ფორუმელი Moor Posted 29 დეკემბერი, 2020 Posted 29 დეკემბერი, 2020 ირანის მთავრობამ შეაყოვნა პარლამენტის მიერ მიღებული საკამათო კანონის ამოქმედება, რომელიც ურანის გამდიდრების პროგრამის მყისიერ აჩქარებას ითვალისწინებს. ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა და თქვა, რომ ის დიპლომატიურ ძალისხმევისთვის ზიანის მომტანი იყო. იმავდროულად, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აქბარ სალეჰიმ, ცოტა ხნის წინ ინტერვიუში თქვა, რომ ქვეყანას ამ კანონის ასამოქმედებლად, რომელიც მთავრობისგან მოითხოვს ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება დაუყოვნებლად დაიწყოს, საკმარისი ფინანსები არ გააჩნია. ირანის პარლამენტმა, სადაც ხისტი პოლიტიკოსები დომინირებენ, აღნიშნული კანონი წამყვანი ირანელი ბირთვული მეცნიერის, მოჰსენ ფაქრიზადეს მკვლელობის შემდეგ მიიღო. ექსპერტებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ კანონი, რომელსაც პოტენციურად ირანის მიერ ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დროის შემცირება შეეძლება, მომავალი თეთრ სახლს დიპლომატიურ ძალისხმევას გაურთულებს. არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაუბრუნდება 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას, თუ თეირანი შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობების ჩარჩოებში დაბრუნდება. ზოგიერთმა ექსპერტმა მიანიშნა, რომ შესაძლოა ირანმა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, შეერთებულ შტატებთან მომავალ მოლაპარაკებებში ბერკეტად გამოიყენოს. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა