Jump to content
×
×
  • Create New...

ფიგურული სრიალი


Windmühle
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
On 12/12/2020 at 1:23 AM, Darkness said:

სამი დღე ვეპატიჟებოდი აქეთ და მაინცდამაინც როცა დარეგისტრირდა მაშინ გაქრა ყველაფერი :(

ეგაა შენი სასწაული დვიჟოკი :დ რას ამბობდი, ჯერ მოდი ნახე რა დიზაინიაო თუ რაღაც :დ

Share on other sites

  • ფორუმელი

 

1 საათის წინ, kafka said:

ეგაა შენი სასწაული დვიჟოკი :დ რას ამბობდი, ჯერ მოდი ნახე რა დიზაინიაო თუ რაღაც :დ

საჯაროდ არ მინდა საუბარი დეტალებზე, მაგრამ მართლა ძალიან დაცული საიტია. ჰოსტი, ძრავი, საჭირო ხალხი, ყველაფერი გვაქვს. ის რაც მოხდა ცოტა სხვა მიზეზების გამო მოხდა და ვეღარ განმეორდება :)

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი


რა ბავშვია.
ნეტა, ჩვენთან ფიგურული სრიალის სკოლა არის?

On 12/13/2020 at 8:25 PM, kafka said:

ეგაა შენი სასწაული დვიჟოკი :დ რას ამბობდი, ჯერ მოდი ნახე რა დიზაინიაო თუ რაღაც :დ

ცუდ ფეხზე მოხვედი :D 
რაც მთავარია, პრობლემა აღმოიფხრა და ახლა აღარ განმეორდება. მანამდე შეგვძილია ლიტ-რაში რამე თემა მოვხოდოთ. კვინტესენციებში როგორი წიაღსვლები გაქვს? :D

Share on other sites

  • ფორუმელი
46 minutes წინ, Darkness said:

კვინტესენციებში როგორი წიაღსვლები გაქვს?

ეგ საქმე ხო შენ გადმოგაბარე :დ ნახევრამდე მივედი და შევეშვი.

46 minutes წინ, Darkness said:

რა ბავშვია

მოგეწონა რუსკაია რაკეტა? ეგრე ეძახიან. მე დიდად ვერ ვკაიფობ. ნამეტანი ბიჭურია და ქორეოგრაფიაც დიდი არაფერი. მარტო ნახტომებზე აქ აქცენტი. ეს მომეწონა შედარებით, მუსიკა კარგად შეურჩიეს და ლირიულადაც ცოდნია ცეკვა.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
18 საათის წინ, kafka said:

ეგ საქმე ხო შენ გადმოგაბარე :დ ნახევრამდე მივედი და შევეშვი.

მთელი წელია ლიტ-რის კითხვის მუღამი ვერ დავიბრუნე, მარტო პროფესიულ წიგნებს ვკითხულობ.
წიგნად არ მაქვს ბალარდი და ონლაინში მეზარება...ბალალრდს ვინ ჩივის უელბეკის და ეტვუდის ბოლო რომანები არ წამიკითხავს, ერთი წელია რაც ორივე გამოვიდა:user:

Quote

მოგეწონა რუსკაია რაკეტა? ეგრე ეძახიან. მე დიდად ვერ ვკაიფობ. ნამეტანი ბიჭურია და ქორეოგრაფიაც დიდი არაფერი. მარტო ნახტომებზე აქ აქცენტი. ეს მომეწონა შედარებით, მუსიკა კარგად შეურჩიეს და ლირიულადაც ცოდნია ცეკვა.

14წლის ასაკში მსოფლიო რეკორდის დამყარება მაგარია. მომწონს ასეთი ბავშვები.
როგორც ბავშვს ვუყურებ, კარგი მონაცემები აქვს, ქორეოგრაფია კი მოსაწყენია, იმის ჩვენებაზეა ორიენტირებული რაშიც მაგარია, ამიტომაა სულ ნახტომები. მომავალში იქნებ დაიხვეწოს...

Share on other sites

  • ფორუმელი
53 minutes წინ, Darkness said:

ბალალრდს ვინ ჩივის უელბეკის და ეტვუდის ბოლო რომანები არ წამიკითხავს, ერთი წელია რაც ორივე გამოვიდა

აბა, ეს რა გაგიმაზია. იმისთანა სიახლეები იქნება უელბეკის წიგნში :D

54 minutes წინ, Darkness said:

მომავალში იქნებ დაიხვეწოს

უკვე დაიხვეწა, ვერ ნახე მაგ ვიდეოში :დ

57 minutes წინ, Darkness said:

ნეტა, ჩვენთან ფიგურული სრიალის სკოლა არის?

ვინ უნდა ასწავლოს იქ, მე თუ შენ? :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, kafka said:

აბა, ეს რა გაგიმაზია. იმისთანა სიახლეები იქნება უელბეკის წიგნში :D

 

ვინ უნდა ასწავლოს იქ, მე თუ შენ? :დ

ჰო, ,,სეროტონინის" ანოტაციიდან კვინტისენციების მოლოდინი კი მაქვს :D 

Quote

უკვე დაიხვეწა, ვერ ნახე მაგ ვიდეოში :დ

აგერ უფრო ახალი გამოსვლა:

რომ წაიქცა და მაინც ადგა და გააგრძელა ვითომც არაფერი, მაგარი გოგოა.

ისადა ზაგიტოვას რას უწუნებ?

 

2 საათის წინ, kafka said:

ვინ უნდა ასწავლოს იქ, მე თუ შენ? :დ

კომპეტენტურმა ხალხმა. მე კასკადი, 4-იანი ლუპი და სამიანი აქსელი ერთმანეთში მეშლება :D
თუნდაც ტრუსოვას ყოფილმა მწვრთნელმა, 
აგერ ზაგიტოვას მწვრთნელიც ვიღაც თუთბერიძეა.

Share on other sites

  • ფორუმელი
27 minutes წინ, Darkness said:

რომ წაიქცა და მაინც ადგა და გააგრძელა ვითომც არაფერი, მაგარი გოგოა

ჯერ არ მინახია ისეთი რო არ ამდგარიყოს და არ გაეგრძელებინოს :D

28 minutes წინ, Darkness said:

კომპეტენტურმა ხალხმა. მე კასკადი, 4-იანი ლუპი და სამიანი აქსელი ერთმანეთში მეშლება :D
თუნდაც ტრუსოვას ყოფილმა მწვრთნელმა, 
აგერ ზაგიტოვას მწვრთნელიც ვიღაც თუთბერიძეა

იყო. აღარაა. მაგ ვიღაც თუთბერიძესთან მოხვედრა საკმაოდ რთულია, ყველას არ იღებს. და საკმაოდ ძვირია მაგასთან სწავლა. აქ ჩამომსვლელი ეგ არაა, მაგას ქართველებთან და ამ ქვეყანასთან ისეთივე კავშირი აქ როგორც მე რუსეთთან. იქ გამგზავნელი კიდე არავინაა. ვინმე ოჯახს თუ იმდენი ფული აქ რო 10 წელი იქ იხადოს სასწაული თანხა, დამიჯერე ფიგურულზე არ შეიყვანს თავის შვილს, სხვა კარიერას აუწყობს. აქ ეგ სპორტი მაგარი კიდიათ, დაჟე მაყურებლის დონეზეც. აქ მარტო ტოჩინოშინი, საგინაშვილი, რაგბი, ჭიდაობა, და მსგავსი საქონლური სპორტებია ხოდში :D სკოლა სადღაც სპორტის სასახლესთანააო, მაგრამ ვინ ასწავლის იქ არ ვიცი. ქართველი ფიგურისტი გედევანიშვილის გარდა არავინ მახსენდება. ისიც მგონი უცხოეთშია. სხვა, თუ ადამიანი ყოფილი სპორტსმენი არაა, რანაირად უნდა ასწავლოს. იქ ცალკე ნახტომების ტრენერი უნდა, თავისი ტექნიკაა მანდ, ქორეოგრაფი ჭირდება რო პროგრამები დადგას. საკმაოდ რთული საქმეა. ასე რო უახლოეს მომავალში გამორიცხე რო რამე ძვრა იქნება მაგ სფეროში.

34 minutes წინ, Darkness said:

ისადა ზაგიტოვას რას უწუნებ?

ვერ ვიხსენებ სადმე მეხსენებინოს, მაგრამ გაარტყი. იმას რო ჩემი გოგო დაჩაგრა უსამართლოდ :დ მერე იმას რო აშხაბადის ლტოლვილები არ მინდა. ეშლის პროგრამები დაგიდე და მაგის მერე ზაგიტოვაო და საბავშო ბაღის ტრუსოვა, რომელსაც ცხოვრების აზრი ის აქ, 4 კვადი ახტეს :დ და პოგორილაიას პროგრამა დამიწუნე, არასაინტერესო იყოო, გოგომ ცხოვრების პრაკატი დადო. მოკლედ პროგრესის მაგივრად რეგრესს ვხედავ :დ

 

აჰა შენ ღმერთების სურათი და ჩაუჯექი ამათ.

skates.JPG

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share