ფორუმელი Moor Posted 30 დეკემბერი, 2020 Posted 30 დეკემბერი, 2020 იტალიაში კოვიდ-19-ზე აცრა ნებაყოფლობითი იქნება. ამის შესახებ, ოთხშაბათს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა. მან ასევე თქვა, რომ ის დარწმუნებულია, იტალიელებს შორის ძალიან ბევრი მოხალისე იქნება ვაქცინის მისაღებად. "ჩვენ არ განვიხილავთ [რომ ეს სავალდებულო იყოს]", უთხრა კონტემ ჟურნალისტებს. ვაქცინის გარდა, პრემიერმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ იტალია ეცდება, რაც შეიძლება მალე მიიღოს ევროკავშირისგან 209-მილიარდიანი დახმარება. ასეთი ტიპის დახმარებას ევროკავშირისგან ის ქვეყნები მიიღებენ, ვინც კორონავირუსის გამო, ეკონომიკურად, ყველაზე მეტად დაზარალდა. მმართველ კოალიციის ხედვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ეს თანხა, არ ეთანხმებიან ყოფილი პრემიერი მატეო რენცი და მისი მომხრეები. ყოფილი პრემიერი ხშირად იმუქრება მთავრობის დამხობით. კონტე ამბობს, რომ მთავრობა კიდევ ერთხელ განიხილავს იმას, თუ როგორ უნდა გაიხარჯოს ევროკავშირისგან დაპირებული დახმარება და საბოლოო ვარიანტს თებერვალში წარადგენს. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა