Jump to content
×
×
  • Create New...

სამინისტრო: ონლაინ სწავლების პროცესში ჩართული მოსწავლეების 94%-ს ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ აქვს


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მტკიცებით, ონლაინ სწავლების პროცესში ჩართული მოსწავლეების 94%-ს ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ აქვს.

ამის შესახებ იმ პრეზენტაციაში მოცემული შესაბამისი ცხრილი მიუთითებს, რომელიც ზოგადი განათლების შესახებ თავად უწყებამ გამოაქვეყნა.

სამინისტრო გვთავაზობს ნოემბერში ჩატარებული მოკვლევის შედეგებს, სადაც მათი ინფორმაციით, შემდეგი მაჩვენებლები გამოიკვეთა:

ონლაინ სწავლების პროცესში ჩართულია 459 846 მოსწავლე

3,4%-ს არ აქვს ინტერნეტი

და 2,4%-ს არ აქვს ტექნიკა

საგულისხმოა, რომ სამინისტროს ამ დამაიმედებელი ინფორმაციის პარალელურად არსებობს გაეროს ბავშვთა ფონდის და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ახალი ერთობლივი ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა.

გარდა ამისა, სამინისტროს მოკვლევაში ვხვდებით მასწავლებელთა მონაცემებსაც ჩართულობის კუთხით, სადაც ნათქვამია, რომ ონლაინ სწავლების პროცესში ჩართული მასწავლებლების 97%-ს ინტერნეტთან და ტექნიკასთან ხელმისაწვდომობის პრობლემა არ აქვს.

„საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15%-ს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა“ – რა წერია Unicef-ისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ახალ ანგარიშში

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   163 all people including: 0 წევრი, 3 ანონიმური, 160 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(26)
    • YandexBot(16)
    • Facebookexternalhit(5)
    • Googlebot(3)