Jump to content
×
×
  • Create New...

თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ (სემეკი) თბილისში სასმელი წყლის ტარიფის ზრდა მხარი დაუჭირა. ახალი ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და 2023 წლის ჩათვლით იმოქმედებს. ახალი ტარიფის ორივე შემადგენელი კომპონენტი – „წყლის მიწოდება“ და „წყალარინება“ (კანალიზაცია) გაძვირებულია.

სემეკი-ის გადაწყვეტილებით, ახალი ტარიფები ასე განისაზღვრება:

1) გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ სულზე თვეში 3.829 ლარი იქნება, რაც არსებულ ტარიფს 0.531 ლარით აღემატება.

2) გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 0.424 ლარი, რაც არსებულ ტარიფს 0.145 ლარით აღემატება;

3) არსაყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ კუბურ მეტზე 5.511 ლარი, რაც არსებულ ტარიფს 1.78 ლარით აღემატება.

სემეკის მიერ წარმოდგენილი ტარიფები დღგ-ის გარეშე არის მოცემული, შესაბამისად მათ 18% ემატებათ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა თბილისში, მცხეთასა და რუსთავში სოციალურად დაუცველებისთვის წყლის ტარიფის მატებას სრულად დაასუბსიდირებს.

სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი ბოლოს 2017 წელს გაიზარდა.

The post თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი გაძვირდა appeared first on BFM.GE.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share