Jump to content
×
×
  • Create New...

300-ლარიანი დახმარების მიღებისთვის წარდგენილი პირველადი ინფორმაციის დაზუსტების ვადა დღეს იწურება


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 24 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილი პირველადი ინფორმაციის დაზუსტების ვადა დღეს, 28 დეკემბერს იწურება.

მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები აქტიურად ეხმარებიან მოქალაქეებს განაცხადების რეგისტრაციის პროცესში. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299 და მიიღოს პასუხები მისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

„გვსურს, მადლობა გადავუხადოთ იმ კომპანიებს, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა და სრულყოფილად წარმოადგინეს მონაცემები. შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, დღეის მდგომარეობით 121 647 განაცხადი არის რეგისტრირებული.

ამასთან, კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან – https://eservices.rs.ge.

ხოლო, დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დროულად მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო ინსტრუქცია ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=144 https://www.youtube.com/watch?v=35UNvIsT_oQ&ab_channel=RevenueService

Note: There is a poll embedded within this post, please visit the site to participate in this post's poll.

The post 300-ლარიანი დახმარების მიღებისთვის წარდგენილი პირველადი ინფორმაციის დაზუსტების ვადა დღეს იწურება appeared first on BFM.GE.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share