Jump to content
×
×
  • Create New...

ნაქირურგალი


marguerite
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Katutu said:

მსგავს არგუმენტს ვერ ვიღებ ხოლმე, აი შვილს მაინც დიდი ცხვირი ექნებაო, ნუ ექნება და თუ არ აკომპლექსებს დაიტოვებს თუ არა და გაიზრდება და გადაიკეთებს :up:

+1

9 minutes წინ, marguerite said:

ტუჩებგაკეთებული ვარ :jump:

წლებია ვგეგმავ ცხვირის ოპერაციას, სამჯერ გავიტეხე, მაგრამ ამ ჩემი ხიფათიანობით, მაგის გარდა, ხან რა მოვიტეხე და ხან რა :(
ბოლოს ლოყის ძვალი მოვიტეხე :D თან ოპერაციის გაკეთებაზე ფეხს ვითრევდი და ტრავმატოლოგმა რომ შემომხედა, შენ როგორ ხარ, ოპერაციის გარეშე ცუდად შეხორცდებაო, გამაქანა საოპერაციოში. 
ჯერ გადაუდებლებისს გასწორება მომიწია, ახლა ანესთეზიის მეშინია, თორემ ცხვირსაც გავისწორებდი. ბოლოს გამიჭირდა ანესთეზიიდან გამოსვლა :user: მახსოვს აზრზე რომ მოვედი, მედდას ისე გაუხარდა, ცოტა დამაიზმენა...

Share on other sites

  • ფორუმელი

@Darkness

ლოყის ძვალი რანაირად გაიკეთე 

 

 

პ.ს. ანაფილაქსიურ შოკში ჩავვარდი ნარკოზისას :ehh:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, marguerite said:

ლოყის ძვალი რანაირად გაიკეთე 

რავი გატყდა და ოქროს ფირფიტები ჩამიდგეს. კი არ მინდოდა :(  

Quote

პ.ს. ანაფილაქსიურ შოკში ჩავვარდი ნარკოზისას :ehh:

მახსოვს პალატაში რომ გადავყავდი, დერეფანში მკვდარი კაცი ესვენა. ნარკოზს ვერ გაუძლოო... მის ადგილას წარმოვიდგინე თავი და რამის პლასტიკა დავიკიდე. 

Share on other sites

45 minutes წინ, marguerite said:

@Katutu

 

სადაა არგუმენტი, ტუჩებგაკეთებული ვარ :jump:

შენ არ მიგულისხმიხარ :D

ისე დაბერილი ტუჩები არ მომწონს, ყოველთვის ეტყობათ ხოლმე :D

ცხვირის ოპერაციასაც ყოველთვის ეტყობა 99%-ში (საქართველოში ვინც გაიკეთა).

ამასთანავე, ქალები უფრო ვატყობთ ხოლმე, ვიდრე კაცები. ალბათ იმიტომ რომ უფრო განსწავლულები ვართ ამ საკითხში :D

ასევე ქალი რომ ასაკს იტყუება, მხოლოდ ქალი ხვდება რა ასაკისაა დაახლოებით, კაცის გამოცნობილი ასაკი ჯერ არ მინახავს :D

ულტიმეტჩოფერი

Share on other sites

  • ფორუმელი

@Katutu

ეტყობოდეს, რა მოხდა :panto:

 

მე მომწონს და ცხვირი კიდევ სახეს გააჩნია, დიდ სახეზე პაწაწუნა და აპრეხილი ცხვირი არაესთეტიკურია. 

პ.ს. ჩემი ხარვეზგამოსწორებულია, რა ვიცი, ცუდი არაა :ramchirs:

პ.პ.ს. თუ არაფერი გაქვს გასაკეთებელი და გაკმაყოფილებს, რატომაც არ.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი
22 minutes წინ, Katutu said:

ისე დაბერილი ტუჩები არ მომწონს, ყოველთვის ეტყობათ ხოლმე :D

ცხვირის ოპერაციასაც ყოველთვის ეტყობა 99%-ში (საქართველოში ვინც გაიკეთა).

არც მე მომწონს, ყველას თითქოს ერთ თარგზე ჭრიან. 
ეს პლასტიკური ექიმები ხომ რაღაც ნიტო სასტავია, ფულად რომ აღიქვამენ, ერთხელ ვიყავი კონსულტაციაზე, ექიმი არ დამევასა და ისე გამოვიპარე, ვიზიტის ფული არც გადავიხადე.
სუნთქვის პრობლემა მქონდა, ოტორინოლარინგოლოგს ვეუბნები, ცხვირის პლასტიკაც მინდათქო, შემომხედა ერთ პროფილში, მერე მეორეშიც, არ გჭირდებაო მითხრა და გამომიშვა. მევასება ეგეთი ექიმები. მარტო ფულის გაკეთება რომ არ ადარდებთ.

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, marguerite said:

ცხვირი, ტუჩი, თვალი, ყური და ა.შ.

თუ ვინმეს სახე გადაეგლიჯა ავარიაში ან კურდღლის ტუჩით დაიბადა, კი ბატონო. ისე არა.

და ყურს აკი არ აკეთებენო? თუ მოძველებული ინფო მაქვს და მას შემდეგ წინ წავიდა პლასტიკური ქირურგია?

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share