Jump to content
×
×
  • Create New...

ფიგურული სრიალი


Windmühle
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

 

21 საათის წინ, kafka said:

 

 

პროფია, სიამოვნებით ვუყურე. არ ვიძაბები, რომ ვაიდა ახლა წაიქცევა. უბრალოდ ყურებით ვტკბები. 

ისე ესენი პენსიასზე რა ასაკში გადიან?
მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე დავგუგლე და კარგ ვიდზეა,

0_fdArF_aYo2dTqfMf.jpg.cf410f39d363a090908814964d563ee4.jpg  

უფრო ასაკიანი მეგონა...
რა ხდება რატომ გაურბიან გოგოები?

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Darkness said:

ისე ესენი პენსიასზე რა ასაკში გადიან?

ვინ ესენი, ფიგურისტები თუ ტრენერები? პირველების ფიზიოლოგიას გააჩნია, ზოგი 25 წლამდეც სრიალებს, ზოგი 30 და ზოგი 18 წლის ამთავრებს. პუბერტატი აქვთ გოგოებს პრობლემატური, ბევრი ვერ ლახავს. ტრენერები ზოგი 60-70 წლამდეც ასწავლის.

3 საათის წინ, Darkness said:

რა ხდება რატომ გაურბიან გოგოები?

ტრუსოვა სავარაუდოდ იმიტო რო მანდ მესამე ნომერი იყო და პირველობა უნდოდა. თან მგონი არ იყვნენ კმაყოფილები მაგდენ კვადს რო აკეთებდა, არ იყო მზად. ამან კიდე გაიგიჟა თავი, 5 კვადი უნდა შევასრულოო. ალიონა არ ვიცი. მუსიკას მაძლევდნენ ისეთს ვერ ვგრძნობდიო.

ეს ყველაზე დაჩაგრული რუსი, ჩემი ტოპი. ხელები აქ სასწაული. სრიალი რასაც ქვია, ჰაეროვნება, სინაზე, ვერავინ შეედრება.

ეს ცოტა დრაივიანი, ბოლოში ეშლის პონტში მუღამებს ჩითავს

ეს ცოტა სექსები :D

 

Share on other sites

  • ფორუმელი
21 საათის წინ, kafka said:

ვინ ესენი, ფიგურისტები თუ ტრენერები? პირველების ფიზიოლოგიას გააჩნია, ზოგი 25 წლამდეც სრიალებს, ზოგი 30 და ზოგი 18 წლის ამთავრებს. პუბერტატი აქვთ გოგოებს პრობლემატური, ბევრი ვერ ლახავს. ტრენერები ზოგი 60-70 წლამდეც ასწავლის.

ფიგურისტები,თორემ ტრენერები ვის აინტერესებს.
ალბათ, სადღაც 25 წლამდე შენი მაქსიმუმი უნდა აჩვენო.
ოლომპიადას და მსოფლიო ჩემპიონატს რომ მოიგებ, მერე კი გატრუხდება.

Quote

ტრუსოვა სავარაუდოდ იმიტო რო მანდ მესამე ნომერი იყო და პირველობა უნდოდა. თან მგონი არ იყვნენ კმაყოფილები მაგდენ კვადს რო აკეთებდა, არ იყო მზად. ამან კიდე გაიგიჟა თავი, 5 კვადი უნდა შევასრულოო. ალიონა არ ვიცი. მუსიკას მაძლევდნენ ისეთს ვერ ვგრძნობდიო.

ტრენერის პოზიციიდან მივუდექი და ცოტა უმადურობის განცდა დამრჩა: ზრდი, წარმატებას აღწევს და მერე სხვასთან მიდის...
როგორი ცხოვრებისეულია :D 

Quote

 

 

კარგია, მაგრამ ცოტა ხელების ქნევამ დამღალა...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Darkness said:

ფიგურისტები,თორემ ტრენერები ვის აინტერესებს

ტრენერებიც არანაკლებ მნიშნელოვანია, როცა ფეხზე ძლივს დგას, როგორ უნდა ისრიალოს, ან რა უნდა აუხსნას :D

1 საათის წინ, Darkness said:

ალბათ, სადღაც 25 წლამდე შენი მაქსიმუმი უნდა აჩვენო

25-მდე ძაან ცოტა აღწევს, მითუმეტეს ქალებში. კვადებს მაგ ასაკში ვეღარ გააკეთებ და უაზროდ ბევრი არ ისრიალებს, როცა იცის რო ვერაფერს მოიგებს. თუმცა აგერ კაროლინა 32 წლისაა და ჯერ არ გეგმავს წასვლას.

1 საათის წინ, Darkness said:

ტრენერის პოზიციიდან მივუდექი და ცოტა უმადურობის განცდა დამრჩა: ზრდი, წარმატებას აღწევს და მერე სხვასთან მიდის...

ეს იგივეა თქვა იქ უნდა მოკვე სადაც დაიბადეო :D სადაც ფიგურისტისთვის უკეთესია იქ უნდა წავიდეს. თან ეთერის არა აქ მაინცდამაინც კაი მიდგომები. ერთჯერად პროექტებზე მუშაობს. როცა ხედავს რო ვადა გაუვიდა, სხვაზე გადადის. არაა ეგ კაი, თან მაგის დიდი წვლილია იმ მარაზმში რაც დღეს ხდება, როცა სრიალი მეორე პლანზე გადადის და მთავარი აქცენტები ნახტომებზეა. სუ არ ჭირდებოდათ ეგ ქალებს, 3 აქსელიც საკმარისი იყო. აგერ N1 ვინც ყავდა შერბაკოვა, ავად გახდა, ფორმა დაკარგა და ეგრევე ვალიევას გაპიარებაზე გადავიდა. 3 წელია გოგოს ერთი და იგივე სტილის პროგრამებს უდგავენ, ერთი დრაივი არ ყოფილა, სუ ლირიული, ნამეტანი სინაზის განსახიერებად უნდა წარმოაჩინონ. არადა გოგოს ბევრად მეტი შეუძლია. ბოლო პერიოდში მგონი ცეკვა დაავიწყდა საერთოდ, იმდენად ერთი სტილის მუსიკა იყო რო სუ ერთ პონტში სრიალებდა. ეს ერთი ნომერი გალაზე მისცეს, შოუზე. არადა ამისგან ძაან საკაიფო პროგრამის გამოთლა შეიძლებოდა.

1 საათის წინ, Darkness said:

კარგია, მაგრამ ცოტა ხელების ქნევამ დამღალა...

სამივეში? ეუფ. მაგ გოგოს ერთ-ერთი მთავარი პლიუსი ხელებია :D ნუ ცოტა მეტი ნიუანსის ცოდნაა საჭირო, ექშენები ვისაც უნდა, არა აქ, სხვა სტილის ფიგურისტია.

ესენი ნახე? არმაგედონის დადგომამდე დავდე, თუ მოასწარი. ესეთი ფიგურული მოსწონს ხალხს და არა უაზრო სალტოების კეთება.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
17 საათის წინ, kafka said:

ეს იგივეა თქვა იქ უნდა მოკვე სადაც დაიბადეო :D სადაც ფიგურისტისთვის უკეთესია იქ უნდა წავიდეს. თან ეთერის არა აქ მაინცდამაინც კაი მიდგომები. ერთჯერად პროექტებზე მუშაობს. როცა ხედავს რო ვადა გაუვიდა, სხვაზე გადადის. არაა ეგ კაი, თან მაგის დიდი წვლილია იმ მარაზმში რაც დღეს ხდება, როცა სრიალი მეორე პლანზე გადადის და მთავარი აქცენტები ნახტომებზეა. სუ არ ჭირდებოდათ ეგ ქალებს, 3 აქსელიც საკმარისი იყო. აგერ N1 ვინც ყავდა შერბაკოვა, ავად გახდა, ფორმა დაკარგა და ეგრევე ვალიევას გაპიარებაზე გადავიდა. 3 წელია გოგოს ერთი და იგივე სტილის პროგრამებს უდგავენ, ერთი დრაივი არ ყოფილა, სუ ლირიული, ნამეტანი სინაზის განსახიერებად უნდა წარმოაჩინონ. არადა გოგოს ბევრად მეტი შეუძლია. ბოლო პერიოდში მგონი ცეკვა დაავიწყდა საერთოდ, იმდენად ერთი სტილის მუსიკა იყო რო სუ ერთ პონტში სრიალებდა. ეს ერთი ნომერი გალაზე მისცეს, შოუზე. არადა ამისგან ძაან საკაიფო პროგრამის გამოთლა შეიძლებოდა.

არა, ეგ იდეა არ მომწონს. შვილებივით აღვიქვი. თურემ სხვანაირად ყოფილა. როცა ინდივიდუალისტური მიდგომა არ არის და ადვილად განაცვლებენ, იქ გასაგებიცაა რატომ არ გაჩერდები. 
კარის მოჯახუნებითაც წამოვიდოდი :D
 

Quote

 

არ მომეწონა. კონსერვატორი ვარ? :esraaris:

18 საათის წინ, kafka said:

სამივეში? ეუფ. მაგ გოგოს ერთ-ერთი მთავარი პლიუსი ხელებია

პირველში, სანამ ბოლომდე გავაედი მომწყინდა ხელების ქნევა. თითქოს გრაციოზულობას უსვამდა ხაზს, მაგრამ რავი, არ იმოქმედა ჩემზე.
 

Quote

ესენი ნახე? არმაგედონის დადგომამდე დავდე, თუ მოასწარი. ესეთი ფიგურული მოსწონს ხალხს და არა უაზრო სალტოების კეთება.

კი, ეს მომეწონა. შოუს ელემენტებია, პერფორმანსი, თან ცეკვავს, თან კატაობს, თავისას ისწორებს. 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Darkness said:

თურემ სხვანაირად ყოფილა. როცა ინდივიდუალისტური მიდგომა არ არის

სანამ შენზე ფული და სახელი კეთდება, იქამდე ჭირდები, მერე სხვა ზამენა მოდის. ეგაა დღეს თანამედროვე ფკ, განსაკუთრებით რუსეთში, სადაც ფიგურისტების ინკუბატორია.

1 საათის წინ, Darkness said:

არ მომეწონა. კონსერვატორი ვარ?

კონსერვატორობა რა შუაშია? ეგ პროგრამაც აქაა, შოუს პონტია, პროსტა იმიტო დავდე რო გენახა, დრაივიც შეუძლია, მარტო პახარონებს რო უწერენ.

1 საათის წინ, Darkness said:

პირველში, სანამ ბოლომდე გავაედი მომწყინდა ხელების ქნევა. თითქოს გრაციოზულობას უსვამდა ხაზს, მაგრამ რავი, არ იმოქმედა ჩემზე

შენ უკვე თუთბერიძის სკოლის მსხვერპლი მაყურებელი ხარ, მარტო ტრუსოვა რო უნდათ და კვადები :D ის ორი არ ნახე? 3 წუთია თითო, ფილმი ხო არაა.

1 საათის წინ, Darkness said:

კი, ეს მომეწონა. შოუს ელემენტებია, პერფორმანსი, თან ცეკვავს, თან კატაობს, თავისას ისწორებს

ეგ უკვე სხვა დონეა, რამდენიმე იყო ეგეთი. მაგრამ თუთბერიძის დამსახურებით მალე დინოზავრების ბედს გაიზიარებენ :D

ჰა ეს ორი რუსიც და ცოტა ხანი პერერივი, თორე მაგათ გარდა არავის ვდებ. მედვედევა მაგარი ზვიზდა იყო თავის დროზე, ყველაფერი მოიგო, მაგრამ მე დიდად არასდროს მომწონდა, თუმცა ეს ალბათ საუკეთესო პრაკატია. ჟილინა იუნიორია, ტრუსოვას პონტში, მაგარი დრაივიანი. გოლდი ეშლის კონკურენტი იყო თავის დროზე, ზოგი პროგრამა მაგასაც აქ, სრიალებდა კიდევაც. კიჰირა იაპონიის იმედია. იმ დონის მუვები არა აქ, მაგრამ მთლიანობაში მუსიკის ხარჯზე კაი პროგრამებს უწერენ.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, kafka said:

სანამ შენზე ფული და სახელი კეთდება, იქამდე ჭირდები, მერე სხვა ზამენა მოდის

რა ცუდ სამყაროში ვცხოვრობთ. ყველა გამოყენებაზეს. უბრალოდ ჰობითი რომ იკაიფო არ გამოდის.

4 საათის წინ, kafka said:

განსაკუთრებით რუსეთში, სადაც ფიგურისტების ინკუბატორია

ეს ამდენი ნიჭიერი ფიგურისტი როგორ უგროვდებათ... კარგი სკოლა აქვთ. უმეტესად რუსი გოგოები მომეწონა.

ამ საღამოს გავერთობი-მეთქი და რუსულ პირველზე ლიდნიკოვი პერიოდის ყურება დავიწყე.

კარგად ვერთობი ეს დილეტანტი, შენ კიდევ მაღალ ხელოვნებას ცდილობ მაზიარო ?

4 საათის წინ, kafka said:

კონსერვატორობა რა შუაშია?

რნბისავით რომ წავიდა და ჩაიცუცქა არ დამევასა. უფრო მეტი ესთეტიკა მინდა ფიგურულ სრიალში. აი, ეშლი კარგად იჭერს ცეცხლსა და ესთეტიკასაც.

4 საათის წინ, kafka said:

მარტო ტრუსოვა რო უნდათ და კვადები

არა, რატომ. ტრუსოვას მარტო ხტომები აქვს, პირველ ხუთ ყურებაზე მომეწონა. მართლა მაგარია ამაში. მაგრამ მერე მომბეზრდა, ვიცი რომ მარტო იმის დემონსტრაცია იქნება რაშიც მაგარია.

ეს მედვედევა მახსოვს, ძველად ოლიმპიურზე ვუყურებდი.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Darkness said:

რა ცუდ სამყაროში ვცხოვრობთ. ყველა გამოყენებაზეს. უბრალოდ ჰობითი რომ იკაიფო არ გამოდის

უბრალო ჰობი სახლში :D როცა ამხელა შრომა და რესურსი იხარჯება, იქ რეზულტატი უნდა დაიდოს. ჰობის პონტში ვინ კაიფობს დღეს, მომღერალი, მსახიობი, მწერალი თუ რომელიმე სხვა სპორტის მიმდევარი?

1 საათის წინ, Darkness said:

ეს ამდენი ნიჭიერი ფიგურისტი როგორ უგროვდებათ... კარგი სკოლა აქვთ. უმეტესად რუსი გოგოები მომეწონა

მძიმე არტილერია არ ჩამირთვია ჯერ ხოდში, თორე რუსებს სად ყავთ ის დონეები. ბევრი კიდე იმიტოა რო სახელმწიფო აფინანსებს, ოდითგან პოპულარული იყო ეგ სპორტი.

1 საათის წინ, Darkness said:

რნბისავით რომ წავიდა და ჩაიცუცქა არ დამევასა

რასავით? :D

1 საათის წინ, Darkness said:

ეს მედვედევა მახსოვს, ძველად ოლიმპიურზე ვუყურებდი

სხვებზეც დაწერე რამე, არაფერი მოგეწონა? ;(

1 საათის წინ, Darkness said:

რუსულ პირველზე ლიდნიკოვი პერიოდის ყურება დავიწყე

კაცებს არ უყურებ, მარტო გოგოებს? ეგ შოუა, როგორც მითხრეს 80% სისულელე, შიგადაშიგ გამოერევა ხოლმე რაღაცეებიო. ერთ-ერთი ესაა. ადელინა ოლიმპიური ჩემპიონია, მაგის მერე ცოტა ხანში დაანება, წყვილებზე გადავიდა. სოკოლოვსკი მსახიობია, მოყვარულის დონეზე იცის. მაგრამ როგორც ცეკვა, ჩანაფიქრი, დრამატურგია, ბევრ პროფი წყვილს ჩახდის ეს ნომერი. ის მეორე მსოფლიოში ერთ-ერთი ტოპ პარაა, სერიოზული ნომერია. ზოგადად წყვილებში დიდად ვერ ვერკვევი, რამდენიმე ვიცი.

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   157 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 155 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • Googlebot(1)