Jump to content
×
×
  • Create New...

პირველი იანვრიდან, საქართველოს საზღვარზე პოლიცია გადაწყვეტს, ვის გაუშვებს შენგენის ზონაში


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

RTX8IT5H.jpg

2021 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ახალი კანონი ამოქმედდება, რომლის მიხედვით, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შენგენის ზონაში გაფრენამდე მოქალაქეს რამდენიმე კრიტერიუმით შეამოწმებს და თუ რომელიმე მათგანი დაირღვევა, ის საქართველოს საზღვარს ვერ გადაკვეთს.

ეს კრიტერიუმებია:

  • თუ გამგზავრების მსურველს შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანამ შესვლა აუკრძალა და ეს ცნობილია საქართველოს ხელისუფლებისთვის;
  • თუ არ ექნება მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია არანაკლებ 3 თვე;
  • თუ არ ექნება შენგენის ზონის დატოვებისთვის საჭირო ბილეთი ან ჯავშანი;
  • სასტუმროს/საცხოვრებლის ჯავშანი ან მასპინძელი ოჯახის თანხმობა (მათ შორის, საცხოვრებლის მისამართი);
  • შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მოგზაურობისთვის საჭირო ფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამ კანონის მიღება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც გერმანიამ და შვედეთმა ღიად დააფიქსირეს, რომ ქართველთა მიერ უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ტენდენცია საყურადღებოა.

მაშინ მათი მხრიდან საუბარი იყო უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზეც.

● ორი წლით გახანგრძლივდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი

● ჰარცელის თქმით, პარტიების რეგისტრაციიდან მოხსნაზე კანონპროექტი შეშფოთებას იწვევს

● ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის კრიზისის დასაძლევად 60 მილიონი ევროთი დაეხმარება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი 30 დეკემბერს, კანონის ამოქმედებამდე ორი დღით ადრე, თბილისის აეროპორტს ეწვია იმის გასაცნობად, თუ როგორ მოხდება შემოწმების ჩატარება და რა უნდა იცოდნენ ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებმა.

მისი თქმით, ეს ახალი შეზღუდვა არაა, რადგან მსგავს პროცედურას საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში ჩასვლის შემდეგ გადიოდნენ.

“კანონი უზრუნველყოფს ევროკავშირისა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის გამართულ ფუნქციონირებას”, – აცხადებს ჰარცელი.

მისი თქმით, ევროკავშირი მუშაობს საქართველოს შესაბამის უწყებებთან, რომ საზღვარზე შემოწმებები მაქსიმალურად შეუფერხებლად წარიმართოს, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისად.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share