Jump to content
×
×
  • Create New...

საცივი


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

შემადგენლობა:

  • 1 ც ინდაური ან მოზრდილი ქათამი
  • 1 კგ ნიგოზი
  • 250 გ ხახვი
  • 1ს.კ უცხო სუნენლი
  • 2ს.კ ყვითელი ყვავილი
  • 1ჩ.კ მიხაკი
  • 1/2ჩ.კ დარიჩინი
  • 1/2 ჩ.კ ხმელი ქინძი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი,წითელი წიწაკა-გემოვნებით

მომზადება:

მოამზადეთ საჭირო ინგრედიენტები: მიხაკი,დარიჩინი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა. ნიგოზი 2-3 ჯერ გაატარეთ ხორსაკეპ მანქანაში. ქათამი მოხარშეთ, შეაგროვეთ,მარილი მოაყარეთ და აირღუმელში შებრაწეთ. ქათმის ხორცი თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭერით. ხახვი წვრილად დაჭერით და ქათმის ბულიონიდან მოხდილ ცხიმში მოშუშეთ. თუ ბულიონი ნაკლებცხიმიანია,კარაქი დაუმატეთ. გატარებული ნიგოზი ჯამში ჩაყარეთ. დაუმატეთ დაფქული მიხაკი, დარიჩინი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი და დანაყილი ნიორი. ნიგვზის მასა ხელით ზილეთ, სანამ ზეთი არ გამოუვა. გამოწურული ზეთი გადაინახეთ. ნიგვზის მასას შეურიეთ მოშუშული ხახვი, ცოტა ბულიონი და ბლენდერში ათქვიფეთ, იმდენი ბულიონი დაუმატეთ, რომ თხელი არაჟნის სისქის მასა გამოვიდეს. ნიგვზიანი მასა ბულიონში ჩაასხით და 5-10 წუთი ადუღეთ, შემდეგ შიგ ქათმის ნაჭრები ჩააწყვეთ. საცივი კიდევ ერთხელ მოადუღეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. მზა საცივს გამოწურული ნიგვზიანი ზეთი მოასხით და სუფრასთან ისე მიიტანეთ.

წაიკითხეთ სხვაც

Receptebi-1-18-150x150.png ზუთხის მწვადი

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   129 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 128 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(23)
    • YandexBot(17)
    • Facebookexternalhit(2)
    • Googlebot(2)
    • t-90