Jump to content
×
×
  • Create New...

თუ შეიხს პაკისტანის სასამართლო გაათავისუფლებს, ამერიკა მზადაა ის აშშ-ში გაასამართლოს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-332c8e8be124579a62eb4c2d00a3c1ed.jpeg

შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ამერიკა მზადაა გაასამართლოს ამერიკელი ჟურნალისტის დენიელ პერლის მკვლელობაში ბრალდებული მეამბოხე ექსტრემისტი, რომელსაც პაკისტანის სასამართლო ციხიდან ათავისუფლებს. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე თვის წინ ამავე სასამართლოს მიერ აჰმედ ომარ საიდ შეიხს ბრალდება მოუხსნა და მისი სამუდამო პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.  მაშინ სასამართლოს ამ ვერდიქტს საჯარო უკმაყოფილება მოჰყვა.  შეიხთან ერთად, დენიელ პერლის მკვლელობაში კიდევ სამი ადამიანი იყო გასამართლებული. სასამართლომ სასჯელი მათაც მოუხსნა. ამჟამად, საგანგებო განკარგულების საფუძველზე, ოთხივე მათგანი ადგილობრივ ციხეშია დაკავებული.  ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ გაასაჩივრა და საქმეს უზენაესი სასამართლო იხილავს. „ჩვენ პაკისტანის მთავრობის მადლიერები ვართ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის,“ განაცხადა ამერიკის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფრი როზენმა.  მან ასევე დასძინა, რომ სასამართლოს მიერ შეიხისთვის ბრალის მოხსნა „ტერორიზმის მსხვერპლთა შეურაცხყოფაა ნებისმიერ ქვეყანაში.“ მისივე თქმით, „თუ აპელაციის პროცესი წარმატებით არ დამთავრდა, შეერთებული შტატები მზადაა ომარ შეიხზე მეურვეობა აიღოს და ის ამერიკაში გაასამართლოს.  ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მან სამართალს თავი აარიდოს დენიელ პერლის გატაცებასა და მკვლელობაში მისი როლის შემდეგ.“ შეიხი ბრიტანეთში დაბადებული ჯიჰადისტია, რომელსაც ლონდონის ეკონომიკის სკოლა აქვს დამთავრებული. ის უცხოელების გატაცებაში მანამდეც იყო ჩართული.  პერლის გატაცებიდან მალევე დაიჭირეს და ჩამოხრჩობით სიკვდილი მიუსაჯეს. დენიელ პერლი „უოლ სტრიტ ჯორნალის“ სამხრეთ აზიის ბიუროს უფროსი იყო.  2002 წელს ის ჯიჰადისტების შესახებ სტატიისთვის კვლევას ატარებდა, როცა ის ყარაჩიში გაიტაცეს.  ერთი თვის შემდეგ კი მისთვის თავის მოკვეთის გრაფიკული ვიდეო ყარაჩიში ამერიკის საკონსულოს გაუგზავნეს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   28 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 26 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(4)
    • Chrome(16)
    • YandexBot(2)