Jump to content
×
×
  • Create New...

ნათია თურნავა – თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, რომ ჩართოს საახალწლო ღონისძიებაში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, იმისთვის, რომ მან ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურის მოღვაწეებს გაუხარდებათ პანდემიისგან შექმნილი რთული პერიოდის გამო.

„მოგეხსენებათ, ჩვეულებრივ დროს პანდემიამდე, აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო ღონისძიებებში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იმართებოდა. დღეს ჩვენი კულტურის მოღვაწეები, მუსიკოსები მოკლებულები არიან ამ შესაძლებლობას, ვინაიდან არსებული შეზღუდვების გამო, არ იფუნქციონირებენ რესტორნები, მკაცრად არის აკრძალული სასტუმროებში საკონცერტო ღონისძიებების გამართვა, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, იმისთვის, რომ მან ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას არიან მოკლებულები. თბილისის მერია სხვადასხვა საკონცერტო პროგრამას გეგმავს უსაფრთხოდ, მაყურებლის გარეშე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემა“,-განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო:

Note: There is a poll embedded within this post, please visit the site to participate in this post's poll.

The post ნათია თურნავა – თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, რომ ჩართოს საახალწლო ღონისძიებაში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსი appeared first on BFM.GE.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share