Jump to content
×
×
  • Create New...

ბათუმის მერიამ საახალწლო განათებაში 500,393 ლარი გადაიხადა


Recommended Posts

  • ფორუმელი
ბათუმის მერიამ საახალწლო განათებაში 500,393 ლარი გადაიხადა admin Mon, 12/07/2020 - 20:20

ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "აჭარგანათება", ბოლო 10 წლის განმავლობაში, საახალწლო განათებებს უკონკურენტოდ იგებს.

"აჭარგანათება” ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი თოფურიძის ძმის, ნიკოლოზ თოფურძის კომპანიაა და ჯამში ბიუჯეტიდან 35.5 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.

ნიკოლოზ თოფურიძე, 100%-იან წილს ფლობს შპს "განათებაშიც", რომელსაც სახელმწიფოსგან 3.4 მილიონი ლარის კონტრაქტები აქვს მიღებული.

კომპანიამ, ბათუმის საახალწლო გაფორმებაში, ჯამში 5,486,626 ლარი მიიღო.

სახელმწიფოსგან 114 ელექტრონული და პირდაპირი წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებში ჯამში 35,509,042 ლარი მიიღო.

ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ 2020 წლის 5 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში შპს "აჭარგანათებამ" (ს/კ: 245546486) კონკურენტის გარეშე გაიმარჯვა.

შეიძლება ითქვას, რომ 2011 წლიდან მოყოლებული საახალწლო დეკორაციების მოწყობაზე "აჭარგანათებას" მონოპოლია აქვს აღებული. ეს რიგით მეათე, უკონკურენტოდ მოგებული ტენდერია.

შპს "აჭარგანათების" დირექტორი ნიკოლოზ თოფურიძე, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრის, ირაკლი თოფურიძის ძმაა; შპს-მ სახელმწიფოსგან 114 ელექტრონული და პირდაპირი წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებში ჯამში 35, 509, 042 ლარი მიიღო.

ნიკოლოზ თოფურიძე 100%-იან წილს ფლობს შპს "განათებაშიც". კომპანიას ეკუთვნის ბათუმის ბულვარში "იაპონური ბაღების" განათების მოწყობაც, რომელშიც კომპანიამ იმაზე მეტი აიღო (152,950 ლარი, NAT200013439), ვიდრე თავის დროზე თვით ამ ბაღების გაშენება დაჯდა (125,340 ლარი, NAT170010076). შპს-ს ჯამში 90 ხელშეკრულება აქვს სახელმწიფოსთან დადებული, რომელთა ჯამური ღირებულება 3,355,251 ლარია.

შპს "აჭარგანათებისა" და შპს "განათების" მოგებულმა ტენდერებმა ჯამში 38,864,293 ლარი შეადგინა.

წყაროები:

შპს "აჭარგანათება" ამონაწერი: https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...[LEguTv6tihxeXvyF3gXqa7vg6x6;

შპს "განათება" ამონაწერი: https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...[kSjQKkRtw[jOxWWYiVi89U9OmdnA7m2oBV;

ბათუმის საკრებულო: http://www.batumicc.ge/index.php?l=1&menu=223...

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2020-12/129909949_2835693223372776_2344614460736065650_o.jpgდეკემბერი 2020 2020 Author ანა ნიქაბაძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share