ფორუმელი Moor Posted 28 დეკემბერი, 2020 Posted 28 დეკემბერი, 2020 გერმანიის უშიშროების სამსახურების თანამშრომლები ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებისგან მომდინარე რისკებზე საუბრობენ. მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებიც კორონავირუსის საფრთხეებს არ აღიარებენ. "არსებობს აპოკალიპტური მოსაზრებების, შეთქმულების თეორიებისა და ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმის ერთგვარი ნაკრები", - განაცხადა ბურკარდ ფრეიერმა, კონსტიტუციის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა რაინ-ვესტფალიის შტატიდან გამოცემა "შპიგელთან" საუბრისას. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის არსებობას ან მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს უარყოფენ, შესაძლოა ერთგვარი ტერორისრული ქმედებების ავტორებიც კი გახდნენ. ოქტომბერში სავარაუდოდ სწორედ იმ ადამიანებმა, რომლებსაც კორონავირუსის არ სჯერათ, იერიში მიიტანეს დაავადებათა კონტროლის რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტზე და მას ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს. ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენეს ლეიბნიცის ასოციაციის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასოციაცია გერმანიის 100-მდე დამოუკიდებელ კვლევით ინსტიტუტს აერთიანებს. თუმცა ფრეიერის თქმით, შეიარაღებული თავდასხმების უდიდესი რისკი მაინც ისეთი ინდივიდუალური ულტრა-მემარჯვენეებისგან მოდის, რომლებიც მარტონი მოქმედებენ. მაგალითად, თავდამსხმელი, რომელმაც თებერვალში, ჰანაუში იმიგრნატი ოჯახების 9 წევრი მოკლა, შემდეგ დედამისი მოკლა და თავი მოიკლა. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა