ფორუმელი Moor Posted 30 დეკემბერი, 2020 Posted 30 დეკემბერი, 2020 საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ არსებობს ინიციატივა, რომლის თანახმადაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი სტუდენტებსაც შეეხოს, კონკრეტულად იმ პირებს, რომლებიც საპატიმროში ყოფნის პარალელურად სწავლობენ. მათ შესაძლებელია პატიმრობა შინაპატიმრობად შეეცვალოთ. ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი წარდგინა. „გვაქვს ასევე ინიციატივები და ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით, ამას უბრალოდ დასჭირდება სტატისტიკის დამუშავება, ეს მნიშვნელოვანია და შესაძლებლობებისა და რესურსების გაანალიზება. გვინდა, რომ სტუდენტებზე, რომლებიც საპატიმროში ყოფნის პარალელურად სწავლობენ, მოხდეს გავრცელება ამნისტიისა. ეს ძალიან კარგი იქნება, თუმცა ამნისტია აქაც ვერ იქნება უპირობო და ვფიქრობთ, რომ მაგალითად, შინაპატიმრობით შეიცვალოს სასჯელი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ თვალსაზრისით და კარგ შესაძლებლობას გაუხსნის პირებს, რომლებსაც, თუნდაც, ამ გზით აქვთ ნაჩვენები მათი რესოციალიზაციის რეალური განზრახვა და გადაწყვეტილება. ამ მიმართულებით ვფიქრობთ, აქ არის განსხვავებული მოსაზრებებიც, იგივე, თუნდაც ამ კატეგორიის ცალკეული მუხლების გამორიცხვისა და ა.შ. ვნახოთ, ამ დისკუსიების პროცესში, ალბათ, ეს საკითხიც მეტ სიცხადეს შეიძენს და შესაბამისად, უკეთესი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გვექნება,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მე-10 მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა. დოკუმენტის განხილვა ამ ეტაპზე საკომიტეტო დონეზე მიმდინარეობს. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა