვის ხეებს და სხვადსხვა ნივთებს ვაკეთებ და კარგად ვერთობი.

ნიკოლოზ ნიკურაძე მე-5 კლასის მოსწავლე – ვოცნებობ, რაც შეიძლება მალე დასრულდეს Korona-time და დავუბრუნდე სკოლას და მეგობრებს. ახალი წელი ყოველთვის კარგია და ლამაზი სადაც არ უნდა აღვნიშნოთ, მე სახლში ჩემი საყვარელი გმირის ფორმაში გამოვეწყვე, ზღაპარი დავდგით ფაქტობრივად, მშობლებიც ამყვნენ, დაუვიწყარი საღამო იყო.

გიორგი ტყემალაძე პირველი კლასის მოსწავლე – ჩემი საახალწლო სურვილია, ვიაროთ სკოლაში, ძალიან მალე ვისწავლო კითხვა და ჩემი ხელით შევავსო ანბანის მატარებელი, რომელიც ჩვენმა ლიკა მასწავლებელმა გაგვიკეთა. კიდევ მინდა, რომ შემდეგ ახალ წელს მე და ჩემმა კლასელებმა ჩვენი ხელით მოვრთოთ საკლასო ოთახი. რადგან ახლა სკოლაში არ დავდივართ და ყველაფერს ონლაინ ვაკეთებთ საახალწლო ზეიმიც ონლაინ გვქონდა ძალიან სახალისო გამოვიდა. მასწავლებლის თხოვნით ნაძვის ხის სათამაშოები გავაკეთეთ, ვიდეოც ჩავწერე და ავუხსენი ბავშვებს რა მასალები გამოვიყენე, ძალიან სახალისო და საინტერესო იყო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share