ფორუმელი Moor Posted 28 ნოემბერი, 2020 Posted 28 ნოემბერი, 2020 (შესწორებული) ძალადობის ერთ-ერთი ფორმა არის იგნორი. მირჩევნია გამაკრიტიკო, რაიმე ნეგატიური მითხრა, ვიდრე საერთოდ ურეაქციოდ დამტოვო. ეს ნიშნავს, რომ არაფერს წარმოვადგენ შენთვის. სხვათა შორის, ხშირად სამსახურის დატოვების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ იგნორირებაა ხოლმე. აქ საქმე სწორედ აღიარებაშია. ადამიანს ყველა ასაკში სჭირდება ყურადღება, რადგან ყველანი ეგოცენტრულები ვართ და გვაქვს მოთხოვნილება, რომ დაგვინახონ, შეგვამჩნიონ. ბავშვების შემთხვევაშიც ძალიან აშკარაა – როდესაც არ აქცე ყურადღებას, რა უკუკავშირს იწვევს ეს? მხოლოდ მშობლის სახლში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ბავშვს ყურადღებას აქცევ, თუ ერთხელაც არ გაიხედავ მისკენ, მუდამ კომპიუტერში, ტელეფონსა თუ საკუთარ საქმეში ხარ თავჩარგული და გართული; ამ დროს იწყებს ბავშვი დექსტრუქციულ ქცევას, რომ შენი ყურადღება მიიპყროს – რაღაცას გატეხავს, გააფუჭებს. იგნორირებაზე მტკივნეული არაფერია, რადგან ყველა ადამიანური შიში სიკვდილს უკავშირდება. იგნორირება კი საკუთარ არსებობაში აეჭვებს ადამიანს. ყველა ძლიერი კვლევა ამას ამტკიცებს, რომ ურთიერთობები უმთავრესია. მაგრამ თუ ეს ურთიერთობები არაჯანსაღია, ან საერთოდ არაა უკუკავშირზე აგებული, მაშინ იწყება დიდი დისკომფორტი. Edited 19 თებერვალი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 4 იანვარი, 2021 Posted 4 იანვარი, 2021 ვისაც აიგნორებ კვდება შენთვის, ვინც შენ გაიგნორებს კვდები მისთვის. ჩაკეტილი წრეა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი პერსონა Posted 18 თებერვალი, 2021 Posted 18 თებერვალი, 2021 საინტერესო და უცნაურია, რომ სწორედ დღეს, სიტუაციურად გამიჩნდა აზრი, ჩემი იგნორი და იგნორის ბიძაშვილები, იგივე ძალადობაა და მომეწონა მიგნება. და დღეს შემხვდა თემა ამაზე. საინტერესოა რა კუთხითაა განხილული, როდესაც არ დამეზარება, წავიკითხავ თემას. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 18 თებერვალი, 2021 Author Posted 18 თებერვალი, 2021 (შესწორებული) 26 minutes წინ, პერსონა said: სწორედ დღეს, სიტუაციურად გამიჩნდა აზრი, ჩემი იგნორი და იგნორის ბიძაშვილები, იგივე ძალადობაა და მომეწონა მიგნება. ყოველთვის არაა ძალადობა. უფრო სწორად გაუმართლებელი. ვიღაც ტოქსიკური სოციოპატი და ენერგოვამპირი თუ აგეკიდა და ცდილობს ჩაგითრიოს უაზრო კომუნიკაციაში (თუნდაც ცილისწამებებით, გაიძულოს რომ უპასუხო) და ენერგია და დრო წაგართვას. ამ დროს იგნორი არაა ცუდი საქციელი. ყველაფერი რაც გვტკენს, ძალადობაა. ვის რა ტკენს, სუბიექტურია. Edited 18 თებერვალი, 2021 by Moor Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Katie Posted 5 მარტი, 2021 Posted 5 მარტი, 2021 აუ, ახლა გამახსენდა, არის ერთი ადამიანი, რომელსაც ვაიგნორებ ძალიან დიდი ხანია, ოღონდ არც არაფერი დაუშავებია ან რამე. აი, უბრალოდ ავდექი და ერთ დღესაც არ გავეცი პასუხი და მას მერე გავიდა მგონი 6 წელზე მეტი, პერიოდულად მწერს და მაინც არ ვცემ პასუხს. ოღონდ კაცი-შვილმა არ იცის რატომ 'nothing ever happened, not even this' Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 6 მარტი, 2021 Posted 6 მარტი, 2021 @amy ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Artie Posted 6 მარტი, 2021 Posted 6 მარტი, 2021 17 საათის წინ, amy said: მგონი 6 წელზე მეტი, პერიოდულად მწერს და მაინც არ ვცემ პასუხს. დაბლოკე და დაასვენე ის საცოდავი, არ გინდა? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 6 მარტი, 2021 Posted 6 მარტი, 2021 9 minutes წინ, Artie said: დაბლოკე და დაასვენე ის საცოდავი, არ გინდა? დაბლოკვა კი არა, მგონი თავში ტყვიის დახლაც უფრო ჰუმანური საქციელი იქნება ? ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა