ფორუმელი Moor Posted 29 დეკემბერი, 2020 Posted 29 დეკემბერი, 2020 ყოფილი ტელეწამყვანი და ჟურნალ “სითის” მთავარი რედაქტორი ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. მისი თქმით, შეთავაზება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისგან, რუსლან აბაშიძისგან მიიღო. „ვფიქრობ, შემოთავაზების წინაპირობა იყო ის პროექტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად დავიწყეთ – “მე აფხაზეთისთვის”, – ამბობს ეკა ხოფერია. ხოფერიას განმარტებით, ამ პროექტის მიზანი იყო ახალი სახეების აღმოჩენა და მათზე დაწერა: “რთული დროის და დიდი გამოწვევის მიუხედავად, მინდა გუნდთან ერთად ბევრი კარგი გავაკეთო. ჩემთვის აფხაზეთის თემა უცხო არ არის, რადგან ჩემი მშობლები არიან იქიდან და დღესაც მყავს აფხაზეთში ნათესავები” ხოფერიას თქმით, ჯერ კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებები მიღებული არ აქვს, რადგან სამინისტროში რამდენიმე დეპარტამენტი ფუნქციონირებს, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს. ჟურნალ „სითის“, რომელსაც ეკა ხოფერია 11 წელი უძღვებოდა, ახლა მისი და, თეა ხოფერია უხელმძღვანელებს. ___________________________ ● მოსაზრება: ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ყარაბაღის მეორე ომის პრიზმაში ● როგორი უნდა იყოს აფხაზურ-ქართული დიალოგი და უნდა იყოს თუ არა საერთოდ ● ვინ როგორ აპირებს კონფლიქტების მოგვარებას. პარტიების წინასაარჩევნო ხედვა სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა