Jump to content
×
×
  • Create New...

ბაიდენი: თეთრი სახლი ხელისუფლების გადაცემას აბრკოლებს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-a0f9559e209c9ed6dc81fe58f9374559.jpeg

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 28 დეკემბერს განაცხადა, რომ ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოები პრეზიდენტ ტრამპის პირობებში სრულიად დაცლილია. ბაიდენმა კრიტიკულად შეაფასა წარმავალი ადმინისტრაციის მხრიდან ხელისუფლების მისი გუნდისთვის გადაბარების პერიოდში, ინფორმაციის მწირი მიწოდება.  „ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვიღებთ საჭირო ინფორმაციას წარმავალი ადმინისტრაციისგან ეროვნული უსაფრთხოების კრიტიკულ მიმართულებებზე. ვფიქრობ, ეს არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლობა“, - თქვა მან. ბაიდენმა აღნიშნა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი მის გუნდს საჭირო ინფორმაციას არ აწვდის. პენტაგონმა ეს უარყო და განაცხადა, რომ ბაიდენის გუნდის 181 ინფორმაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 163 გასაუბრება ჩაატარა. „ჩვენ ვიხილეთ თავდაცვის დეპარტამენტის, მენეჯმენტის და ბიუჯეტის ოფისის მხრიდან დაბრკოლებები“ - თქვა ბაიდენმა, თავის საგარეო პოლიტიკის გუნდთან შეხვედრის შემდეგ. ბაიდენს ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, ისეთ გამოწვევებთან მოუწევს გამკლავება, როგორიცაა ურთიერთობები ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან. ამასთან, არჩეულ პრეზიდენტს ახალი კორონავირუსით შექმნილ ეკონომიკურ სირთულეებთან მოუწევს გამკლავება.  პრეზიდენტი ტრამპი 3 ნოემბრის არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და 23 ნოემბრამდე მისი ადმინისტრაცია ხელისუფლების გადაბარების ტრადიციულ პროცესს აყოვნებდა. ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share