Jump to content
×
×
  • Create New...

კრიზისი გრძელდება: სომხეთის პრემიერისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე „ყველა საკუთარ მოსაზრებაზე დარჩა“


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ნიკოლ ფაშინიანი, პოლიტიკა სომხეთში, ახალი ამბები სომხეთი, გაგიკ ცარუკიანი, ედმონ მარუკიანი შიდაპოლიტიკური კრიზისი, კრიზისიდან გამოსავალი,

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციას 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სთავაზობს, როგორც შიდაპოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს. 29 დეკემბერს, მან შეხვედრა გამართა პარლამენტში წარმოდგენილ ორივე ოპოზიციური ფრაქციის ლიდერთან.

ორივე ოპოზიციონერმა – პარტია „აყვავებული სომხეთის“ ხელმძღვანელმა გაგიკ ცარუკიანმაც და ფრაქცია „განათებული სომხეთის“ თავმჯდომარემ, ედმონ მარუკიანმაც პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ „ყველა საკუთარ მოსაზრებაზე დარჩა“. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ აპირებენ დაელოდონ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და კვლავ დაჟინებით მოითხოვენ ფაშინიანის გადადგომას.

ისინი ამას 10 ნოემბრიდან ითხოვენ ანუ მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, ხელი მოაწერა ყარაბაღში ზავის შესახებ განცხადებას. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა „მოღალატეობრივ შეთანხმებას“ მოაწერა ხელი და ნებაყოფლობით ჩააბარა აზერბაიჯანს ტერიტორიები.

თუმცა, პრემიერი თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს. ამ დროის განმავლობაში, მან არაერთხელ განაცხადა, რომ ეს პოსტი ხალხის ნებით დაიკავა და მხოლოდ არჩევნების შემდეგ წავა, როდესაც საზოგადოება შეძლებს საკუთარი პოზიციის გამოხატვას და არა ოპოზიციის მცირერიცხოვანი მხარდამჭერთა ჯგუფი. მისი აზრით, „ოპოზიციის მოთხოვნამ – თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა – ხალხის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა“.

25 დეკემბერს, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არის დატოვოს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის თანამდებობა და დაინტერესებულ მხარეებს კონსულტაციების გამართვა შესთავაზა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების 2021 წელს ჩატარების საკითხზე.



რა განაცხადა ცარუკიანმა

ჯერ კიდევ პრემიერთან შეხვედრამდე, გაგიკ ცარუკიანმა განაცხადა, რომ პარტია „აყვავებული სომხეთი“ უარს არ იტყვის ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნაზე.

პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, ცარუკიანმა საუბრის გარკვეული დეტალები გაასაჯაროვა:

„ფაშინიანს ვუთხარი, რომ ერთადერთი გამოსავალი – მისი გადადგომაა და ჩვენი პარტიის პოზიცია არ შეცვლილა. თუკი საუბარია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, მიმაჩნია, რომ ის არ უნდა იყოს პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი. თუკი ის ამას მიიღებს, სხვა ყველაფერზე დავილაპარაკებთ“.

ამასთან, ცარუკიანმა კომენტარი არ გააკეთა კითხვაზე, თუ რა რეაქცია ჰქონდა პრემიერს მის განცხადებაზე და ჟურნალისტებს შესთავაზა, თავად ფაშინიანს ჰკითხონ.

რა განაცხადა მარუკიანმა

კვლავინდებურად პრემიერის გადადგომას ითხოვს „განათებული სომხეთის“ ლიდერი ედმონ მარუკიანიც:

„ჩვენ შევთავაზეთ, რომ პრემიერ-მინისტრი გადადგეს, პარლამენტმა ახალი პრემიერი აირჩიოს, ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა იმ ძალებისგან, რომელთა შორისაც არსებობს კონსენსუსი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის თაობაზე. მთავრობის შემადგენლობაში შევლენ სპეციალისტები – ადამიანები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს საკუთარ სფეროში, რომლებიც დაასტაბილურებენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ჩვენ მოვემზადებით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის“.

კითხვაზე, მოახერხეს თუ არა კონსენსუსის მიღწევა, მარუკიანმა უპასუხა, რომ „ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება“.

ოპოზიციონერის თქმით, ფაშინიანი თანამდებობაზე დარჩენას აპირებს – „და ასე წასვლას საპარლამენტო არჩევნებზე“:

„ჩვენ ვუთხარით, რომ ამის წინააღმდეგნი ვართ და დავუდასტურეთ საკუთარი პოზიცია“.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   193 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 193 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(21)
    • YandexBot(18)
    • Facebookexternalhit(2)