Jump to content
×
×
  • Create New...

ინფორმაცია ვიზების შესახებ


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

აქ შეგიძლიათ გააზიაროთ ან მოიკითხო ვიზებთან დაკავშირებული სიახლეები. ძირითად მიმართულებებზე ზოგად ინფოს დავწერ და ინტერესის მიხედვით 'გავართულოთ'

 

სავიზო ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის https://mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/VisaInfoGeorgian/დიდი-ბრიტანეთისა-და-ჩრდილოეთ-ირლანდიის-გაერთიანებუ.aspx

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზა გაიცემა ქ.სტამბოლში (თურქეთის რესპუბლიკა)დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ, ხოლო საბუთების წარდგენა უნდა განხორციელდეს ქ.თბილისში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსთან არსებულ "Uk Visa Application Centre"-ში.

2013 წლის 31 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქე, რომლებიც გეგმავს დიდ ბრიტანეთში გამგზავრებას 6 თვემდე მეტი ვადით, დამატებით უნდა წარადგინოს ცნობა ტუბერკოლოზის არქონის შესახებ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საელჩოში საბუთების ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ;
  • სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა შემდეგ ინტერნეტ მისამართზე: https://www.gov.uk/apply-to-come-to-the-uk )
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • სამოგზაურო დაზღვევა (ორიგინალი და მისი ასლი)
  • ბილეთის ჯავშანი;
  • თუ გიწვევთ ნათესავი, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: დაბადების მოწმობა ნოტარიულად დამოწმებული)
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურ ენაზე (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით);
  • ფინანსური გარანტია განცმხადებლის ან მისი სპონსორის(ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელ საბუთი უნდა იყოს საბანკო ამონაწერის სახით, რომელიც ანკეტის შევსების თარიღამდე 3 თვით ადრე პერიოდიდან უნდა იწყებოდეს და არ უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ წერილს ბანკიდან განმცხადებლის ან მისი სპონსორის ნაშთის შესახებ.);
  • სტუდენტებმა ყოველთვის უნდა წარმადგინონ თავიანთი ჩარიცხვის წერილის ორიგინალი ბრიტანეთის უნივერსიტეტიდან, კოლეჯიდან თუ სკოლიდან.
  • საკონსულოში წარდგენილ საბუთი უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა ორიგინალის სახით;
  • შესაბამისი საკონსულო მოსაკრებელი გადახდილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით.ელექტრონული (ონლაინ) გადახდის განხორციელება შესაძლებელი ვიზა და მასტერქარდის ტიპის, როგორც სადებეტო ისე საკრედიტო ბარათებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე: http://ukingeorgia.fco.gov.uk/ka/visiting-uk/

„UK Visa Application Centre“-ის სავიზო განაცხადის მიღების ცენტრის კოორდინატები:
მისამართი: ბესიკის ქ N 4,0108,თბილისი
სავიზო განაცხადის მიღების ცენტრის მომსახურების საფასურია £ 59.
https://uk.tlscontact.com/ge/tbs/page.php?pid=procedure 
 

ქ. თბილისში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს კოორდინატები:
მის:51 Krtsanisi St., 0114 Tbilisi, Georgia
ტელ: +995 32 227 47 47
Fax: +995 32 227 47 92
E-mail: british.embassy.tbilisi@fco.gov.uk
 

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.fco.gov.uk/en/

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ვებ–გვერდი: http://ukingeorgia.fco.gov.uk/ka

 

 

ამერიკის შეერთებული შტატები  https://mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/VisaInfoGeorgian/ამერიკის-შეერთებული-შტატები.aspx

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის არასამიგრაციო ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ). 

ვიზა გაიცემა ქ. თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • სავიზო განაცხადის ფორმა DS160–ის შევსების დასტური. აღნიშნული ელექტრონული ფორმა ივსება შესაბამის მისამართზე: https://ceac.state.gov/GENNIV/;
  • მოწვევა;
  • კერძო ვიზიტის შემთხვევაში: მიმწვევის სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტები ;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე, ელექტრონულად ატვირთული სავიზო განაცხადის ფორმა DS160–ის შევსებისას;
  •  ცნობა  დამსაქმებლისგან (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით) გაცემული ან ნათარგმნი ინგლისურ ენაზე;
  • პენსიონერი (ცნობა და საპენსიო ანგარიშის ნომერი);
  • მოსწავლე/სტუდენტი (ცნობა სასწავლებლიდან);
  • ფინანსური უზრუნველყოფა ( მაგალითად: საბანკო ამონაწერი);
  • არასრუწლოვანის შემთხვევაში (მშბლების თანხმობა შვილის გამგზავრებაზე);
  • პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია  უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მომხმარებელთა მომსახურების საკონტაქტო ინფორმაცია:
ელექტრონული ფოსტა: support-georgia@ustraveldocs.com

  • ზარი საქართველოდან: (+995 32) 2471 160.
  • ზარი აშშ-დან: 703 988 7103.

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე http://www.ustraveldocs.com/ge_ge/ge-main-contactus.asp
 
ქ.თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: დიღმის მასივი, ბალანჩივაძის ქ.11

  • ტელ: 27-70-00; 53-23-34
  • ფაქსი: 2 53 23 22

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროს (სახელმწიფო დეპარტამენტის) ვებ–გვერდი: http://www.state.gov/
ქ. თბილისში აშშ–ს საელჩოს ვებ–გვერდი: http://georgia.usembassy.gov

 

=

https://ge.usembassy.gov/ka/visas-ka/nonimmigrant-visas-ka/ რაც შეეხება არასაემიგრაციო ვიზებს

სასწრაფო ინფორმაცია სავიზო განმცხადებლებისთვის ახალი კორონა ვირუსის შესახებ: 19 მარტიდან შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აუქმებს ყველა არასაიმიგრაციო ვიზების გასაუბრებას. ჩვენ განვაახლებთ სავიზო მომსახურებას შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში, მაგრამ ამ ეტაბზე კონკრეტული თარიღი უცნობია. სავიზო განაცხადის საფასური ძალაშია ერთი წლის განმავლობაში, იმ ქვეყანაში, სადაც გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი. დამატებითი შეკითხვებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: support-georgia@ustraveldocs.com ან ტელეფონით შემდეგ ნომერზე (995 32) 247 1160. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეერთებულ შტატებში შესვლა შეჩერებულია ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. დამატებითი ინფორმაციიცთვის ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს https://travel.state.gov/content/travel/en/traveladvisories/ea/covid-19-information.html და გაეცანით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ახალი კორონა ვირუსის შესახებ (Presidential Proclamations Regarding Novel Coronavirus).

აშშ-ს საელჩოს საკონსულო განყოფილება თბილისში პასუხისგებელია სავიზო მომსახურების უზრუნველყოფაზე მათთვის ვინც ითხოვს შეერთებულ შტატებში დროებით ვიზიტს და მათთვის ვისაც სურს განუსაზღვრელი პერიოდით ან მუდმივად დასახლება შეერთებულ შტატებში.

იხილეთ ჩვენი გლობალური მხარდაჭერის მომსახურების (Global Support Services (GSS)) ვებსაიტი სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად  ამერიკის არასაიმიგრაციო ვიზისთვის განაცხადის შეტანაზე, და არასაიმიგრაციო ვიზის კატეგორიების ცნობარზე.

=
რაც შეეხება საიმიგრაციო ვიზებს - 
 

2020 წლის 20 ივლისის მდგომარეობით არსებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ს საელჩომ თბილისში, საქართველოში, განაახლა საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო ვიზების გარკვეული კატეგორიების გაცემა, მათ შორის: საიმიგრაციო ვიზის კატეგორიები: IR / CR1, IR / CR2, IR / IH3, IR / IH4 და SB1
არასაიმიგრაციო ვიზის კატეგორიები: F1, M1 და ზოგიერთი J1, C1 / D იმისათვის რომ  შესაბამისად განვსაზღვროთ პრიორიტეტები,

სტუდენტური ვიზის განმცხადებლებმა, მათ შორის F-1, M-1 და J-კატეგორიებისთვის, რომელთა პროგრამის დაწყების თარიღებიც ახლოვდება, უნდა გამოიყენონ გადაუდებელი შეხვედრის მოთხოვნის ფუნქცია შემდეგ ბმულზე: https://ustraveldocs.com,  რათა მოგვაწოდონ ინფორმაცია სწავლის დაწყების თარიღების შესახებ,

ყველა სავიზო კატეგორიისთვის:  თუ დაუყოვნებლივ გჭირდებათ გამგზავრება,
გთხოვთ, მიჰყვეთ ინსტრუქციას, რომელსაც მიიღებთ ელ.ფოსტით: 
support-georgia@ustraveldocs.com; ასევე შემდეგი ბმულით ჩვენს ვებგვერდზე:  https://www.ustraveldocs.com/ge/; ან დარეკეთ ნომერზე: +995 32 2471 160 სასწრაფო დახმარების მისაღებად.  ყველა განაცხადი, გადაუდებელი გასაუბრების მოთხოვნის შესახებ, ინდივიდუალურად განიხილება.

განმცხადებლები H1B, H2B, H4, L ვიზების კატეგორიებზე და ზოგიერთ შემთხვევაში J ვიზის კატეგორიაზე, რომლებიც გათვალისწინებულია საპრეზიდენტო განაცხადით 10052, შეძლებენ გადაუდებელი გასაუბრების მოთხოვნას, თუ მათ აქვთ ამის მიზეზი და თვლიან, რომ  ისინი განეკუთვნებიან ერთ-ერთ გამონაკლისს, რომელიც ჩამოთვლილია საპრეზიდენტო განცხადებაში, რომელიც მოცემულია შემდეგ ბმულზე.

მიუხედავად იმისა, რომ საელჩო ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად განიხილოს თითოეული განაცხადი, მომსახურების დასრულების მოლოდინის დრო სავარაუდოდ გაიზრდება მნიშვნელოვანი შეფერხებების გამო. MRV სავიზო მოსაკრებელი მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა განხორციელდა და მისი გამოყენება შესაძლებელია გასაუბრების დასანიშნად, მადლობას გიხდით მოთმინებისა და გაგებისთვის!

შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი საიმიგრაციო ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის და საქართველოში მცხოვრები პირებისთვის ფორმდება ამერიკის საელჩოში, თბილისში.

საიმიგრაციო ვიზის მისაღებად განაცხადის შესატანად, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე იმიგრირებას ითხოვს, როგორც წესი უნდა ასპონსორებდეს აშშ მოქალაქე ან კანონიერი მუდმივი მაცხოვრებელი ახლო ნათესავი(ები), ან აშშ დამსაქმებელი, და უნდა ქონდეს დამტკიცებული პეტიცია საიმიგრაციო ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანამდე. სპონსორი იწყებს პროცესს უცხოელი მოქალაქის სახელით პეტიციის წარდგენით აშშ მოქალაქეობისა და საიმიგრაციო სამსახურში (USCIS). შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს ვიზის კატეგორიების ცნობარს (Directory of Visa Categories) usvisas.state.gov-ზე რათა მიიღოთ ინფორმაცია აშშ-ს სხვადასხვა სახის საიმიგრაციო ვიზებზე, მათ შორის ჩვენს საიმიგრაციო ვიზის (მწვანე ბარათის) პროგრამაზე. შემდეგ შეასრულეთ Immigrant Visa Process -ს, ან Diversity Visa Process -ს ინსტრუქციები usvisas.state.gov-ზე რათა დაიწყოთ განაცხადის შეტანის პროცესი საიმიგრაციო ვიზის მისაღებად.

მას შემდეგ, რაც USCIS დაამტკიცებს თქვენს პეტიციას და თქვენ დაასრულებთ წინასწარ პროცესს ვიზის ეროვნულ ცენტრში (NVC), ან თქვენ აგირჩევენ საიმიგრაციო ვიზის ლატარეაში (Diversity Visa Lottery) და დაასრულებთ დოკუმენტების გაფორმებას კენტაკის საკონსულო ცენტრში (KCC), გადახედეთ ვიზის ეროვნულ ცენტრიდან (NVC) ან კენტაკის საკონსულო ცენტრიდან (KCC) თქვენთვის გადმოცემულ ინსტრუქციებს, აგრეთვე ვებსაიტზე განთავსებულ ინფორმაციას, შემდგომი მითითებებისა და ინსტრუქტაჟისთვის.

საიმიგრაციო ვიზები

 

 

=

 

ხო, ევროკავშირთან გამარტივებული რეჟიმის  შესახებ მოგეხსენებათ - 

 

 

ინფორმაცია საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ https://mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/VisaInfoGeorgian/visa-simplified.aspx

2011 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ ხელშეკრულება. 

ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოებია:

ავსტრია

გერმანია

ნიდერლანდები

ბელგია

საბერძნეთი

პოლონეთი

ბულგარეთი

უნგრეთი

პორტუგალია

კვიპროსი

იტალია

რუმინეთი

ჩეხეთი

ლატვია

სლოვაკეთი

ესტონეთი

ლიტვა

სლოვენია

ფინეთი

ლუქსემბურგი

ესპანეთი

საფრანგეთი

მალტა

შვედეთ

სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მცირდება 60 ევროდან 35 ევრომდე.

ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღების ვადა არის 10 კალენდარული დღე. ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით ცალკეულ შემთხვევებში ან შემცირდეს 2 დღემდე. 

12 კატეგორიის პირები თავისუფლდება სავიზო განაცხადის განხილვის მოსაკრებლისაგან, მათ შორის:

  • ბავშვები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 12 წელი;
  • ახლო ნათესავები - მეუღლე, შვილები (ნაშვილების ჩათვლით), მშობლები (მეურვეების ჩათვლით), ბებია და ბაბუა, შვილიშვილები, რომლებიც სტუმრად ჩადიან წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან;
  • მოსწავლეები, სტუდენტები, ასპირანტები და თანმხლები მასწავლებლები, რომლებიც მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგში, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე სხვა სასკოლო საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით;
  • საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირები და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები პირები;
  • 13 კატეგორიის პირთათვის მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად უკვე საკმარისია მხოლოდ ერთი დოკუმენტი, მათ შორის: ახლო ნათესავებისთვის - მეუღლე, შვილები (ნაშვილების ჩათვლით), მშობლები (მეურვეების ჩათვლით), ბებია და ბაბუა, შვილიშვილები, რომლებიც სტუმრად ჩადიან წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან:

 - მასპინძელი პირის წერილობითი მოთხოვნა;
მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ასპირანტებისთვის და თანმხლები მასწავლებლებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგში, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე სხვა სასკოლო საქმიანობაში მონაწილების მიზნით:

- მასპინძელი უნივერსიტეტის, კოლეჯის ან სკოლის წერილობითი მოთხოვნა ან ჩარიცხვის ცნობა ან სტუდენტის ბილეთი ან იმ სასწავლო კურსების სერტიფიკატი, რომლებშიც აღნიშნულმა პირებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ;
საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირებისთვის და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები პირებისთვის:

- წერილობითი მოთხოვნა წევრ სახელმწიფოთა მასპინძელი ორგანიზაციის, კომპეტენტური ორგანოების, ეროვნული სპორტული ფედერაციების ან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მხრიდან;

11 კატეგორიის პირს შეუძლია მიიღოს 1 წლიანი მრავალჯერადი ვიზა, თუ მათ წინა წელს მიღებული აქვთ ერთი ვიზა მაინც და ეს ვიზა გამოიყენეს შესვლისა და ყოფნის წესების შესახებ ადგილსამყოფელი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ამის შემდეგ ამ პირებს უფლება ექნებათ მიიღონ 2-დან 5 წლამდე მრავალჯერადი ვიზა.

  • იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში ან სხვა მსგავს ღონისძიებებში და რეგულარულად მგზავრობენ წევრ სახელმწიფოებში;
  • პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სამეცნიერო, კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობაში, მათ შორის საუნივერსიტეტო და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში და რეგულარულად მგზავრობენ წევრ სახელმწიფოებში;
  • სტუდენტები და ასპირანტები, რომლებიც რეგულარულად მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგებში მონაწილეობის მიღების მიზნით, მათ შორის გაცვილითი პროგრამების ფარგლებში;
  • პირები, რომლებსაც რეგულარულად ესაჭიროებათ გამგზავრება მკურნალობის მიზნით და ის პირები, რომელთა თანხლებაც აუცილებელია;
  • და სხვა
 შესაძლებელი იქნება გარკვეული გარემოებების არსებობისას პირდაპირ გაიცეს მრავალჯერადი ვიზა 5 წლამდე მოქმედების ვადით. 

მოკლევადიანი ვიზის ფარგლებში ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნის ხანგრძლივობის (180 დღეში 90 დღე) დაანგარიშების ახალი წესი https://mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/VisaInfoGeorgian/190-80-new.aspx

2013 წლის 18 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ევროკავშირის ახალი რეგულაცია, რომელმაც დაადგინა მოკლევადიანი ვიზის ფარგლებში ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნის ხანგრძლივობის (180 დღეში 90 დღე) დაანგარიშების ახალი წესი.

თუ ადრე შენგენის ზონაში შესაძლებელი იყო 90 დღის გატარება 6 თვის მანძილზე და 6 თვიანი ვადის ათვლა იწყებოდა შენგენის ზონის ნებისმიერ ქვეყანაში პირველი შესვლის მომენტიდან, ამჯერად მესაზღვრეები განსხვავებული წესით დაიანგარიშებენ ზემოხსენებული დღეების რაოდენობას. ამიერიდან შენგენის ქვეყნებში ყოფნის მაქსიმალური დრო შეადგენს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში, ანუ საზღვარზე შემოწმებულ იქნება დაგეგმილი შესვლის მომენტისათვის ბოლო 180 დღიან მონაკვეთში რამდენი დღე დაჰყო მოქალაქემ უკვე ევროკავშირის ტერიტორიაზე და უფლება მიეცემა ამ დღეების რაოდენობით შეასრულოს 90 დღე.

დეტალური ინფორმაცია მოკლევადიანი ვიზების შესახებ განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზე:
http://ec.europa.eu/dgs/home-affairs/what-we-do/policies/borders-and-visas/border-crossing/

ამავე ვებ-გვერდის საშუალებით, სადაც მოცემულია სპეციალურად შექმნილი კალკულატორი, შესაძლებელია ევროკავშირის ზონაში ყოფნის ვადის დაანგარიშება 180 დღეში 90 დღიანი ყოფნის სისტემის მიხედვით. ასევე, მოცემულია კონკრეტული მაგალითები.

 

2011 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ ხელშეკრულება

ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოებია:

ავსტრია

ბელგია

ბულგარეთი

გერმანია

ესპანეთი

ესტონეთი

იტალია

კვიპროსი

ლატვია

ლიტვა

ლუქსემბურგი

მალტა

ნიდერლანდები

პოლონეთი

პორტუგალია

რუმინეთი

საბერძნეთი

საფრანგეთი

სლოვაკეთი

სლოვენია

უნგრეთი

ფინეთი

შვედეთი

ჩეხეთი

 
  • სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მცირდება 60 ევროდან 35 ევრომდე.

  • ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღების ვადა არის 10 კალენდარული დღე. ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით ცალკეულ შემთხვევებში ან შემცირდეს 2 დღემდე. 

  •  12 კატეგორიის პირები თავისუფლდება სავიზო განაცხადის განხილვის მოსაკრებლისაგან, მათ შორის:

    • ბავშვები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 12 წელი;

    • ახლო ნათესავები - მეუღლე, შვილები (ნაშვილების ჩათვლით), მშობლები (მეურვეების ჩათვლით), ბებია და ბაბუა, შვილიშვილები, რომლებიც სტუმრად ჩადიან წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან;

    • მოსწავლეები, სტუდენტები, ასპირანტები და თანმხლები მასწავლებლები, რომლებიც მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგში, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე სხვა სასკოლო საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით;

    • საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირები და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები პირები;

    •  13 კატეგორიის პირთათვის მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად უკვე საკმარისია მხოლოდ ერთი დოკუმენტი, მათ შორის:

    • ახლო ნათესავებისთვის - მეუღლე, შვილები (ნაშვილების ჩათვლით), მშობლები (მეურვეების ჩათვლით), ბებია და ბაბუა, შვილიშვილები, რომლებიც სტუმრად ჩადიან წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან:

      • მასპინძელი პირის წერილობითი მოთხოვნა;

    • მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ასპირანტებისთვის და თანმხლები მასწავლებლებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგში, მათ შორის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე სხვა სასკოლო საქმიანობაში მონაწილების მიზნით:

      • მასპინძელი უნივერსიტეტის, კოლეჯის ან სკოლის წერილობითი მოთხოვნა ან ჩარიცხვის ცნობა ან სტუდენტის ბილეთი ან იმ სასწავლო კურსების სერტიფიკატი, რომლებშიც აღნიშნულმა პირებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ;

    • საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე პირებისთვის და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები პირებისთვის:

      • წერილობითი მოთხოვნა წევრ სახელმწიფოთა მასპინძელი ორგანიზაციის, კომპეტენტური ორგანოების, ეროვნული სპორტული ფედერაციების ან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მხრიდან;

  •  11 კატეგორიის პირს შეუძლია მიიღოს 1 წლიანი მრავალჯერადი ვიზა, თუ მათ წინა წელს მიღებული აქვთ ერთი ვიზა მაინც და ეს ვიზა გამოიყენეს შესვლისა და ყოფნის წესების შესახებ ადგილსამყოფელი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ამის შემდეგ ამ პირებს უფლება ექნებათ მიიღონ 2-დან 5 წლამდე მრავალჯერადი ვიზა.

    • იმ პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში ან სხვა მსგავს ღონისძიებებში და რეგულარულად მგზავრობენ წევრ სახელმწიფოებში;

    • პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სამეცნიერო, კულტურულ და შემოქმედებით საქმიანობაში, მათ შორის საუნივერსიტეტო და სხვა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში და რეგულარულად მგზავრობენ წევრ სახელმწიფოებში;

    • სტუდენტები და ასპირანტები, რომლებიც რეგულარულად მიემგზავრებიან სწავლის ან სასწავლო ტრეინინგებში მონაწილეობის მიღების მიზნით, მათ შორის გაცვილითი პროგრამების ფარგლებში;

    • პირები, რომლებსაც რეგულარულად ესაჭიროებათ გამგზავრება მკურნალობის მიზნით და ის პირები, რომელთა თანხლებაც აუცილებელია;

    • და სხვა

  •  შესაძლებელი იქნება გარკვეული გარემოებების არსებობისას პირდაპირ გაიცეს მრავალჯერადი ვიზა 5 წლამდე მოქმედების ვადით.

შეთანხმება საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ

შეთანხმება საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ

Agreement Between the European Union and Georgia on the Facilitation of the Issuance of Visas

Agreement Between Georgia and the European Union on the Readmission of Persons Residing Without Authorisation 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Georgia said:

ბოლო თვეებში ვინმემ აიღო ვიზა?

სანამ შეზღუდვებია  არავის მიცემენ ვიზას  თუ რაღათქმაუნდა სამსახურებრივი მისიის არ იქნება .

 

 

    ღმერთმანი 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   18 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 15 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • Googlebot(5)
    • YandexBot(2)
    • t-90