Jump to content
×
×
  • Create New...

„პოლიტკორექტულობის შესახებ“ – ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი


Moor
 Share

Recommended Posts

მე არ  გამოვდივარ  პოლიტკორექტული გამოთქმების წინააღმდეგ. შეიძლება პოლიტკორექტული გამოთქმები აუცილებელიც იყოს. თუ სვანზე ანეკდოტს მოვყვები სვანთან  და მას არ სიამოვნებს, გავჩერდები, რა თქმა უნდა, და შეიძლება რაღაცა პოლიტკორექტულად ვთქვა; მაგრამ სხვა სვანთან, სხვა პიროვნებასთან, ნაკლებად ანგაჟირებულთან მოვყვები და მასაც გაეცინება და მეც. ჩემზე როგორც ქართველზე რომ ყვებიან ანეკდოტს, ან რაღაცას იტყვიან, მე არანაირად არ მწყინს. თუ გინახავთ, დოლზე რომ უკრავს სომეხი კაცი და ხან სომხურად დაუკრავს, ხან ქართულად, ხან აზერბაიჯანულად და როგორი სტერეოტიპული ჟესტებით აკეთებს ამას, მათ შორის ქართველებზეც. ეს არ მწყინს, ალბათ, რაღაცა დაინახა ჩემში, ჩემს ხასიათში და ის გამოკვეთა. თუ ვიტყვი, რომ, აი, ეს არაპოლიტკორექტულად გააკეთა და როგორ გაბედა ასეთი რამ, ის აღარ დაუკრავს ჩემთან და ასეთ ხალხთან ცოტა ძნელია ურთიერთობა. არსებობენ დაგეშილი ადამიანები, მსჯელობისას რომ არ აგყვებიან და რთულია მათთან ურთიერთობა; მამარდაშვილის ნათქვამია, რომ არსებობს ბლოკის სიტყვა, რომელიც ჩაენაცვლება მსჯელობას და მზადაა ჩაგარტყას თავში ეს „ბლოკი“ და მედუზა გორგონასავით გაგაშეშოს.  

პოლიტკორექტულობას არა აქვს კრიტერიუმი, გარდა იმისა, რომ არ ვაწყენინო სხვას, არ მივაყენო სხვას ტრავმა. პლატონი გვეტყოდა, რომ არ მინდა ამ ადამიანს ტრავმა მივაყენო, ლოთია, დავუშვათ, და თავის ლოთურ სუბკულტურაში ცხოვრობს და ყოველდღე თვრება, ნარკოტიკს მოიხმარს და ვიცი, რომ იღუპავს თავს. პლატონი ეთქვა იცი რა, მე ახლა პოლიტკორექტულობის გამო ასეთი ცხოვრების წესზე და ჩემს დიალოგს, „სახელმწიფოს“ მერვე წიგნს აღარ დავწერ, რადგან იქ ამაზე ვლაპარაკობ, პლატონი, ცხადია, პლატონი აღარ იქნებოდა.

შავკანიანები რომ არ არიან თეთრკანიანების თანასწორი, ეს არ იყო პოლიტკორექტული; ეს იყო აგებული რელიგიურ, ქრისტიანულ იდეებზე, მარკ ტვენზე და არანაირი პოლიტკორექტულობა იქ არ იყო. იქ იყო ჭეშმარიტებაზე აგებული რევოლუცია. ადამიანი თუ ჭეშმარიტებას მისდევს, შეიძლება საერთოდ არ იყოს პოლიტკორექტული, უბრალოდ იყოს დელიკატური და მეტი არაფერი. პოლიტკორექტულობა დელიკატურობა არ არის. პოლიტკორექტულობამ შეიძლება საერთოდ აგიკრძალოს რაიმე თემის წამოწევა. როგორც ტაბუირებულის და ლოგოსის ტრადიცია, არცერთ თემას ტაბუირებულად არ თვლის. შენ შეგიძლია ყველაფერი გაარჩიო. შეიძლება პოლიტკორექტულიც იყო და დელიკატურიც, შეიძლება პოლიტკორექტული იყო და დელიკატური არ იყო და „გადაუარო“ სხვას ვინც განსხვავებულს ამბობს. დელიკატური თუ ხარ და ჭეშმარიტებას იცავ, შეიძლება პოლიტკორექტული არ იყო, რომელიღაც მომენტში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჭეშმარიტება გულისხმობს გარჩევას და გარკვეულ იერარქიზაციას. იერარქიზაცია უკვე პოსტმოდერნულ და პოლიტიკური კორექტულობის დისკურსში აღიქმება როგორც გარკვეული ტიპის ძალადობა.

მე მაქვს პირადი გამოცდილებები… ვესწრებოდო მოხსენებას ფილოსოფიაზე,  იყო რაღაც კონფერენცია სტამბულში თუ ბუდაპეშტში. გამოდის მომხსენებელი ქალი  და ამბობს ასეთ რამეს: კაცებმა, პლატონმა და პითაგორამ, შექმნეს ისეთი ფილოსოფია, სადაც იდეების სამყარო ემიჯნება მატერიალურ სამყაროსო და ამით გააკეთეს მასკულინური დომინაცია ქალებზეო. მატერია ქალია, იდეა კაციო და პლატონმა სპეციალურად შექმნა ეს, რათა კაცების დომინაცია დაემყარებინა ქალებზეო. მანამდელი ფილოსოფოსებთან იმათ კიდევ არა  უშავდათო აზელილი იყო ეს ყველაფერი, მატერია და იდეა ერთად იყო წარმოდგენილიო; ამიტომ მათ ფილოსოფიაში ქალისა და კაცის თანასწორობაზე კიდევ შეიძლება გველაპარაკაო; ამ პლატონმა მოწამლა ყველაფერი და გამოაცხადა მამაკაცის დომინანტობა ქალზეო. რა კავშირშია საერთოდ?

122700279_913912579141593_55462757607979ეს თანამედროვე ფემინისტური აჯენდა გადაჰქონდა  უძველეს ფილოსოფიაზე. პირიქით,პლატონი პირველი ფილოსოფოსია, ვინც „სახელმწიფოს“ მეხუთე წიგნში  ამბობს ქალისა და კაცის თანასწორობას. იმავე კონფერენციაზე, სხვა მოხსენებაზე, უარესიც მოხდა: სერბი გოგო იყო, პლატონის „სახელმწიფოს“ ეს დიალოგი ახსენა  და თქვა, რომ პლატონის მეხუთე წიგნში პირველად წარმოჩნდა, რომ ქალიც შეიძლება პოლიტიკოსი იყოსო და ა.შ. … და მერე ილაპარაკა ქალების როლზე ფილოსოფიის ისტორიაში და ეს უფრო უნდა წარმოჩნდესო. პითაგორას მასწავლებელი ქალი იყო და ეს უნდა დაიწეროს, მაგრამ არ წერიაო. იქ ჰიპათიაზეა პატარა ინფორმაციაო და ისედაც ცოტა გვაქვს ჰიპათიაზე ინფორმაცია, ჩაქოლეს ქრისტიანებმა ალექსანდრიაში მეხუთე საუკუნეში. მწირი ინფორმაცია არსებობს, რომ იგი მუშაობდა ასტრონომიაზე და გამოკვლევები ჰქონდა არცთუ ორიგინალური, მაგრამ საინტერესო პიროვნება იყო აშკარად. ცხადია, ქალებიც რომ იყვნენ ფილოსოფიაში, ის უნდა წარმოვაჩინოთ, პრობლემა არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს „ფემინისტური ფილოსოფია“ მომხვდა ყურში და მე ვიკითხე, მესმის-მეთქი ქალების როლი ფილოსოფიის ისტორიაში უნდა წარმოაჩინო, მაგრამ ცოტა ვერ გავიგე ფემინისტური კუთხით რომ უნდა წარმოაჩინო, ეს რას ნიშნავს-მეთქი? ის ძველი ქალები არ ფილოსოფოსობდნენ როგორც ქალები. ბერძნებმა შექმნეს ,,გონიერი სულის“ კატეგორია-მეთქი. ეს ,,გონიერი სული“ უკვე აღარ გულისხმობს  სქესს, ამიტომ ისინი ფილოსოფოსობდნენ როგორც ფილოსოფოსები და წარმოუდგენელია ჩემთვის ფემინისტური ფილოსოფია, ისევე როგორც ფემინისტური მათემატიკა-მეთქი. პითაგორას თეორემა შეიძლება წარმოაჩინო ქალურად ან კაცურად? არის სქესი ამაში? ნეტავი არ მეთქვა. იმიტომ რომ, ორი ქალბატონი იყო ბოსტნიიდან, „გადამიარეს“. მე უკეთესი ვთქვი, ის კი არ მითქვამს, ქალი და კაცი განსხვავებულია და კაცი უპირატესია, პირიქით, რომ საერთოდ განსხვავება არ არის იმ ყველაზე მაღალ სფეროში, რასაც ფილოსოფია ჰქვია და ეს თურმე არ ჯდება მათ ფემინისტურ დისკურსში. ის კი არ უთქვამთ მართალი ვიყავი თუ მტყუანი. არა, უბრალოდ, საერთოდ არ ჯდებოდა მათ დისკურსში, მათ ვნებაში, მათ თავისი სტრუქტურა ჰქონდათ ხედვის, ამიტომ „გადამიარეს“. ჩემზე თქვეს, რომ ეს საერთოდ რატომ დადის ამ რესპექტაბელურ კონფერენციებზეო.

მე ვიკითხე-მეთქი და მე იმას კი არ ვამბობ, რომ საერთოდ კაცების  დომინაცია უნდა იყოს  ფილოსოფიის, მაგრამ არის ობიექტური ფაქტი, რომ უფრო მეტი კაცი იყო ფილოსოფიის ისტორიაში. რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს, როცა ქალებსაც იგივე განათლება ეძლევათ და ადრე ქალები მოქალაქეებიც არ იყვნენ და განათლებასაც არ იღებდნენ. ეს შეიძლება შეიცვალოს და იცვლება კიდეც ახლა, მაგრამ იმ პერიოდში ფილოსოფიის ისტორია რასაც ჰქვია და ჩამოყალიბდა ამდენსაუკუნოვანი ისტორია, მეექვსე საუკუნიდან ჩვენს ერამდე, ძირითადად კაცები იყვნენ ფილოსოფიის უდიდესი ფიგურები. ვერ წაუხვალ ამას ვერსად. კი ბატონო, ქალებიც უნდა წარმოვაჩინოთ და მე ვამბობ, რომ ქალებსაც იგივე შეუძლიათ, რაც კაცებს. ეს არ მოეწონათ, იმიტომ, რომ უნდოდათ თავისებური გაგება მოეხვიათ თავზე ფილოსოფიის ისტორიისთვის.

თუ ასეთი სიტუაციაა, რომ ვინ ვის გაუჭრის ამ პოლიტკორექტულობის კარტს, ქაოსი იქმნება. ფემინისტს თავისიანი უნდა, დავუშვათ, რასიულ უმცირესობას თავისი, სექსუალურ ურთიერთობას თავისი აჯენდა და ამ აჯენდებს შორის არის კამათი. ვისი აჯენდა უფრო მნიშვნელოვანია, არბიტრი მათ შორის არ არის. ცხოველთა უფლებები ავიღოთ, ბუდაპეშტში ვიყავი ერთი წლით, როგორც ვთქვი, და იქ იყო სტუდენტების მონოლოგები, როგორ იჩაგრებოდნენ თავიანთ ქვეყნებში და ყველას თავისი პირადი ისტორია მოქონდა. ერთი სერბი გოგონა იყო და დაუწყო გინება ფემინისტებს.

თქვე ფარისევლებო, ქალების უფლებებს კი იცავთ, მაგრამ თქვენი მოძმე ცხოველების უფლებებს რატომ არ იცავთო და ჰამბურგერებს რატომ ჭამთო? ვინც ცხოველის ხორცს ჭამს, ის ჩამორჩენილია და ის საერთოდ ფუნდამენტურ უფლებას არღვევს სხვა ცოცხალი ორგანიზმის და დაიწყო ლაპარაკი ასეთი რაღაცეების. პრინციპში რატომაც არა? თუ ჭეშმარიტების კატეგორიაა, შეიძლება გააუქმო ადამიანის კატეგორიაც რადიკალური განსხვავება ცხოველსა და ადამიანს შორის, პირუტყვსა და მე მეტყველს შორის ეს რადიკალური განსხვავებაც შეიძლება მოსპო. ისევ ჩემს გამოცდილებას გეტყვით: კონფერენცია მზადდებოდა და უცხოეთიდან ჩამოვიდა გოგონა, ჩვენი  კოლეგა, ავსტრიიდან, თუ არ ვცდები; თქვა, რომ მათ უნდოდათ კონფერენციის ჩატარრება ცხოველთა უფლებებზე ჩვენთან. ყველაფერმა კარგად ჩაიარა… უცებ დაიწყო ლაპარაკი რაღაც ტერმინით ცხოველების ღირსებაზე და გამოვფხიზლდი. მეთქი, უკაცრავად, რა თქვით ცხოველების ღირსება? ეს ვერ გავიგე, შეგიძლიათ ამიხსნათ-მეთქი? გაპარებენ რაღაც ტერმინს, რომელსაც შენ არ თანხმდები. ჩემთვის ღირსების კატეგორია არის ადამიანური კატეგორია-მეთქი და ღირსება მესმის ასე, რომ რა არის კარგი და რა არის ცუდი. ცუდის გაკეთება ადვილია, კარგისა ძნელი. ჩვეულებრივად ეგრეა, ხომ? პლატონიც ამბობს რომ სიმახინჯე ადვილია, მშვენიერება ძნელია. ქრისტიანობაში ასეა, რომ ვიწროა და მძიმე გადარჩენისა და სიკეთის გზა, ამიტომ ცოტანი ირჩევენ მას, და პირიქით, დაღუპვის გზა ფართოა და ბევრი ირჩევს. ანუ ღირსება ასე მესმის, რომ შენ გესმის რა არის სიკეთე, რომელიც ძნელიც შეიძლება იყოს, მაგრამ მაინც ირჩევ ამ სიკეთეს,მიუხედავად ყველაფრისა, და ეს გქმნის შენ ღირსეულად და, მით უმეტეს, ჩვევას თუ იყალიბებ, რომ ცხოვრების მანძილზე ამეებს აკეთებ, ეს ჩვევაში გაქვს გადასული, მაშინ ძალიან კარგი ადამიანი ხარ უკვე. ღირსეული ადამიანი ესაა. ცხოველის ღირსება რა არის მეთქი? ამ კატეგორიებში ჯდება თუ სხვა რამეს გულისხმობთ-მეთქი? ეგრევე მითხრეს, შენ ხარ ლოგოცენტრისტიო; გავშრი, მედუზა გორგონა. მედუზა გორგონა გაშეშებს. ვიფიქრე, ეტყობა, რაღაცა საშინელება ვთქვი. ჰაჩიკო ხომ გახსოვთ? იაპონელი ძაღლი,რომელიც 20 წელი მიდიოდა სადგურზე და პატრონს ელოდებოდა, ჰაჩიკო რატომ მიდის იმ ვაგზალზე, სანამ არ დაწერს ან იტყვის? არ ვიცი.

ჩვენ რომ ძეგლი ავუგეთ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანური განცდები გადავიტანეთ მასზე, მასში დავაფასეთ ეს განცდები და მას რა განცდები ჰქონდა საიდან უნდა ვიცოდე? სანამ არ დაწერს ან არ იტყვის და ვერასდროს დაწერს და ვერ იტყვის. ის პირუტყვია და მე მეტყველი და ჩვენს შორის რადიკალური წყვეტა არის. შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი აზრი იყო და ვთქვი უბრალოდ. წამოვაყენე საკითხი, მაგრამ გარჩევა ჩემთან არ დაუწყიათ. ეგრევე მე მოვიცელე, იმიტომ რომ მე ვიყავი ლოგოცენტრისტი; კომპლიმენტად მიმეღო თუ არ მიმეღო ეგეც არ ვიცოდი. რა თქმა უნდა, მივხვდი იმ ტონით, როგორითაც მითხრეს, კომპლიმენტი ნამდვილად არ იყო. არც აგიხსნიან რატომ ხარ ცუდი. ამიხსენი, იქნება მართლა ცუდი ვარ და ლოგოსი თუ არის იმაში, შენ მე რაშიც მაკრიტიკებ, მსჯელობის სხივი დავინახე და შემიძლია, რომ გავყვე ამ სხივს, იქნება და გაღიარო მართლა. იქნება და ვთქვა, რომ ამიერიდან მეც ვეგეტარიანელი ვხდები. ამდაგვარი გადაწყვეტილებაც შეიძლება მივიღო, თუ ამიხსნი.

პოლიტკორექტულობა შეიძლება, როგორ ვთქვა, თავისი რბილი და დადებითი გაგებით, გულისხმობდეს იმას, რომ მე დელიკატური ვარ სხვასთან და იმას არ ვამბობს მასზე, რაც მას არ უნდა რომ ვთქვა, მაგრამ როცა პოლიტკორექტულობა იკავებს ჭეშმარიტების ადგილს  და პოლიტკორექტულობა ამოზრდილია იმ პოსტმოდერნულ ფილოსოფიაზე, სადაც ჭეშმარიტება გაუქმებულია მაშინ  პოლიტკორექტულობა აუცილებლად შეეჯახება ჭეშმარიტებას და იმ ადამიანებს, ვინც ჭეშმარიტების კატეგორიებით ფიქრობს.

 

ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი

 

?Onlineacademia.ge

103896391_271804094140129_92123150028662      

?პროექტები მოზარდებისთვის 

77032811_2502477173365553_53710914095100

?პროექტები ზრდასრულებისთვის 

73178208_2178568369111429_37884432313441

The post „პოლიტკორექტულობის შესახებ“ – ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი appeared first on აზროვნების აკადემია.

View the full article

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

  • ფორუმელი
On 11/6/2020 at 5:28 PM, Moor said:

პოლიტკორექტულობას არა აქვს კრიტერიუმი, გარდა იმისა, რომ არ ვაწყენინო სხვას, არ მივაყენო სხვას ტრავმა. პლატონი გვეტყოდა, რომ არ მინდა ამ ადამიანს ტრავმა მივაყენო, ლოთია, დავუშვათ, და თავის ლოთურ სუბკულტურაში ცხოვრობს და ყოველდღე თვრება, ნარკოტიკს მოიხმარს და ვიცი, რომ იღუპავს თავს. პლატონი ეთქვა იცი რა, მე ახლა პოლიტკორექტულობის გამო ასეთი ცხოვრების წესზე და ჩემს დიალოგს, „სახელმწიფოს“ მერვე წიგნს აღარ დავწერ, რადგან იქ ამაზე ვლაპარაკობ, პლატონი, ცხადია, პლატონი აღარ იქნებოდა.

 

:boli:

 

On 11/6/2020 at 5:28 PM, Moor said:

პოლიტკორექტულობა შეიძლება, როგორ ვთქვა, თავისი რბილი და დადებითი გაგებით, გულისხმობდეს იმას, რომ მე დელიკატური ვარ სხვასთან და იმას არ ვამბობს მასზე, რაც მას არ უნდა რომ ვთქვა, მაგრამ როცა პოლიტკორექტულობა იკავებს ჭეშმარიტების ადგილს  და პოლიტკორექტულობა ამოზრდილია იმ პოსტმოდერნულ ფილოსოფიაზე, სადაც ჭეშმარიტება გაუქმებულია მაშინ  პოლიტკორექტულობა აუცილებლად შეეჯახება ჭეშმარიტებას და იმ ადამიანებს, ვინც ჭეშმარიტების კატეგორიებით ფიქრობს.

 

+1

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share