Jump to content
×
×
  • Create New...

„ემისის“ ახალი გადაწყვეტილება: ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანა შესაძლებელია 12 იანვრის ჩათვლით!


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ გადაწყვეტილება შეცვალა და მასწავლებლებს, ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანის ვადად 12 იანვარის ჩათვლით პერიოდი განესაზღვრათ.

როგორც EDU.ARIS.GE – ს განათლების მართვის სისტემაში განუმარტეს, ასეთი გადაწყვეტილება მასწავლებელთა ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

“მოგესალმებით, ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების შეტანა შესაძლებელია 12 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ელექტრონული ჟურნალის მიერ ავტომატურად დათვლილ სემესტრულ შეფასებებს. ტექნიკურად ყველფერი გამართულად მუშაობს. ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებლებს შემაჯამებელი წერა აქვთ ჩანიშნული კალენდარში, სინამდვილეში კი ჩვეულებრივი გაკვეთილია ჩატარებული. შესაბამისად, სისტემა ამ დღეს ავტომატურად უწერს ნულს იმ მოსწავლეს, რომელსაც შეფასება არ უწერია, რაც თავისთავად აისახება სემესტრულ შეფასებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ყველა მონაცემი სწორად არის ასახული და სემესტრული შეფასება მაინც არასწორად ითვლება, გთხოვთ დაუკავშირდეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას”, – ნათქვამია სისტემის წერილში, რომელსაც სისტემა ავრცელებს.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share