Jump to content
×
×
  • Create New...

მმართველი პარტიის შემწირველმა კომპანიამ 100 მილიონის ხელშეკრულებები გააფორმა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
მმართველი პარტიის შემწირველმა კომპანიამ 100 მილიონის ხელშეკრულებები გააფორმა admin Mon, 12/28/2020 - 23:23

ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პარალელურად, შპს გზა ძვირადღირებულ ტენდერებში იმარჯვებს.

მხოლოდ 2020 წლის ელექტრონული ტენდერებით კომპანიამ 35 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

მოგებული 100 მილიონი ლარიდან თითქმის ნახევარი კომპანიამ უკონკურენტო გარემოში ჩატარებული ტენდერებით მიიღო.

შპს “გზის” დირექტორსა და მის პარტნიორს ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილისთვის ჯამში 240,000 ლარი აქვთ შეწირული.

შპს გზა 2011 წლიდან აქტიურად იღებს მონაწილებას ელექტრონულ ტენდერებში, 2011-2020 წლებში კომპანიამ 167 ტენდერში მიიღო მონაწილეობა. 167-დან კომპანიამ 72 ტენდერში გაიმარჯვა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 100 მლნ ლარს გადააჭარბა (100,598,963). ასევე მნიშვნელოვანია, რომ 72-დან 28 შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია და ამ გზით გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 46,170,716 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, 2012-2019 წლებში ასეთი სულ 28 შემთხვევა ფიქსირდება. ამ გზით დადებული ხელშეკრულებების ღირებულება თითქმის 10 მლნ ლარია (9,588,747).

2020 წელს შპს გზამ 22 ელ. ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 6 შემთხვევაში გამარჯვებული თვითონ გახდა, 3 ელექტრონულ ტენდერში ჯერ გამარჯვებული არ გამოვლენილა და ახლა შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ძვირადღირებული ხელშეკრულება კომპანიასთან მაშინ გაფორმდა, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.

მაგალითად, 2020 წლის მარტში, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შპს გზასა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს შორის 2,466,323 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიას უნდა უზრუნველეყო სოფელ ჯორჯიაშვილისა და ბოგვის წყალმომარაგების სამუშოების შესრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 63% ანუ 1,564,989 ლარი კომპანიამ უკვე მიიღო, აქედან თითქმის 1 მლნ ლარი (986,528 ლარი) კომპანიამ ავანსის სახით აიღო.

2020 წელს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ყველაზე ძვირადღირებული შპს გზასა და შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებაა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს გზამ უნდა უზრუნველყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. შპს გზა ამ სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ 27,000,000 ლარს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. გარდა ამისა, დღევანდელი მონაცემების თანახმად, მას ხელშეკრულების თანხის 10%-2,580,000 ლარი უკვე აღებული აქვს ავანსის სახით.

შპს გზა 2005 წელს დაარსებული კომპანიაა. 2010 წელს კომპანიაში რეორგანიზაცია განხორციელდა, კერძოდ, 2010 წელს რეორგანიზაციამდე არსებული ორი სუბიეტქი- შპს ავტომობილისტი 97 და შპს სტარი შეერწყა, შეუერთდა შპს გზას, ამის შემდეგ ორივე კომპანიამ შეწყვიტდა დამოუკიდებლად არსებობა და მათი უფლებამონაცვლე გახდა შპს გზა, ორივე მათგანი შპს გზის შვილობილი კომპანია გახდა. როგორც წესდებაში შესული ცვლილებების დოკუმენტაციიდან ვიგებთ, აღნიშნული რეორგანიზაცია დაკავშირებული იყო ეფექტურ სამეწარმეო საქმიანობასთან.

საჯარო რეესტრის ამონაწერებიდან ირკვევა, რომ კომპანიის დაარსების დღიდან 2020 წლის ნოემბერის ჩათვლით (ბოლო ამონაწერი) კომპანიის დირექტორი და მისი პარტნიორი ერთი და იგივე პირი არიან, კერძოდ, ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიაში დირექტორის თანამდებობას მალხაზ დუმბაძე იკავებს, ხოლო მისი ბიზნესპარტნიორი და კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა.

გარდა იმისა, რომ კომპანია საკმაოდ ძვირადღირებულ ტენდერებში იღებს მონაწილეობას და იმარჯვებს, ხშირად კი საერთოდ კონკურენტის გარეშე იღებს მილიონობით ლარს, აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი მმართველი პარტიისა და სალომე ზურაბიშილის შემომწირველები არიან.

მაგალითად, კომპანიის დირექტომა, მალხაზ დუმბაძემ 2016-2018 წლებში ქართულ ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 60,000 ლარი შეწირა, კერძოდ:

2016 წელს ქართულ ოცნებას-10,000 ლარი;

2017 წელს ქართულ ოცნებას-25,000 ლარი;

2018 წელს სალომე ზურაბიშვილს-25,000 ლარი.

რაც შეეხება კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელს, გიორგი ჭყონიას, მას დროის იგივე მონაკვეთში სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნებისთვის 180,000 ლარი აქვს შეწირული:

2016 წელს ქართულ ოცნებას-60,000 ლარი;

2017 წელს ქართულ ოცნებას-60,000 ლარი;

2018 წელს სალომე ზურაბიშვილს- 60,000 ლარი.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მალხაზ დუმბაძე და გიორგი ჭყონია შემოწირულობას ზუსტად ერთი და იგივე დღეს ახორციელებდნენ.

წყაროები:

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...[8psY8DxeQjB1oXoe8= -საჯარო რეესტრის 2010 წლის ამონაწერი

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFISZqf[msd5KOeTa]eoo4d7eL]V5LvMRiCO933GTm9C5 -2020 წლის ამონაწერი

NAT200000238- შპს გზა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

NAT200008423- შპს გზა და შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2020-12/133870797_2852319145043517_135141766316794591_o.jpgდეკემბერი 2021 2021 Author ლიზა ქორიძე

 

 
Share on other sites

On 12/28/2020 at 11:23 PM, Moor said:

მოგებული 100 მილიონი ლარიდან თითქმის ნახევარი კომპანიამ უკონკურენტო გარემოში ჩატარებული ტენდერებით მიიღო.

შპს “გზის” დირექტორსა და მის პარტნიორს ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილისთვის ჯამში 240,000 ლარი აქვთ შეწირული.

 

ეკუთვნოდა :up: :lol: :down:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share