Jump to content
×
×
  • Create New...

„2020-2021 წლებში ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება 4,9 მილიარდი ლარია“


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2017-2019 წლებში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ქვეყანაში მნიშვნელოვნად – 24,6 პროცენტიდან 21,4 პროცენტამდე შემცირდა მიმდინარე ხარჯები.
ამავე დროს, 8 პროცენტზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა კაპიტალური ხარჯები, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„პანდემიის შედეგად, შეიცვალა მიმდინარე ხარჯების ტენდენციაც, რამაც გვაიძულა გაგვეზარდა მიმდინარე ხარჯები, თუმცა 2020-2021 წლებში, შევძელით კაპიტალური ხარჯების მაღალი ნიშნულის შენარჩუნება.
2020-2021 წლებში ჯამურად, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებამ (დაწესებული საგადასახადო შეღავათების, დღგ-ს ზედმეტობის გაზრდილი დაბრუნებისა და ეკონომიკაში გრძელვადიანი ლარის რესურსის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების ჩათვლით), 4,9 მილიარდი ლარი შეადგინა, მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულებით გამოიყო 870 მილიონი ლარი, მოქალაქეთა დახმარებების მიზნით – მილიარდ 200 მილიონი ლარი, ხოლო ბიზნესის მხარდასაჭერად – 2 მილიარდ 800 მილიონი ლარი“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

The post „2020-2021 წლებში ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება 4,9 მილიარდი ლარია“ appeared first on BFM.GE.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share