ფორუმელი Moor Posted 30 დეკემბერი, 2020 Posted 30 დეკემბერი, 2020 განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით, „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცების შესახებ” ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილების თანახმად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაერთიანდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არაუმეტეს 8 საგნის სწავლების მეთოდიკის მოდული; მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნებისთვის, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უცხოური ენების სწავლების მეთოდიკის მოდულები ჩაითვალოს სწავლების მეთოდიკის ერთ მოდულად. დარგობრივი მახასიათებლის მიზანია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებას, სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვას, პროგრამის ათვისებით ისეთი კომპეტენციების ჩამოყალიბებას, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი გახდება საზოგადოებრივ თუ პროფესიულ საქმიანობაში პირის შესაძლებლობების რეალიზება და კარიერული წინსვლა. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მოცულობა შეადგენს 60 კრედიტს, ეფუძნება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო დარგობრივ მახასიათებელს. მისი დასრულების შედეგად გაიცემა მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი. მასწავლებლის მომზადების პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის, ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს. მასწავლებლის მომზადების პროგრამა სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა