ფორუმელი Moor Posted 21 დეკემბერი, 2020 Posted 21 დეკემბერი, 2020 ვანი, ზესტაფონი, სამტრედია და ტყიბული. კომენდატის საათის დროს განათებები 100,000 დაჯდა admin Mon, 12/21/2020 - 15:05 ხალხისგან დაცლილ ქუჩებში საახალწლო განათებებისა და აქსესუარების დასაფინანსებლად იმერეთის ოთხმა მუნიციპალიტეტმა 100 ათასამდე ლარი გამოყო: სამტრედიამ – 35,825, ზესტაფონმა – 24,814, ტყიბულმა -18,000, ხოლო ვანმა - 15,000. სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტში საახალწლო განათებების ტენდერები როგორც იცით, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე უკრძალავს მოქალაქეებს გადაადგილებას, როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით. ასევე იკრძალება საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისი მხოლოდ ახალი წლისა და შობის ღამეები იქნება. ხალხისგან დაცლილი ქუჩების გასანათებლად კი, იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში თითქმის 100,000 ლარი დაიხარჯება. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 25 ნოემბერს გამოაცხადა ტენდერი NAT200017877, რომელიც გულისხმობს საახალწლო განათებებისათვის სხვადასხვა სახის მასალებისა და მოწყობილობების შეძენას. სავარაუდო ღირებულება 35,825 ლარს შეადგენს. გამარჯვებული კონკურენტის გარეშე გახდა კომპანია „დანდი“, რომელიც 35,825 ლარით მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ყოველი მეათე ადამიანი სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველია. რაც შეეხება კომპანიას, შპს „დანდი“ (ს/კ 401951991) 2010 წელს დარეგისტრირდა, ტენდერებში მონაწილეობა კი 2011 წლიდან დაიწყო. სულ კომპანიას 94 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული აქედან 61-ში კი გამარჯვა. 44 ტენდერი კომპანიამ კონკურენტების გარეშე მოიგო, 7 კი კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე. პირველი ტენდერი ახალმა დაფუძნებულმა კომპანიამ გამოცდილებისა და კონკურენტის გარეშე მოიგო. გამარჯვებული 61-დან 53 ტენდერის კატეგორია გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურებია (31500000). აქედან 47 ტენდერი კი საახალწლო განათებებზეა, რომელთა ძირითადი ნაწილი უკონკურენტო გარემოში ჩატარდა. კომპანიას სულ 1,964,036 ლარის ხელშეკრულება გაუფორმდა. ვანის მუნიციპალიტეტმა საახალწლო განათებებისთვის სხვადასხვა სახის მასალებისა და მოწყობილობების შესყიდვის ტენდერი NAT200018553 2020 წლის 3 დეკემბერს გამოაცხადა, სავარაუდო თანხით 15,000 ლარის ოდენობით. ტენდერი უკონკურენტო გარემოში მოიგო ზემო ხსენებულმა კომპანია „დანდიმ“ 15,000 ლარად. ვანის მერიასა და „დანდის“ შორის საახალწლო განათებების შესყიდვის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, ვანის მუნიციპალიტეტში კი ყოველი მეხუთე ადამიანი სოციალურად დაუცველია. ზესტაფონის მერიამ ტენდერი NAT200016768 2020 წლის 2 ნოემბერს გამოაცხადა. ტენდერი გულისხმობს საშობაო ნაძვის ხის გასანათებელი მოწყობილობებისა და შესაბამისი დამხმარე აქსესუარების შეძენას. ტენდერის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 24,814 ლარს. მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანია „მეგა პანორამამ“ მიიღო. იგი ტენდერზე ზუსტად 24,814 ლარით შევიდა და ხელშეკრულება უკონკურენტო პირობებში გაუფორმეს. მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიას სრული თანხა უკვე ჩაურიცხა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ყოველი მერვე ადამიანი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველია. „მეგა პანორამა“ 2009 წელს დარეგისტრირდა თუმცა ტენდერებში 2014 წლამდე არ იღებდა მონაწილეობას. კომპანიის ანგარიშზე სულ 2 მოგებული ტენდერია 10-დან. ერთი ტენდერი ზემოხსენებულია რომელიც კონკურენტის გარეშე მოიგო, ხოლო მეორე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ტენდერია, სადაც კომპანიის გამარჯვება კონკურენტის დისკვალიფიკაციის გამო მოხდა. შპს „დანდიმ“ მოიგო, რომელსაც სახელმწიფომ თითქმის 2 მილიონი ლარის ხელშეკრულება გაუფორმა 61 ტენდერის მეშვეობით, რომლიდანაც 44 უკონკურენტო, ხოლო 7 კონკურენტის დისკვალიფიკაციის პირობებში ჩატარდა. ტყიბულის მუნიციპალიტეტმა ტენდერი NAT200017881 2020 წლის 25 ნოემბერს გამოაცხადა, სავარაუდო ფასი 18,000 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ტენდერი საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შესყიდვას გულისხმობს და მასში კონკურენტის გარეშე გაიმარჯვა შპს „ქოლორფულ სფირითს“. თავდაპირველად კომპანიამ მერიას 17,700 ლარი შესთავაზა, თუმცა თანხის ცვლილება 1 წუთში განახორციელა და ტენდერი 15,000 ლარით მოიგო. ტყიბულის მერიასა და შპს „ქოლორფულ სფირითს“ შორის ხელშეკრულების მომზადების პროცესშია. აქვე გეტყვით, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში ყოველი მეათე ადამიანი სოციალურად დაუცველია. შპს „ქოლორფულ სფირითს“ 2017 წელს დარეგისტრირდა და ამავე წლიდან იღებს ტენდერებში მონაწილეობას. 27-დან 17 ტენდერში კი კომპანიამ გაიმარჯვა და 713,387 ლარის ხელშეკრულება მიიღო. წყაროები: 1. https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge# 2. http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=440 3. http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=439 4. http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=438 5. http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=446 6. https://www.my.gov.ge/ka-ge/services/6/service/179 ვანში ყოველი მეხუთე, ზესტაფონში ყოველი მერვე, სამტრედიასა და ტყიბულში ყოველი მეათე ადამიანი სოციალურად დაუცველი Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2020-12/132023559_2846951942246904_3059489491783665005_o.jpgდეკემბერი 2020იმერეთი 2020 Author ელენე აბდუშელიშვილი Share on other sites More sharing options...
Guest Georgia Posted 30 დეკემბერი, 2020 Posted 30 დეკემბერი, 2020 On 12/21/2020 at 3:05 PM, Moor said: ხალხისგან დაცლილ ქუჩებში საახალწლო განათებებისა და აქსესუარების დასაფინანსებლად იმერეთის ოთხმა მუნიციპალიტეტმა 100 ათასამდე ლარი გამოყო: სამტრედიამ – 35,825, ზესტაფონმა – 24,814, ტყიბულმა -18,000, ხოლო ვანმა - 15,000. On 12/21/2020 at 3:05 PM, Moor said: ვანში ყოველი მეხუთე, ზესტაფონში ყოველი მერვე, სამტრედიასა და ტყიბულში ყოველი მეათე ადამიანი სოციალურად დაუცველი ბანძები Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა