Jump to content
×
×
  • Create New...

ბაიდენი კოვიდ-19-თან უფრო აგრესიულად ბრძოლის პირობას დებს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-9a4f044583e88fc40adfab0c3d766f64.jpeg

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ ის კოვიდ-19-თან ბრძოლაში გაცილებით უფრო აგრესიული იქნება. ჯო ბაიდენი ამერიკელებს პირდება, რომ სხვა ზომებთან ერთად, ის გაზრდის ვაქცინაციის ტემპებსაც. სპეციალისტები პანდემიასთან ბრძოლაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარ დამსახურებად, კოვიდ-19-ის ვაქცინის განვითარებაში ინვესტიციებს და ვაქცინების შექმნის დაჩქარებას მიიჩნევენ. თუმცა, ბაიდენი  ტრამპის ადმინისტრაციას ვაქცინაციის პირველ ეტაპზე "დიდი ჩამორჩენისთვის" აკრიტიკებს. არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ პოსტის დაკავებიდან პირველ 100 დღეში, 100 მილიონი ამერიკელის აცრა მოხდება. პანდემიამ ამერიკაში 339 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა. ამ კვირაში სიტუაცია ინფიცირების მხრივ, ბოლო რამდენიმე თვის ზრდის ფონზე, ოდნავ გაუმჯობესდა. ახლა დღეში ინფიცირება საშუალოდ 180 000 ახალი ინფიცირებულით იზრდება. ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ შობა-ახალი წლის სეზონზე ამერიკელთა რეკორდული მასშტაბით მგზავრობის გამო, ინფიცირების მაჩვენებლები რამდენიმე კვირაში ისევ გაიზრდება.  ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ დეკემბრის დასასრულამდე ქვეყანაში 20 მილიონ ამერიკელს აცრიდნენ. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, დღეისთვის, ვაქცინის პირველი დოზით, ამერიკაში მხოლოდ 2.1 მილიონი ადამიანია აცრილი.  "შტატებისთვის საგანგებო წესით, ვაქცინის დაახლოებით 20 მილიონი პირველი დოზაა მიწოდებული" - განაცხადა სამშაბათს, დღის ბოლოს, კეილი მაკენანმა, თეთრი სახლის პრესმდივანმა. მისი თქმით, "ვიდრე პარტიული კრიტიკოსები ცარიელი რიტორიკის გარდა, ამერიკელების შესაშინებლად სხვას არაფერს აკეთებენ, პრეზიდენტი ტრამპი რეალურ შედეგებს დებს".  ბაიდენი ქვეყნის ძველ რელსებზე დაბრუნების საქმეში, ვაქცინაციაზე დიდ იმედებს ამყარებს. მაგრამ ის იმასაც უსვამს ხაზს, რომ ეს უცებ არ მოხდება. "მომდევნო რამდენიმე კვირა და თვე ძალიან რთული იქნება - ძალიან რთული ჩვენი ქვეყნისთვის, შესაძლოა - ყველაზე რთულიც მთელი ამ პანედმიის განმავლობაში", თქვა სამშაბათს არჩეულმა პრეზიდენტმა. ამერიკის მომავალი პრეზიდენტი შეფასებებში ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს ეყრდნობა. სამშაბათს ექიმმა ენტონი ფაუჩიმაც თქვა, რომ ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა "ბევრი გაგებით უკონტროლო გახდა". ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" ინტერვიუში ივარაუდა, რომ იანვრის მონაცემები დეკემბრისას გადააჭარბებს. "უნდა ვიფიქროთ, რომ უარესობა იქნება, რადგან მილიონობით ამერიკელმა იმოგზაურა შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე ნათესავებთან და მეგობრებთან შესახვედრად, რაც დიდი ალბათობით, ვირუსით ინფიცირების ზრდას მოასწავებს".  სამშაბათს, ბაიდენის ადმინისტრაციის წამყვანი ფიგურა, არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც აიცრა კოვიდ-19-ზე. ვაქცინაციაში მონაწილეობა მისმა მეუღლემ, დაგ ემჰოფმაც მიიღო. გასულ კვირაში ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს ჯო ბაიდენმა და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ არ აცრილა. თუმცა, მისი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის კოვიდ-19-ის ვაქცინას  მოგვიანებით გაიკეთებს. აცრის შეყოვნების მიზეზად სახელდება მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა, რომელიც პრეზიდენტს ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ჩაუტარდა.   

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share