Jump to content
×
×
  • Create New...

ბოლოს ვნახე


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
21 minutes წინ, Sylar said:

@Chigurh ეხლა მომეჩვენა თუ ფილმი "WITCH" მოიხსენიე როგორც დონე ფილმი?

კი დონე ფილმია, ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესო

Share on other sites

  • ფორუმელი

  ეგერსი ფერებს იყენებს ბევრი რამის სათქმელად.

  ფერებს ბევრი რეჟისორი იყენებს, ზოგი ესთეტიკისთვის, ზოგიც სიმბოლიზმისთვის, მაგალითად ვილნევი, მაგრამ ეგერსი მკაცრად სიმბოლური მნიშვნელობით იყენებს.

 ეგერსის ფილმებით კაიფის მთავარი გასაღები ატმოსფეროა, რა პრიხოდიც მოაქვს.

ვითჩ იწყება თუ არა, ეგრევე ნაცრისფერი, მკვდარი გარემო ჩანს, პირველი ასოციაცია თავში რაც მოგდოს არის-სიკვდილი.

ლაითჰაუსსში საერთოდ ამოღებული აქვს ფერები და შავ-თეთრია, სიმბოლურად ჯოჯოხეთს, განსაწმენდელს განასახიერებს.

ტყესთან სახლდება განდევნილი ოჯახი, ტრადიციულად ფსიქოანალიზში ტყე შეუცნობელს განასახიერებს, ძიების, დაკარგვის, ფსიქიკის შრეებში ჩასვლის ადგილია, რაც სიზმრებში ხშირად იჩენს ხოლმე თავს.

  და მართლაც თითქოს ზმანებისეულ მდგომარეობაში ვარდებიან ვითჩ-ის  გმირები და გმირებთან ერთად მაგ თესლ, ცივ და დეპრესიულ ატმოსფეროს თუ დაუმუღამე შენც თითქოს სიზმარს უყურებო.

 ბოროტების რამდენიმე სიმბოლო აქვს გამოყენებული, აქედან ყველაზე ცნობილია თხა, სახელად შავი ფილიპი.

კურდღელი, რომელიც პირდაპირ დემონის სამყოფელისკენ მიუძღვება, ალისა საოცრებაღაშის რეფრენსია.

დემონს რომ წითელი, კეისრის მოსასხამი აცვია, ესეც ბიბლიური ალუზიაა (წითელი მოსასხამით გარბის ნორთმენში ამლეთი ასევე)

მოკლედ ტიპი იმენა დამოკიდებულია სიმბოლებზე და სირთულეებზე, ჯამფსქარ ჰორორი თუ გევასება ამით ვერ იკაიფებ.

ოჯახი ნადგურდება ერთი შეხედვით ბოროტის მიერ, მაგრამ რეალურად საკუთარ თავებს ინადგურებენ ეჭვით, უნდობლობით. მოკლედ ცოდვით.

ცოდვის სიმბოლოა ის ვაშლი, ეგზორციზმისას პატარა ბავში რომ ამოახველებს.

მოკლედ ესაა ფილმი სადაც ბოროტება იმარჯვებს უპირობოდ და სრულად შთქანთქავს ყველას, ერთმანეთის ხელით.

შემთხვევითი არაა, რომ ბოლოს ერთმანეთს აღიქვამენ მთავარ მტრებად და ისე აჯერებენ ტეილორ-ჯოის, რომ ალქაჯია, ბოლოს მართლა დაიჯერა.

საკუთარმა ოჯახმა დაღუპა და არა დემონმა, ვერ გაუძლეს რწმენის კრიზისებს. 

შემთხვევითი არაა, რომ მარტო ბავშვებს ესმით თხა რომ ლაპარაკობს, ასევე ბავშვოს მსხერპლშეწირვით იწყება ფილმი. საკონტაქტოდ ბავშვებს იყენებს ბოროტება, ან მეორე ნაირი ინტერპრეტაცია შეგიძლია მისცე, საკუთარი გონება ეთამაშებათ და სანამ ილუზია არ დაიჯერეს და ჭკუიდან არ შეიშალნენ.

უთესლესი კადრებია, მარტო შავი ფილიპის გარდაქმნა რად ღირს ან ბოლო, ცეცხლის ცეკვა.

ცეცხლი მაგრად ევასება ისე ეგერსს, უეჭველი  ზაჟიგალკით დარბის ხოლმე სახლში :lol:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Chigurh საერთოდ არ ვგიჟდები ჰორორის ჟანრზე, მითუმეტეს ჯამსქერ ჰორორებზე. მესმის და მჯერა, რომ ბევრი რაღაც იყო ჩადებული დეტალებში, უბრალოდ იმდენად ნუდნი საყურებელია, რომ ვერანაირი ინტერესი ვერ გამიღვივა რაღაც სიღრმეების ძებნის და პირადად ჩემთვის, საშინელი საყურებელი იყო.

 

 

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი

36806A7F-B306-4731-A0BE-DA90885115A4.thumb.jpeg.126daaade73f1c3574b56bd20aaeca66.jpeg

 

დიდი ღირებული ვერაფერი, მაგრამ რეინოლდსი ძაან მევასება და დუეინ კბილის ფერიაც, მსუბიქი და სახალისო სანახავი იყო

გადოტიც, თავისთავად, საცქერად სასიამოვნოა

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

@ფორთოხალი მაგარი ხე ქალია, ყველა როლში ერთანაირია, სანამ სერიოზულ როლებს არ დადებს ჩემგან პატივისცემას ვერ ეღირსება, სანამ ბრედ პიტმა ბაბილონში როლი არ დადო ვაუვ დონის მანამდე ქერა ფისოდ აღვიქვამდი! :moderi:

მკვლელობა ნილოსზე ვნახე ბოლოს და რავიცი ოკ ლამაზი ქალია მაგრამ სტერილური იყო იქაც კი...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan მაგიტომ დავწერე, რომ საცქერად სასიამოვნოა, ლამაზია რა, და ეგაა, ვსო

 

ნილოსი კაია? წიგნი მაქვს წაკითხული, და ძაან გააფუჭეს ფილმით? თუ არაუშავს?

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

  • ფორუმელი

@ფორთოხალი იმ ასაკში რომელშიც წავიკითხე ბევრად მაგარი იყო ჩემ წარმოსახვაში, რაღაც მომენტში რაღაცები მეზედმეტად, გაწელილი იყო, აგატასთან ხო იცი როგორაა ყველაფერიზ ამერიკული მონტაჟით, წკაპ წკუპ წკაპ ფიქრი და საკითხის გაშლაც კი ეგეთია აქ ძნ დიდ ხანდ მიდიოდნენ კვანძის გახსნამდე. მგონია რომ მაინც ღირს ნახო თუ აგატა გევასება... გადოტის გამო არა. რანაირად ახერხებს ეს გოგო ითამაშოს არავინ მაგრად მიკვირს...

 

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   128 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 127 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • GoogleAssociationService(2)
    • Facebookexternalhit(1)