ფორუმელი Mulan Posted 30 დეკემბერი, 2020 Posted 30 დეკემბერი, 2020 შემადგენლობა: ცომი: 3.5 ჩ.ჭ პურის ფქვილი 2 ჭიქა შაქარი 5ც კვერცხი 3ს.კ თაფლი 200 გრ მარგარინი 200 გრ არაჟანი 1 ჩ.კ სოდა 1 ს.კ ძმარი 1.5 ჭიქა მიწისთხილი კრემი: 2 ქილა მოხარშული სგუშონი 200 გრ კარაქი მომზადება: კარაქი გავადნოთ და გავაცივოთ. კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ მარგარინი, არაჟანი, სოდა ძმრით ათქვეფილი, თაფლი, ფქვილი და კარგად ავურიოთ (მიღებულ მასას უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსინსტენცია). მომზადებული მასა გავყოთ სამ ნაწილად, ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ კარაქწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ, ერთ ფირფიტას წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ მოხალული მიწის თხილი, დავაფაროთ მეორე ფირფიტა წავუსვათ კრემი, შემდეგ ისევ მიწის თხილი, დავაფაროთ მესამე ფირფიტა კვლავ წავუსვათ კრემი, მთლიან ზედაპირზე და ირგვლივ და მოვაყაროთ მიწის თხილი. კრემის მომზადება: კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ სგუშონი და ავთქვიფოთ ერთანი მასის მიღებამდე. X წაიკითხეთ სხვაც ნამცხვარი ''ზებრა'' სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა