ფორუმელი Moor Posted 27 ოქტომბერი, 2020 Posted 27 ოქტომბერი, 2020 თქვენს ცხოვრებაში რამე ისე თუ არ ხდება, როგორც გინდათ, რომ მოხდეს, ესეც კომუნიკაციის შეცდომაა – რაღაცას ისე არ ვაკეთებთ, როგორც საჭიროა. რატომ არის კომუნიკაცია უნივერსალური? იმიტომ, რომ თუ არ მაქვს ურთიერთობები დალაგებული სამსახურში, ეს ნიშნავს, რომ მეშლება სხვებთან კომუნიკაცია. არ აკეთებს ჩემი შვილი რაღაცას ისე, როგორც მე მინდა, ეს ნიშნავს, რომ შეცდომა მომდის ურთიერთობებში. არ მაქვს აწყობილი საქმე შეყვარებულთან, ესეც ნიშნავს, რომ არ იცით, როგორ ესაუბროთ სწორად მას და ა.შ. ამიტომ გამოდის, რომ თუ კომუნიკაციის კანონზომიერებებში ადამიანი ერკვევა, ფაქტობრივად, მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე ლაგდება, როგორც თვითონ უნდა. როდესაც ვფიქრობთ, რა ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში, აზრები მოგვდის. აზრების შემადგენელი ნაწილი იგივე სიტყვებია, როგორც ჩვენ ვკომუნიცირებთ. თქვენს თავში თქვენ ფიქრობთ. შესაბამისად, რა აზრიც მოგივათ, ანუ რასაც გაიფიქრებთ, ისე აფასებთ თქვენს ცხოვრებას. მე შემიძლია ვთქვა, ცუდად მიცხოვრია ან კარგად მიცხოვრია. რასაც თქვენ იხსენებთ, იქიდან 99% ურთიერთობებს ეხება. ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანისთვის. „ურთიერთობის პროცესი არის ურთიერთზეგავლენა და ურთიერთობის შედეგი კი ის ემოცია, რასაც ჩვენ ერთმანეთზე ვტოვებთ. ადამიანმა, რომელსაც ურთიერთობისას არ შეუძლია გარკვეული ტიპის ემოცია დატოვოს, ჩათვალეთ, რომ ტყუილად ილაპარაკა. “ როგორც წესი, ადამიანები, საერთოდ არ აკვირდებიან ამ პროცესს. ყურადღების მიღმა რჩებათ. ისინი, ძირითადად, ახმოვანებენ თავიანთ სურვილებს. ანუ ჩვენი კომუნიკაცია არ არის ხოლმე შედეგზე ორიენტირებული. მე ვამბობ, მე რა მინდა. მაგრამ რატომ უნდა გააკეთოთ თქვენ ის, რაც მე მინდა, ამაზე არ მიფიქრია. არის სიტუაცია, რომ თანამშრომელს რაღაცას მკაცრად ეტყვი და ის მუშაობს. მაგრამ არის სიტუაციაც, როცა მკაცრად ეტყვი და ვეღარ მუშაობს. ანუ სხვადასხვა რეაქციებს იძლევა. აქედან გამომდინარე, რას ნიშნავს შედეგიანი კომუნიკაცია? შედეგი რა მინდა მივიღო, ის რომ გული მოვიფხანო თუ ის, რომ ამან იმუშაოს? თუ მე მინდა, რომ ამან იმუშაოს, მაშინ ჩემი კომუნიკაცია სწორდება შედეგის მისაღებად და არა მე თავში რა აზრები მომივა. ესე იგი, კომუნიკაციას აზრი არ აქვს, ერთმანეთთან ურთიერთობას აზრი არ აქვს, თუ ის არ არის შედეგისთვის გათვლილი. მაგალითად, მინდა, რომ ჩემი ბავშვი კარგად სწავლობდეს და ვუყვირი, ისწავლე, ისწავლე! ისწავლის? არ ისწავლის, ცხადია. ამას ვამბობ, რომ დაფიქრებულები თუ ვიქნებით, თქვენი ენა გახდება გაცილებით სწორი გავლენების მომხდენი. თქვენ გგონიათ, რომ ადამიანებს საუბრის შინაარსები ახსოვთ?! მათ ახსოვთ თავიანთი დასკვნის ემოცია თქვენს საუბარზე. ზუსტად შინაარსს ვერ გაგიმეორებს. კომუნიკაციის მთელი ხიბლი ის არის, რომ მე უნდა ვიცოდე, როგორ აღვძრა თქვენში რაღაც ემოციები და შენც უნდა იცოდე, როგორ აღძრა შენს თავში ის ემოციები, რომელიც გჭირდება. მე თუ ვიტყვი, რომ ბედნიერი არ ვიქნები, სანამ მილიარდი არ მექნება. ჩემს თავში ვაკეთებ ბარიერს სხვა ემოციური განცდებისთვის და სანამ მილიარდი არ მექნება, მე ვერსად ვიგრძნობ ბედნიერად თავს. თუ მე ეს ბარიერი მოვხსენი, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს თქვენ რომ გნახოთ, ამის გამოც დავდგე კარგ ხასიათზე. არის კიდევ ერთი მომენტი – ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ გარშემო ყველაფერი ისე ხდებოდეს, როგორც მოგვწონს. ისედაც რომ დაფიქრდეთ, თუ საკუთარ თავს ვერ ვმართავ, როგორ უნდა შევძლო სხვისი მართვა?! ამიტომ თუ ჩვენ გვაინტერესებს თანმიმდევრობა, ყველაფერს ვალაგებთ ჯერ საკუთარ თავთან, მერე უკვე ძალიან კარგად ვერკვევით, რა უნდა გავაკეთოთ გარეთ, რომ სახლში, სამსახურში ან სხვა ადგილებში ის სიტუაცია და ის ემოცია გვქონდეს, რაც გვჭირდება. აი, ეს არის არსი საკუთარ თავთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის. ფსიქოლოგი ზურა მხეიძე. Onlineacademia.ge პროექტები მოზარდებისთვის პროექტები ზრდასრულებისთვის The post „სწორი კომუნიკაცია სხვებთან და საკუთარ თავთან“ – ფსიქოლოგი ზურა მხეიძე appeared first on აზროვნების აკადემია. View the full article Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა