Jump to content
×
×
  • Create New...

ნამცხვარი „სნიკერსი“


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

შემადგენლობა:

ცომი:

  • 3.5 ჩ.ჭ  პურის ფქვილი
  • 2 ჭიქა  შაქარი
  • 5ც  კვერცხი
  • 3ს.კ თაფლი
  • 200 გრ მარგარინი
  • 200 გრ  არაჟანი
  • 1 ჩ.კ  სოდა
  • 1 ს.კ  ძმარი
  • 1.5 ჭიქა მიწისთხილი

 

კრემი:

  • 2 ქილა  მოხარშული სგუშონი
  • 200 გრ კარაქი

მომზადება:

კარაქი გავადნოთ და გავაცივოთ. კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ მარგარინი, არაჟანი, სოდა ძმრით ათქვეფილი, თაფლი, ფქვილი და კარგად ავურიოთ (მიღებულ მასას უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის კონსინსტენცია). მომზადებული მასა გავყოთ სამ ნაწილად, ჩავასხათ პერგამენტჩაფარებულ კარაქწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხოთ აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ, ერთ ფირფიტას წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ მოხალული მიწის თხილი, დავაფაროთ მეორე ფირფიტა წავუსვათ კრემი, შემდეგ ისევ მიწის თხილი, დავაფაროთ მესამე ფირფიტა კვლავ წავუსვათ კრემი, მთლიან ზედაპირზე და ირგვლივ და მოვაყაროთ მიწის თხილი.

 

კრემის მომზადება:

კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავამატოთ სგუშონი და ავთქვიფოთ ერთანი მასის მიღებამდე.

 

წაიკითხეთ სხვაც

Receptebi-3-18-150x150.png ნამცხვარი ''ზებრა''

სრულად ნახვა

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share