ფორუმელი Moor Posted 29 დეკემბერი, 2020 Posted 29 დეკემბერი, 2020 ჩემს შეშფოთებას იწვევს ის, რომ მომავალ წელს მთავრობის ვალისა და დეფიციტის მაღალი ზრდა გვექნება. მათი შემცირების მიმართულებით მკვეთრი მოძრაობა 2021 წელსვე უნდა დავიწყოთ. სხვა შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ 2021 წელს თუ არა 2022 წელს, ქვეყნის რეიტინგი შეგვიმცირონ და კიდევ უფრო რთული გამოწვევების წინაშე დავდგეთ, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. მისი თქმით, არსებულ რთულ ვითარებაში უფრო გლობალურად და ინსტიტუციონალურად უნდა იმოქმედონ. „ჩემი აზრით, ახლავე უნდა ვიფიქროთ, მაგალითად, ცალკეული დარგების, სექტორების, მიმართულებების არსებული საგადასახადო შეღავათების მიზნობრივი სუბსიდიებით ჩაცვლებაზე. ეს სამართლიანი იქნება კონკურენტული გარემოსთვის, ჩრდილოვან ეკონომიკასაც შეამცირებს და ქვეყანასაც მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ეფექტი ექნება. უნდა ვიფიქროთ ფისკალური ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით, უნდა ვიფიქროთ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით და ა.შ. თუმცა, ხანგრძლივი ფიქრის ფუფუნებაც არ გვაქვს“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. გარდა ამისა, საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს ეროვნული ბანკი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე წარმოდგენილი დასკვნების გამო გააკრიტიკა. „ორივე ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის უმაღლესი ხარისხით სარგებლობს და ჰყავს მაღალკვალიფიციური ხელმძღვანელები. სწორედ ამიტომ, მინდა ვთხოვო, მათი დასკვნები ფორმალური რომ არ იყოს, საჭიროა, ყურადღება გაამახვილონ მათი პასუხისმგებლობის არა ვიწრო არეალზე, არამედ ორიენტირებული იყვნენ იმ რისკების იდენტიფიკაციაზე, რაც ჩანს და ასევე, სამომავლო აქცენტის გაკეთებაზე“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. The post ირაკლი კოვზანაძემ ეროვნული ბანკი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური გააკრიტიკა appeared first on BFM.GE. View the full article Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა