Jump to content
×
×
  • Create New...

სახელმწიფომ 2020 წელს განათებებზე 1,6 მილიონს ხარჯავს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
სახელმწიფომ 2020 წელს განათებებზე 1,6 მილიონს ხარჯავს admin Thu, 12/10/2020 - 19:54

საახალწლო განათებების შესაძენად თბილისის მერიამ 616,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, ბათუმის მერიამ 500,000 ლარი, ხოლო ქუთაისის მერიამ 233,000 ლარი დახარჯა.

რეგიონებში ჯამში 1,011,443 ღირებულების სააახალწლო განათებები შეისყიდეს.

საახალწლო სამზადისში დახარჯული თანხით შესაძლებელი იქნებოდა 17,313 სოციალურად დაუცველი ბავშვისათვის დამატებით 90 ლარის გადაცემა.

2020 წლის 26 ნოემბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით კვლავ გამკაცრდა. 1 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში ჯამში covid-19-ის 139,343 შემთხვევა დაფიქსირდა და პანდემიამ 1,300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილია მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ანტიკრიზისული ბიუჯეტის თანახმად მთავრობის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 19,5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით იმყოფება.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილების მიხედვით, სხვა მრავალ შეზღუდვასთან ერთად ადამიანებს ეკრძალებათ 9 საათის შემდეგ გადაადგილება.

მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა ხელი არ შეუშლია ქვეყანაში საახალწლო სამზადისისათვის. ქვეყნის მასშტაბით ქალაქები კვლავ ემზადებიან ახალი წლისთვის და ბიუჯეტიდან თანხებს საახალწლო განათებებში ხარჯავენ.

მიმდინარე მონაცემებით ტენდერი უკვე გამოცხადდა 4 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში. საახალწლოდ ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობებიც: მცხეთა, ახალციხე, გორი, ტყიბული, ზესტაფონი, ოზურგეთი, გურჯაანი, ბაღდათი.

მიმდინარე მონაცემებით საახალწლო სამზადისისათვის ქვეყნის მასშტაბით 1,614,963 ლარი იხარჯება. ხარჯების სიდიდით გასული წლების მსგავსად თბილისის მერია ლიდერობს, რომელიც 615,640 ლარს ხარჯავს საახალწლო განათებაში. მეორე ადგილზე ბათუმის მერიაა, რომელიც საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოებზე 500,393 ლარს ხარჯავს. ხოლო მესამე ადგილს ქუთაისის მერია იკავებს, რომელმაც 232,687 ლარის ღირებულების 4 ტენდერი გამოაცხადა.

მათ შორის 15,865 ლარის დახარჯვას სადღესასწაულო ფეიერვერკებში აპირებს, ხოლო თანხის დანარჩენ ნაწილს განათებების შესაძენად და დასამონტაჟებლად დახარჯავს. შედარებით მოკრძალებულად ემზადება რუსთავის მერია, რომელმაც მხოლოდ 21,517 ლარის საახალწლო განათება შეიძინა.

ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ თანხების მიზნობრივი და რაციონალური ხარჯვა, რადგან მცირე ბიუჯეტით უწევთ მათ წინაშე არსებულ გამოწვევეთან ბრძოლა. თუმცა, მიუხედავად ამისა რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობა საახალწლოდ უფრო მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე თვითმმართველი ქალაქი რუსთავი.

მაგალითად, გორის მერიამ 100,000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა საახალწლო მორთულობებისა და განათების შესასყიდად. მცხეთის მერიამ უკვე გააფორმა 85,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რათა საახალწლოდ უზრუნველყოს “ქუჩების და პარკების მორთვა-მოკაზმვა, მონტაჟი-დემონტაჟი”. 24,814 ლარს ხარჯავს ზესტაფონის მერია ნაძვის ხის სათამაშოებსა და განათებაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ წინა წლების გამოცდილების მიხედვით სახალწლო შესყიდვების უმეტესობა ძირითადათ დეკემბრის თვეში ხორციელდება და უმეტესად გადაუდებელი აუცილებლობით. შესაბამისად, მოსალოდნელია რომ დედაქალაქსა და რეგიონებში კიდევ გამოცხადდება ტენდერი საახალწლო განათებებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით.

ზემოთ აღნიშნულ 11 რეგიონსა და დედაქალაქში, სადაც საახალწლო მზადება უკვე დაიწყო, საერთო ჯამში ოქტომბრის თვის მონაცემებით 79,892 სოციალურად დაუცველია რეგისტრირებული, მათ შორის 17,313 ბავშვია. სოციალურად დაუცველთა ყოველთვიური დახმარება 60 ლარია. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, საახალწლო სამზადისში დახარჯული თანხით შესაძლებელი იქნებოდა 17,313 სოციალურად დაუცველი ბავშვისათვის დამატებით 90 ლარის გადაცემა.

საინტერესოა, რომ 2019 წელს თბილისის მერიამ 3,650,924 ლარი დახარჯა საშობაო ნაძვის ხის შეძენაში და თბილისის ქუჩების მორთვისთვის, რაც სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისათვის რომ წელსაც იგივე საახალწლო განათებებით მორთულიყო თბილისის ქუჩები. შესაბამისად, ქვეყანაში არსებული მწვავე ეკონომიკური და ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე ნაკლებად იყო საჭიროება, რომ დამატებით 615,640 ლარის დახარჯული ქუჩების საახალწლო გირლიანდებსა და მილიონ ლარად ღირებული ნაძვის ხის გადაკეთებაში.

წყაროები:

შეზღუდვები: https://bit.ly/3qFPxeD

covid-19 სტატისტიკა: https://bit.ly/3oDtfZo

ანტიკრიზისული ბიუჯეტი: https://bit.ly/3gvctsc

ცხოვრების დონე: https://bit.ly/36YtHeA

საახალწლო განათებების სახ. შესყიდვების ცხრილი:https://www.scribd.com/

სოციალურად დაუცველთა სტატისტიკა რეგიონებში: https://www.scribd.com/document/

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2020-12/130712463_2838026243139474_8153841512048678719_o.jpgდეკემბერი 2020 2020 Author სალომე კვირიკაშვილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   10 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 10 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(7)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(2)