ფორუმელი Moor Posted 29 დეკემბერი, 2020 Posted 29 დეკემბერი, 2020 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან, თბილისსა და რეგიონებში ელქტროენერგიის მოხმარების ტარიფები იზრდება. თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში გაიზრდება წყლის ტარიფიც. თბილისი სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში კომპანია „თელასის“ აბონენტთათვის ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მოხმარების საფასური 3.497 თეთრით გაიზარდება. შესაბამისად, მოქალაქეები, რომლებიც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ.სთ-ზე 14.544-ის ნაცვლად, 18.041 თეთრს გადაიხდიან (დღგ-ის ჩათვლით), 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-მდე 18.556 თეთრის ნაცვლად 22.053 თეთრს, ხოლო 301 კვტ.სთ-დან ზემოთ 23.040 თეთრის ნაცვლად 26.537 თეთრს. ამავე კომპანიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის არასაყოფაცხოვრებო მოხმარების საფასური კი – 11.259 თეთრიდან 12.764 თეთრამდე შუალედით გაიზრდება. მოქმედი ტარიფით, იურიდიული პირებისთვის 1 კვტ.სთ-ის ღირებულება 16.111-თეთრიდან 21.319 თეთრამდე მერყეობდა, გაზრდილი ფასით კი – მისი ღირებულება 27.370 თეთრიდან 32.931 თეთრამდე იქნება. რეგიონები რაც შეეხება რეგიონებს, აქ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის დენის საფასური 3.494 თეთრით იზრდება. შესაბამისად მოქალაქეები, რომლებიც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ.სთ-ზე 14.237-ის ნაცვლად, 17.731 თეთრს გადაიხდიან (დღგ-ის ჩათვლით), 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-მდე 18.213 თეთრის ნაცვლად 21.707 თეთრს, ხოლო 301 კვტ.სთ-დან ზემოთ 22.733 თეთრის ნაცვლად 26.227 თეთრს. ამავე კომპანიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის არასაყოფაცხოვრებო მოხმარების საფასური კი – დაახლოებით 10.877 თეთრიდან 14.628 თეთრამდე შუალედით იზრდება. მოქმედი ტარიფით, იურიდიული პირებისთვის 1 კვტ.სთ-ის ღირებულება 14.860-თეთრიდან 21.083 თეთრამდე იყო, გაზრდილი ფასით კი – 28.267 თეთრიდან 31.960 თეთრამდე იქნება. წყლის ტარიფი დღევანდელ სხდომაზე სემეკმა წყლის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილებაც მიიღო. კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გამრიცხველიანებული აბონენტთათვის, 1 მ3 საყოფაცხოვრებო მოხმარების წყლის საფასური 0.171 ლარით – 0.329 ლარიდან 0.50 ლარამდე გაიზარდა, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის კი – სულზე 0.626 ლარით – 3.892 ლარიდან 4.518 ლარამდე. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო მოხმარებას, აქ ტარიფი 2.103 თეთრით – 4.400 ლარიდან 6.503 ლარამდე გაიზარდა. ტარიფი გაიზარდა კომპანია „რუსთავის წყლის“ მომხმარებლებისთვისაც. კერძოდ, გამრიცხველიანებული აბონენტთათვის, 1 მ3 საყოფაცხოვრებო მოხმარების წყლის საფასური 0.095 ლარით – 0.405 ლარიდან 0.50 ლარამდე გაიზარდა, გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის კი – სულზე 0.723 ლარით – 2.281 ლარიდან 3.004 ლარამდე. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო მოხმარებას, აქ ტარიფი 0.059 ლარით – 3.644 ლარიდან 3.703 ლარამდე გაიზარდა. პრემიერის გამოხმაურება გაზრდილ ტარიფებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ ისაუბრა და თქვა, რომ „2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ“. მისივე განმარტებით, აბონენტებს, რომლებიც 300 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, მთავრობა 2021 წელს მოქმედ და გაზრდილ ტარიფებს შორის სხვაობას სრულად დაუფარავს. პრემიერის თქმით, სულ 1.7 მლნ აბონენტიდან 1.6 მლნ სწორედ ასეთია. ამასთან, გახარიას განცხადებით, საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს მთავრობა 2021 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის 50%-ს დაუსუბსიდირებს. „ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, დარწმუნებული იყოს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოში წარმოებული პროდუქტის საბოლოო ფასზე არ აისახება“, – ხაზი გაუსვა მთავრობის მეთაურმა. პრემიერისვე თქმით, მომდევნო წელს, მთავრობა თბილისში, მცხეთასა და რუსთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს სრულად დაუფარავს გაზრდილი წყლის საფასურის სხვაობასაც. სემეკის მიერ ბოლოს, 2017 წელს გაზრდილი ტარიფები 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და ძალაში 2020 წლის დეკემბრის ბოლომდეა. ახალი ტარიფები 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ახალი ტარიფების მოქმედების ვადად 2025 წლის, ხოლო წყლის ტარიფის მოქმედების ვადად 2023 წლის ბოლო განისაზღვრა. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა