Jump to content
×
×
  • Create New...

ფიგურული სრიალი


Windmühle
 Share

Recommended Posts

დღეს, 24 მარტს, სტოკჰოლმში, „გლობალ არენაზე“ ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება.  

პრესტიჟული ტურნირი ამ სეზონის ყველაზე საპასუხისმგებლო სტარტი იქნება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მაძიებელი 50 – მდე ქვეყნის 184 სპორტსმენისათვის, მათ შორის ქალთა, მამაკაცთა და სპორტულ წყვილებში მოასპარეზე ქართველი მოციგურავეებისათვის.

პირველ სატურნირო დღის ( 24 მარტი) განრიგი:

13:10 ქალები ( მოკლე პროგრამა)

ალინა ურუშაძე იასპარეზებს 21-ე ნომრით, 32 ქვეყნის 39 მოციგურავეს შორის.

21:30 სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა)

ანასტასია მეტელკინადანიილ პარკმანი იასპარეზებენ მე-4 ნომრით 17 ქვეყნის 24 მოციგურავეს შორის.

 

1616569801-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E

The post ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო – საქართველოს ნაკრები ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვებას შეეცდება #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

მედლების ყველაზე რეალური კანდიდატები ალექსანდრა ტრუსოვა, ანა შერბაკოვა და რიკა კიჰირა მოიაზრებდნენ , თუმცა შერბაკოვა კოვიდის და პნევმონიის შემდგომ აშკარად არაა ფორმაში, შესაბამისად ეს შანსს უჩენს ელიზავეტა ტუკტამიშევასა და იელიმ კიმს.

აღსანიშნავია ასევე რომ , ანა შერბაკოვას მწვრთნელი ქართველი ეთერი თუთბერიძეა, რომელიც ასევე წლების მანძილზე ავარჯიშებდა ალექსანდრა ტრუსოვასაც, თუმცა წელს ის ალექსანდრე პლუშენკოსთან გადავიდა, რადგან ჯგუფის შეგნით არსებული კონკურენცია არ ისახებოდა მასზე კარგად. ტრუსოვა პირველი იყო რომელმაც   ოთხმაგი ნახტომების მთელი სერია გამოიტანა სტარტებზე და ამაში ცხადია მთავარი წვლილი სწორედ თუთბერიძეს მიუძღვის. აქამდე არც არავის ჰქონდა ილუზია რომ ოთხმაგი ბრუნების გაკეთებას გოგონები შეძლებდნენ და არა ერთ, არამდენ 3-ს, 4-ს და 5-ს.

თუთბერიძეს სრულიად სამართლიანად მიანიჭა ფიგურული სრუალის მსოფლიო ასოციაციამ საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი! 

საქართველოს სახელით გოგონების კატეგორიაში ალინა ურუშაძე იღებს მომაწილეობას და თხუთმეტეულში მოხვედრა არაჩვეულებრივი შედეგი იქნება.

Edited by Windmühle
Share on other sites

  • ფორუმელი

ბიჭების კატეგორიაში მედლებისთვის ძირითადად ნეითან ჩენი, იუზურუ ჰანიუ, შომა უნო, ბოიანგ ჯინი, ვინსენტ ჟუ და მიხეილ კოლიადა იბრძოლებენ.

ცხადია ყველას თანაბარი შანსი არ აქვს და ნეითანი და იუზურუ დიდი ალბათობით ოქრო-ვერცხლს გაინაწილებენ.

საქართელოს სახელით მონაწილეობას მორის ყვითელაშვილი იღებს, რომელიც ასევე ქართველ მწვრთნელთან ეთერი თუთბერიძესთან ვარჯიშობს.

ათეული ძალიან კარგი შედეგი იქნება მისთვის და ზოგადად ქართული ფიგურულის სრიალის სკოლისთვის, რომელიც უბრალოდ არ არსებობს )))

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   373 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 372 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(7)
    • Googlebot(3)