ფორუმელი Moor Posted 30 დეკემბერი, 2020 Posted 30 დეკემბერი, 2020 მასწავლებლის სახლმა 2020-2021 წლის გარე დაკვირვების პირველი ეტაპი დაასრულა და წარმატებული პედაგოგების სტატუსის ცვლილებაც უკვე განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრის წარმომადგენელი ავრცელებს. „ამ ეტაპზე გარე დაკვირვების პროცესის პირველი ეტაპი დასრულებულია, უკვე დაწერილია ბრძანება წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებაზე იმ მასწავლებლებისთვის რომლებიც ოთხი კრედიტით შეფასდნენ და რომლებსაც ახალი სკოლის მოდელი ეთვლებათ გარე დაკვირვებაში. სტატუსი ელექტრონულ სისტემაში სავარაუდოდ იანვრის თვეში აისახება, ამიტომ არ არის საჭირო წერილების/წარდგინებების გამოგზავნა. ის მასწავლებლები, რომლებსაც აპელაციაზე გაქვთ შემოტანილი განაცხადი პასუხებს მიიღებთ აპელაციის შემოტანიდან 2 თვის ვადაში. იანვრის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად გადმოგეგზავნებათ კომისიის გადაწყვეტილებები. იმ მასწავლებლებს, რომლებმაც მეორე სემესტრში გადაიტანეთ გარე დაკვირვება ახალი პერიოდები აგესახებათ თებერვლის თვიდან“- წერს მასწავლებლის სახლის თანამშრომელი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან გარე დაკვირვება მხოლოდ დისტანციური ფორმატით ხორციელდებოდა. ხოლო იმ მასწავლებლებს, რომლებმაც უარი თქვეს ონლაინ რეჟიმში გარე დაკვირვების გავლაზე, პროცესის გავლის საშუალება 2020-2021 წლის მეორე სემესტრში მიეცემათ. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა