Jump to content
×
×
  • Create New...

დღეს მაგარ ჯგუფში შევედი


ცხენესი
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

შინაგანი მდგომარეობის გამოხატულებაა მორალი. რაღაცას რომ აკეთებ, რაც შენთვის მიუღებელია, გეუფლება უსიამოვნების განცდა, სინდისის ქენჯნა. მაგალითად, მე თუ გავალ ქუჩაში და ბავშვს დანით მივაყენებ ჭრილობას, ეს ერთი ადამიანისთვის შეიძლება ამორალური იყოს და ტედ ბანდისთვის რომ გვეკითხა, შეიძლება სრულიადაც ნორმალურ საქციელად ჩაეთვალა. შენ გაინტერესებს, ვინ არის მსაჯული ამ შემთხვევაში, მესმის, მაგრამ ეს ისეთი საკითხია, მსჯელობით ახსნას რომ ნაკლებად ექვემდებარება (თუმცა ამ მომენტში ასე ავხსნიდი, ამორალურია საქციელი, რომელიც სხვა უსამართლოდ, დაუმსახურებლად აყენებს ფიზიკურ, ან მორალურ ზიანს) და უფრო ემოციური კუთხით ავხსნიდი. ამორალურია ის საქციელი, რაზეც უსიამო, ზიზღნარევი შეგრძნება გეუფლება ადამიანს, როგორიცაა სუსტის ჩაგვრა, უსამართლოდ ზიანის მიყენება და ა.შ. 

Angels lie to keep control.

Expand  
Share on other sites

  On 12/10/2020 at 9:21 PM, fornacis said:

@Katutu არადა როგორც ვიცი ლოგიკა უკვე ისწავლება ასევე იუმორიც იქნებ მორალიც 

Expand  

ეგ დაზეპირებული იუმორი და ლოგიკაა. ხომ ხვდები რას ვგულისხმობ?

ულტიმეტჩოფერი

Expand  
Share on other sites

  • ფორუმელი

@Darkness მოდი ესე დავიწყებ სადღეგრძელოში ცუდი არაფერი და არც სალობიეში რაღაც კლე კანტორებს სალობიეს რომ ადარებენ ხოლმე ნეტა ბევრი კარგი სალობიე იყოს :დ და სადღეგრძელო რეალურად სანამ ღრეობამდე გადავა (მოდი ღრეობაზე არ ვიბაზროთ სხვა თემაა საერთოდ) არის ის რომ ადამიანები ერთმანეთს კარგ რაღაცებს ეუბნებიან უსურვებენ ან ამხნევებენ სინამდვილეში ჩვეულებრივი ამბავია მე რომ შენ გითხრა მინდა რომ კარგად იყო ჩვეულებრივი ნათქვამია მაგრამ ამის თქმის დროს ჭიქაც რომ მეჭიროს ხელში უკვე სადღეგრძელოა რავიცი ჩემი აზრით ეს არის განსხვავება ნუ სუფრაზე უფრო მეტი ინტენსივობით და დოგმებით მოდის ეს ყველაფერი რაღაც თანრიგით და ამიტომ უკვე მოსაწყენია ხოლმე როცა ყურია მიჩვეული მაგრამ მაინც სიტყვას ძალა აქვს და მოქმედებს შენზე ამიტომ როც ამბობენ რომ უნდა დაიცვა ოჯახი უნდა გქონდეს პრინციპები და რაც ჩამოთვალე წეღან რელიგიის გარდა ეგ ყველაფერი აძლიერებს ადამიანს ნუ ზოგს რელიგიაც ბუნებრივია ანუ ცუდი არ არის მაგაში არაფერი და ჩვენ თავში შეცდომის და ნაკლის პოვნას არ გამორიცხავს ეგ მანდაც მორალი თითქოს ბუნდოვანი ხდება თუ ჩარჩოში მოაქცევ იმიტომ რომ თუ მე კაცი მოვკალი მაშინ აღარ უნდა მქონდეს სხვისთვის მორალურად იმის თქმის უფლება რომ შენ არ მოკლა კაცი ხვდები ? ხოდა როგორი ცუდი ადამიანიც არ უნდა იყოს აქვს მაინც ყველას კარგის თქმის უფლება მინიმუმ საკუთარი შეცდომიდან გამომდინარე რომ მოგიწოდოს თორე მასე რომ გავყვეთ ქვეყანაზე სიტყვის თქმის უფლება არავის დარჩება 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

თქვენ გეცოდინებათ, ათას ჯგუფებში შესული ხალხი ხართ - დღეს ინექსის საიტზე სადღაც მოვკარი თვალი რეისებიო და მაშინ არ დამიჭერია და ეხლა ვეღარ ვპოულობ. სად შეიძლება ვნახო რეისების განრიგი?

ჰა???

 

Edited by საწყალი ოსვალდო რიოსი

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Expand  
Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor

მომილოცავს წარმატება, ახლა გასაგებია ტანკს რატომ არ უთმობთ შეიარაღების განყს.
p.s. როგორი საჩქმეტი ლოყები გქონიათ, ბატონო ირაკლი :biggrin:

@Caesar
და საიდან მოდის ეს უსიამოვნების განცდა? სოციალიზაციის შედეგად დასწავლადია თუ ადამიანს შინაგანად მოჰყვება?
 

  On 12/10/2020 at 9:45 PM, Caesar said:

ამორალურია ის საქციელი, რაზეც უსიამო, ზიზღნარევი შეგრძნება გეუფლება ადამიანს, როგორიცაა სუსტის ჩაგვრა, უსამართლოდ ზიანის მიყენება და ა.შ. 

Expand  

და იმ შემთხვევაში რა ხდება, როცა ჩვენმა აღქმამ თუ სხვა რამემ შეგვაცდინა? მაგალითად, გვეგონა რომ სუსტს და დაუცველს ჩაგრავდნენ, ჩვენს მას გამოვექომაგეთ, მაგრამ რეალურად ის სუსტი და დაჩაგრული ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი აღმჩნდა? მაგ. საკუთარი სურვილით, მოგიწია ეშმაკის ადვოკატობა, მაგრამ სანამ ადვოკატი იყავი, გეგონა რომ სიკეთის და ღირსების მხარეს ხარ. ამ მოცემულობაში, შენი კომპასი საით იხრება? სადაა რეალობა?

Share on other sites

  • ფორუმელი

@Katutu არ ვიცი რავი რა გითხრა ყველაფერი ხდება რა კონკრეტულმა ინდივიდმა რომელსაც საბაზისო უნარება 25 წლის ასაკში ასწავლეს შეიძლება ისეთი ლოგიკური ჯაჭვი დაგიდოს შენც ვერ გაწვდე მგონია რომ ყველას ყველაფერი შეუძლია 

Share on other sites

  On 12/10/2020 at 7:57 PM, Caesar said:

ადრე თუ გვიან მორალურ პრინციპებსა და "კარგად ყოფნას" შორის არჩევანის გაკეთება ყველას მოუწევს, თუმცა ღირსეული ადამიანისთვის, მორალურ პრინციპებზე გადაბიჯების შემდეგ აღარც "კარგად ყოფნა" არსებობს. ამიტომაც, პატიოსანი და ღირსეული ადამიანები, უმეტესად "უკან რჩებიან", ხოლო გაქნილი, გაიძვერა და ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანები კი "წინ მიიწევენ", იშვიათი შემთხვევების გარდა.

Expand  

რომ არ გადავაბიჯე მორალს, იმიტო გამომიყენა ტუალეტის ქაღალდივით ამორალურმა სამშობლომ და მომისროლა შორს. გადასარევად არიან ისინი, ვინც არაერთგზის იკადრეს ის რაც არ ვიკადრე მე.  ჩემი ოქრო არ ჩხრიალერბს, სხვისი ბამბა ჩხრიალებს, ნეხვიც კი ჩხრიალებს.

 

 

Expand  
Share on other sites

  • ფორუმელი

რაღაც ნაწილი ალბათ დასწავლადია და შესაბამისად, ცვალებადიც. თუმცა, ჩემი აზრით, არის რაღაც უცვლელი, რაც დაჰყვება ადამიანს. 

მაგ კონკრეტული მაგალითისთვის იმას გეტყვი, რომ ნაჩქარევი დასკვნები არ უნდა გამ.ოვიტანოთ არცერთ სიტუაციაში, მაგრამ, თუ კი მაინც შევცდით და ცხვრის ტყავში გადაცმულ მგელს გამოვექომაგეთ, უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომა და მოვიბოდიშოთ. ეს შეცდომა ამორალურ ადამიანად არ გვაქცევს, რადგან შეცდომა იყო. ამორალური საქციელის ჩადენის შემდეგაც არ არის ადამიანი "ჩასარეცხი". აღიარებას, გააზრებას და მონანიებას დიდი ძალა აქვს. 

Angels lie to keep control.

Expand  
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   17 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 17 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(4)
    • YandexBot(2)