Jump to content
×
×
  • Create New...

ნავალნის თაღლითობაზე ბრალი წაუყენეს - კრემლი ამბობს, რომ პუტინმა არ იცოდა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-7fca7dad0b5ea12a75e13ddc83233f9b.jpeg

რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის რუსეთში ახალი ბრალი წაუყენეს. საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციონერმა და პუტინის მთავარმა კრიტიკოსმა მილიონობით რუბლი მიითვისა. როგორც საგამოძიებო ორგანიზაცია განმარტავს ნავალნიმ თანხები უკანონოდ ანტიკორუფციული ორგანიზაციიდან მიითვისა. ახლა, საქმე უკვე სასამართლოშია გადაგზავნილი და თუ მოსამართლე ალექსეი ნავალნის ბრალს დაადასტურებს, რუს ოპოზიციონერს ხანგძლივი პატიმრობა ემუქრება.  ნავალნი ამ დროისთვის გერმანიაში იმყოფება, სადაც ის რეაბილიტაციის კურსს გადის. ის დაახლოებით 6 თვეა რაც გერმანიაში მკურნალობს, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ რუსი ოპოზიციონერი საბჭოთა ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" მოწამლეს. "მუქარა,"- ასე შეაფასა რუსმა ოპოზიციონერმა წარდგენილი ბრალი, მას მიაჩნია რომ გამოძიება მიკერძოებულია და პროცესები კრემლიდან იმართება. ნავალნი ამბობს, რომ ამ ეტაპზე რუსეთში დაბრუნებას არ გეგმავს.  რუსეთის სასჯელაღსრულების სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ თუ ნავალნი რუსეთში არ დაბრუნდება, ის დაარღვევს პირობებს, რომლის მიხედვითაც ის ციხიდან გაათავისუფლეს.  უახლოეს დღეებში როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება რუსეთი ალექსეი ნავალნის ძებნილთა სიაში ჩასვამს და გერმანიიდან მის ექსტრადიციას მოითხოვს. ამ დრომდე უცნობია ოფიციალური გერმანიის პოზიცია. თუ გერმანია რუსეთის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ნავალნის რუსეთში თაღლითობისთვის გაასამართლებენ.  ცოტა ხნის წინ ნავალნისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებას, კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. პესკოვი ამბობს, რომ პუტინს არ ჰქონია ინფორმაცია, რომ ნავალნისთვის ბრალის წარდგენა იგეგმებოდა.  "ვლადიმირ პუტინს არ აყენებენ საქმის კურსში ყველა ახალ საქმეზე, რომელზეც ბრალს ნავალნის წარუდგენენ,"- ამბობს პესკოვი. 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   268 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 268 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(5)