Jump to content
×
×
  • Create New...

აშშ საქართველოს ფინანსურად დაეხმარება, თუმცა კანონის უზენაესობაზე ანგარიშს მოითხოვს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

tdih-oct13-HD.jpg

დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტის კანონს, რომელშიც საქართველოსთვის  $132-მილიონის ოდენობით დახმარებაზეა საუბარი.

დახმარებასთან ერთად, კანონში გაწერილია პუნქტი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ავალდებულებს ასიგნებების კომიტეტს წარუდგინოს ანგარიში საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ.

კანონის განმარტებით განცხადებაში, რომელსაც ამერიკის ხმა ავრცელებს, გაწერილია, თუ რა უნდა დაფაროს სახელმწიფო მდივნის ანგარიშმა, საქართველოს მთავრობის დეტალური ქმედებების შესახებ.

დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხი, მათ შორის, უკანასკნელი არჩევნები;

კორუფციასთან ბრძოლა;

კერძო სექტორისა და უცხოურ საინვესტიციო კლიმატის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის საკითხი.

ანგარიშის ათვლა გასული წლის 1-ლი იანვრიდან იწყება.

კანონში ასევე მითითებულია, რომ აშშ კრძალავს იმ ქვეყნების დახმარებას, რომლებიც საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებენ, ან მათთან “დიპლომატიური კავშირი” აქვთ.

___________________________

● სენატორი რიში: მმართველი პარტია ოპოზიციური ხმის ჩახშობისგან თავს უნდა იკავებდეს

● ჟენევის მოლაპარაკებები: რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველომ

● საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10-წლიან მინიმუმზეა

_______________________________

ქართულ ოპოზიციაში და სოციალურ მედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ აშშ საქართველოს დახმარებას უწყვეტს, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა, ეს ყველაფერი უარყო.

ზალკალიანის თქმით, ოპოზიცია, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში მცდარ ნარატივს ავრცელებს.

“დემოკრატიის განვითარება მუდმივი პროცესია. გაიხედეთ ევროკავშირის ქვეყნებში, მათთან მიმართებაში, იგივე მათი პარტნიორები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხით, კრიტიკულები არიან და რა?” – აცხადებს ზალკანიანი.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Quote

აშშ საქართველოს ფინანსურ დახმარებასთან ერთად დემოკრატიის მდგომარეობაზე ანგარიშს ითხოვს

არაფერი ახალი.

კარგია რომ გრძელდება დახმარება  სხვაგვარად წარმოუდგენელია , პარტნიორი სახელმწიფოა  ამერიკის ინტერესის სფეროა ამიერ კავკასია  შესაბამისად   საქართველოს  ხელისუფლება  ამართლებს  ამერიკის შეერთებული შტატების და  ევროატლანტიკური  ინსტიტუტების  ნდობას  შესაბამისად  შედეგიც სახეზეა :) 

რაც  შეეხება  დემოკრატიის  მდგომარეობის  ანგარიშს   ეს არაახალია  ასეა ყველგან და ყოველთვის ვინც   დასავლეთის პარტნიორად ითვლება  , ძალიან დიდი წერტილი !.

 

God Bless USA !

 

    ღმერთმანი 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   134 all people including: 2 წევრი, 0 ანონიმური, 132 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • t-90
    • Chrome(24)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(12)
    • Facebookexternalhit(2)
    • Freeman