ფორუმელი Moor Posted 29 დეკემბერი, 2020 Posted 29 დეკემბერი, 2020 დონალდ ტრამპმა მოაწერა ხელი აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტის კანონს, რომელშიც საქართველოსთვის $132-მილიონის ოდენობით დახმარებაზეა საუბარი. დახმარებასთან ერთად, კანონში გაწერილია პუნქტი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ავალდებულებს ასიგნებების კომიტეტს წარუდგინოს ანგარიში საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ. კანონის განმარტებით განცხადებაში, რომელსაც ამერიკის ხმა ავრცელებს, გაწერილია, თუ რა უნდა დაფაროს სახელმწიფო მდივნის ანგარიშმა, საქართველოს მთავრობის დეტალური ქმედებების შესახებ. ● დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხი, მათ შორის, უკანასკნელი არჩევნები; ● კორუფციასთან ბრძოლა; ● კერძო სექტორისა და უცხოურ საინვესტიციო კლიმატის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის საკითხი. ანგარიშის ათვლა გასული წლის 1-ლი იანვრიდან იწყება. კანონში ასევე მითითებულია, რომ აშშ კრძალავს იმ ქვეყნების დახმარებას, რომლებიც საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს აღიარებენ, ან მათთან “დიპლომატიური კავშირი” აქვთ. ___________________________ ● სენატორი რიში: მმართველი პარტია ოპოზიციური ხმის ჩახშობისგან თავს უნდა იკავებდეს ● ჟენევის მოლაპარაკებები: რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველომ ● საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10-წლიან მინიმუმზეა _______________________________ ქართულ ოპოზიციაში და სოციალურ მედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ აშშ საქართველოს დახმარებას უწყვეტს, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა, ეს ყველაფერი უარყო. ზალკალიანის თქმით, ოპოზიცია, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში მცდარ ნარატივს ავრცელებს. “დემოკრატიის განვითარება მუდმივი პროცესია. გაიხედეთ ევროკავშირის ქვეყნებში, მათთან მიმართებაში, იგივე მათი პარტნიორები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხით, კრიტიკულები არიან და რა?” – აცხადებს ზალკანიანი. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი eL Posted 29 დეკემბერი, 2020 Posted 29 დეკემბერი, 2020 Quote აშშ საქართველოს ფინანსურ დახმარებასთან ერთად დემოკრატიის მდგომარეობაზე ანგარიშს ითხოვს არაფერი ახალი. კარგია რომ გრძელდება დახმარება სხვაგვარად წარმოუდგენელია , პარტნიორი სახელმწიფოა ამერიკის ინტერესის სფეროა ამიერ კავკასია შესაბამისად საქართველოს ხელისუფლება ამართლებს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროატლანტიკური ინსტიტუტების ნდობას შესაბამისად შედეგიც სახეზეა რაც შეეხება დემოკრატიის მდგომარეობის ანგარიშს ეს არაახალია ასეა ყველგან და ყოველთვის ვინც დასავლეთის პარტნიორად ითვლება , ძალიან დიდი წერტილი !. God Bless USA ! ღმერთმანი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა