Jump to content
×
×
  • Create New...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტი არის 4 მილიონი. აქედან ცხოველებზე მხოლოდ 250,000 იხარჯება


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტი არის 4 მილიონი. აქედან ცხოველებზე მხოლოდ 250,000 იხარჯება admin Fri, 12/25/2020 - 19:40

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ბიუჯეტის თითქმის 70%-ს ხელფასებში ხარჯავს, 20% ადმინისტრაციულ და ბიუროკრატულ ხარჯებს უჭირავს, ცხოველების მოვლა-შენახვაზე კი ხშირად 10%-ზე ნაკლები მოდის.

2017 წელს დანამატის სახით გაცემული 82,440 ლარი 135 ადამიანიდან მხოლოდ სამმა გაინაწილა, ამის შემდეგ სააგენტომ დანამატებზე “უარი” თქვა, სამაგიეროდ დირექტორის ხელფასი თითქმის გაორმაგდა და თვეში დაახლოებით 5,600 ლარს შეადგენდა, მოადგილეების კი 4,500 ლარს.

ყოველწლიურად ცხოველთა მონიტორინგის წლიური დაფინანსების დაახლოებით 70% ხელფასებში, პრემიებსა და დანამატებში იხარჯება, ცხოველთა მოვლა-შენახვის ხარჯები კი ბიუროკრატიულ და ადმინისტრაციულ ხარჯებთან შედარებით მიზერულია.

ფლანგვის დეტექტორმა სააგენტოდან 2017, 2018, 2019 და 2020 წლებში განსაზღვრული ბიუჯეტებისა და დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, რის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი თანხა ხელფასებში იხარჯება, გაცემული დანამატებიდან და პრემიებიდან კი უმეტესობა დირექტორსა და მის მოადგილეებზე ნაწილდება.

2017 წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტი 3,158,300 ლარს შეადგენდა, აქედან ხელფასებზე გაცემული თანხა 2,203,957 ლარი იყო, პრემიებზე 134,610 ლარი გაიცა, ხოლო დანამატებმა 82,440 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სააგენტოს დირექტორის პოსტს თემურ ფხალაძე იკავებდა, რომელმაც ხელფასის სახით 35,400 ლარი მიიღო (თვეში საშუალოდ 2,950 ლარი), ასევე ზუსტად ამდენი თანხა აიღო მან დანამატის სახითაც. მისმა ორმა მოადგილემ - ალექსანდრე კოდუამ და ლერი ქვარაიამ კი 33,600 - 33,600 ლარის ხელფასები აიღეს (თვეში საშუალოდ 2,800 ლარი), დანამატებმა კი 23,520 - 23,520 ლარი შეადგინა. აღმოჩნდა, რომ 2017 წელს დანამატი მხოლოდ სამმა ადამიანმა აიღო, დანარჩენ 133-ს კი არ აუღია.

2018 წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ცვლილება მოხდა - 5 მარტამდე თანამდებობაზე თემურ ფხალაძე რჩებოდა, რომელმაც ორი თვის განმავლობაში ხელფასის სახით 11,200 ლარი მიიღო (თვეში 5,600 ლარი). ამის შემდეგ, თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამდებობაზე ვახტანგ ლომჯარია წარადგინა, რომელიც მუშაობას მარტის თვიდან შეუდგა და წლის ბოლომდე მისმა ხელფასმა 55,733 ლარი შეადგინა (თვეში საშუალოდ 5,573 ლარი), პრემიამ კი 5,600 ლარი.

ამავე წელს სააგენტოს ბიუჯეტი 3,325,300 ლარი იყო, ხელფასებში კი კვლავ თანხის უმეტესობა - 2,139,497 ლარი დაიხარჯა.

2019 წელს გაიზარდა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფინანსებაც და თანამდებობრივ სარგოებში გაცემული თანხაც, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების რაოდენობა 2018 წლის რაოდენობის იდენტურს - 125 ადამიანს შეადგენდა.

2019 წლის ბიუჯეტმა 3,411,500 ლარი შეადგინა, ხოლო ხელფასებში დახარჯულმ თანხამ 2,146,126 ლარი. დირექტომა ვახტანგ ლომჯარიამ ხელფასის სახით 67,200 ლარი მიიღო (თვეში საშუალოდ 5,600 ლარი), რაც 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის გაორმაგებული მონაცემია. მისმა ორმა მოადგილემ - ლევან მამალაძემ და ნიკოლოზ ქობულაძემ კი 54,000 - 54,000 ლარი მიიღეს (თვეში საშუალოდ 4,500 ლარი).

2020 წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფინანსება 4 მილიონს აჭარბებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომატებული ბიუჯეტი ცხოველთა მოვლა-შენახავში იხარჯება. 1 იანვირდან 30 სექტემბრამდე პერიოდში, ე.ი. 9 თვის განმავლობაში უკვე გაცემულია 1,603,399 ლარის ოდენობის ხელფასები, აქედან ვახტანგ ლომჯარიას 42,280 ლარი აქვს მიღებული, ხოლო მის ორივე მოადგილეს 40,500 - 40,500 ლარი.

მონაცემთა ანალიზის შედეგად აშკარაა, რომ თბილისის მერიის სსიპ-ი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ბიუჯეტის თითქმის 70%-ს ხელფასებში, დანამატებსა და პრემიებში ხარჯავს, დანარჩენი ხარჯები ადმინისტრაციულ თუ ბიუროკრატიულ საქმეებში, როგორებიც არის - ღონისძიებების ჩატარება, სარეკლამო ხარჯები, ოფისისის ხარჯები, წარმომადგენლობითი და კვებითი ხარჯები და სხვა. ცხოველთა მოვლა-შენახვისთვის კი მიზერული თანხები რჩება, რაც ხშირად მთლიანი ბიუჯეტის 10%-საც კი არ აღწევს.

მაგალითისთვის, 2015 წელს სააგენტომ ხელფასებში თითქმის 2 მილიონი ლარი დახარჯა, ცხოველთა მოვლა-შენახვაში კი 205 731 ლარი, 2016 წელს ხელფასებში 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო ცხოველთა მოვლა-შენახვას მხოლოდ 220,000 გამოეყო, იგივე განმეორდა 2017 წელსაც - ხელფასებში 2 მილიონ ლარზე მეტი, ცხოველთა მოვლა-შენახვაში კი 232 762 ლარი.

წყარო: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან გამოთხოვილი წერილი.

2020 წლის ბიუჯეტი - https://www.scribd.com/.../%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90...

2019 წლის ბიუჯეტი - https://www.scribd.com/.../%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90...

2018 წლის ბიუჯეტი - https://www.scribd.com/.../%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90...

2017 წლის ბიუჯეტი - https://www.scribd.com/.../%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90...

2015, 2016, 2017 წლებში რამდენი იხარჯებოდა ცხოველებზე - https://ibb.co/wKYtXTj

დირექტორების და მათი მოადგილეების ხელფასები - https://www.scribd.com/.../%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90...

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2020-12/132938691_2850119158596849_4187302777958218098_o.jpgდეკემბერი 2020 2020 Author ანა აბაშიძე

 

 
Share on other sites

On 12/25/2020 at 7:40 PM, Moor said:

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ბიუჯეტის თითქმის 70%-ს ხელფასებში ხარჯავს, 20% ადმინისტრაციულ და ბიუროკრატულ ხარჯებს უჭირავს, ცხოველების მოვლა-შენახვაზე კი ხშირად 10%-ზე ნაკლები მოდის.

:lol:

შემიყვარნენ ფლანგვის დეტექტორის სასტავი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   268 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 268 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(5)